"ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის №133 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №299
2010 წლის 28 სექტემბერი
ქ. თბილისი
„ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის № 133 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის № 133 დადგენილებაში (სსმ III, 2004 წელი, № 1, მუხლი 12) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. აპარატის საერთო ხელმძღვანელობას ახორციელებს სახელმწიფო მინისტრი, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე.“.
3. დადგენილებით დამტკიცებული ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საშტატო ნუსხა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საშტატო ნუსხა
| № | თანამდებობა | რაოდენობა |
| 1 | საქართველოს სახელმწიფო მინისტრი | 1 |
| 2 | სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე | 1 |
| 3 | სახელმწიფო მინისტრის მოადგილე | 2 |
| 4 | სახელმწიფო მინისტრის აპარატის უფროსი | 1 |
| 5 | სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი | 2 |
| 6 | სამსახურის უფროსი | 5 |
| 7 | სამსახურის უფროსის მოადგილე | 7 |
| 8 | მთავარი ბუღალტერი | 1 |
| 9 | მთავარი სპეციალისტი | 11 |
| 10 | წამყვანი სპეციალისტი | 3 |
| 11 | უფროსი სპეციალისტი | 2 |
| 12 | სამეურნეო მოხელე | 1 |
| 13 | მძღოლი | 1 |
|
| სულ: | 38 |
“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური