"ტყის მოვლისა და აღდგენის წესის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 აგვისტოს №241 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
- ტყის მოვლისა და აღდგენის წესის შესახებ 13.08.2010
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №298
2010 წლის 28 სექტემბერი
ქ. თბილისი
„ტყის მოვლისა და აღდგენის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 აგვისტოს №241 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „ტყის მოვლისა და აღდგენის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 აგვისტოს №241 დადგენილებაში (სსმ III, 2010 წელი, №100, მუხლი 1496) შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატება და დადგენილებით დამტკიცებულ წესში:
1. მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) საპროექტო ღონისძიებებს – რომლებიც მოიცავს ამ წესის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მეთოდური მითითებებით განსაზღვრულ ყველა ღონისძიებას, აგრეთვე ტერიტორიის შეღობვის მიზანშეწონილობას;“.
2. 23-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სახელმწიფო ტყის ფონდში ტყის აღდგენისათვის სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე ორგანოს უფლება აქვს, მის სამოქმედო ტერიტორიაზე მოიპოვოს და გამოიყენოს მოზარდ-აღმონაცენი, ფესვის ნაბარტყი და კალამი.“.
3. წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის 24-ე მუხლი:
„მუხლი 24. აღსადგენი ტერიტორიის შეღობვა
1. თუ ტყის აღდგენა საჭიროებს აღსადგენი ტერიტორიის შეღობვას, სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე ორგანოს უფლება აქვს, ამ მიზნით გამოიყენოს სახელმწიფო ტყის ფონდში არსებული მოთხრილ-მოტეხილი და ძირნაყარი მერქნული რესურსი.
2. აღსადგენი ტერიტორიის შეღობვისას გამოყენებულ უნდა იქნეს არანაკლებ 2 მეტრი სიმაღლის მერქნული რესურსი, რომელიც მიწის ზემოთ უნდა შეადგენდეს არანაკლებ 1.5 მეტრს.“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა "ტყის მოვლისა და აღდგენის წესის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 აგვისტოს №241 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 28.09.2010.
- როდის იქნა მიღებული "ტყის მოვლისა და აღდგენის წესის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 აგვისტოს №241 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე?
- "ტყის მოვლისა და აღდგენის წესის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 აგვისტოს №241 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე მიღებულია 28.09.2010. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №298. სარეგისტრაციო კოდი — 390120000.10.003.016029.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ "ტყის მოვლისა და აღდგენის წესის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 აგვისტოს №241 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის "ტყის მოვლისა და აღდგენის წესის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 აგვისტოს №241 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.09.2010 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება "ტყის მოვლისა და აღდგენის წესის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 აგვისტოს №241 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე, №298, 28.09.2010, სარეგისტრაციო კოდი 390120000.10.003.016029 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.09.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1035739/