„იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№466
სარეგისტრაციო კოდი
140.120.000.08.002.004.
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 144, 01/10/2008

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №466

2008 წლის 30 სექტემბერი

ქ. თბილისი

„იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის    2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებაში (სსმ III, 2003 წ., №126, მუხ. 1050) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული ნუსხის მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში:

1. მინისტრის პირველი მოადგილე, მინისტრის მოადგილე;

2. ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) მოსამსახურეები;

3. გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) მოსამსახურეები;

4. განსაკუთრებულ დავალებათა მთავარი სამმართველოს მოსამსახურეები;

5. ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს საქართველოში (მთავარი სამმართველო) მოსამსახურეები;

6. კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მოსამსახურეები;

7. კონტრტერორისტული ცენტრის (დეპარტამენტი) მოსამსახურეები;

8. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მოსამსახურეები;

9. კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეები;

10. ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის მოსამსახურეები;

11. საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის მოსამსახურეები;

12. საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მოსამსახურეები;

13. სპეციალური ოპერაციების ცენტრის (დეპარტამენტი) მოსამსახურეები;

14. სპეციალური ღონისძიებების დეპარტამენტის მოსამსახურეები;

15. სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის მოსამსახურეები;

16. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეები;

17. სტრატეგიული მილსადენების დაცვის მთავარი სამმართველოს მოსამსახურეები;

18. საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს მოსამსახურეები;

19. სამობილიზაციო სამსახურის მოსამსახურეები;

20. საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის მოსამსახურეები;

21. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების მოსამსახურეები;

22. სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეები;

23. სამინისტროს მმართველობაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მოსამსახურეები.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 30.09.2008.
როდის იქნა მიღებული „იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
„იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 30.09.2008. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №466. სარეგისტრაციო კოდი — 140.120.000.08.002.004..
სად არის „იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.09.2008 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, №466, 30.09.2008, სარეგისტრაციო კოდი 140.120.000.08.002.004. (კონსოლიდირებული რედაქცია 30.09.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/103642/