"თვითმმართველი ერთეულის–ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ" წესის დამტკიცების თაობაზე
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 04.10.2010
ძალის დაკარგვა 20.07.2016
გამომცემი ორგანო ვანის მუნიციპალიტეტი
ნომერი №22
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.121.016002
გამოქვეყნების წყარო სსმ, 40, 19/10/2010
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
"თვითმმართველი ერთეულის–ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ" წესის დამტკიცების თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
/* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
a:link, span.MsoHyperlink {color:blue; text-decoration:underline;}
a:visited, span.MsoHyperlinkFollowed {color:purple; text-decoration:underline;}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
/* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:.5in .6in .5in .7in;}
div.Section1 {page:Section1;}
/* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №22
2010 წლის 4 ოქტომბერი
ქ. ვანი
„თვითმმართველი ერთეული – ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ“ წესის დამტკიცების თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად
, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „თვითმმართველი ერთეული – ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ
“ წესი (დანართი №1)
.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს თვითმმართველი ერთეული – ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმა (დანართი №2, №3)
.
მუხლი 3🔗
დამტკიცდეს თვითმმართველი ერთეული – ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების გადაცემისას საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმა (დანართი №4)
.
მუხლი 4🔗
კონტროლი დადგენილების შესრულებაზე განახორციელოს ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გია ოჩხიკიძემ
.
მუხლი 5🔗
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე
.
საკრებულოს თავმჯდომარე დ
. კაკაბაძე
დანართი №1
წესი
თვითმმართველი ერთეულის – ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულება
1. ეს წესი შემუშავებულია „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს თვითმმართველი ერთეულის – ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრების ქონების აუქციონისა და პირობებით აუქციონის ფორმით პრივატიზების წესს.
2. „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად თვითმმართველი ერთეულის – ვანის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონისა და პირობებით აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს და პირობებს განსაზღვრავს ვანის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო (შემდგომში – გამყიდველი).
3. თვითმმართველი ერთეულის – ვანის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების მიზანია საკუთრების უფლება გადაეცეს მყიდველს, რომელიც ვაჭრობის პროცესში გამყიდველს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს, ხოლო თუ გამოცხადებულია პირობებით აუქციონი – საკუთრების უფლება მიანიჭოს იმ მყიდველს, რომელიც აიღებს ვალდებულებას დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და ვაჭრობის პროცესში გამყიდველს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს.
4. თვითმმართველი ერთეული – ვანის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის და პირობებით აუქციონის ფორმით პრივატიზებას ახორციელებს ვანის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, რომელიც ამ მიზნით ქმნის ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რიცხული ქონების განკარგვის აუქციონის ორგანიზების მუდმივმოქმედ სააუქციონო კომისიას.
5. თვითმმართველი ერთეულის – ვანის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონისა და პირობებით აუქციონის ფორმით საპრივატიზებო საწყისი ფასი გამყიდველის მიერ განისაზღვრება „
სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად.
6. აუქციონის ფორმით თვითმმართველი ერთეულის – ვანის მუნიციპალიტეტის ქონების მყიდველი შეიძლება იყოს საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკური ან იურიდიული პირი ან ამ პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია.
7. აუქციონი და აუქციონი პირობებით ცხადდება ვანის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ინიციატივით.
8. აუქციონის ჩატარებამდე ინფორმაცია აუქციონში მონაწილეთა შესახებ (მათ შორის, აუქციონში მონაწილეთა რაოდენობის შესახებ) კონფიდენციალურია.
მუხლი II. აუქციონის ორგანიზება
1. აუქციონისა და პირობებით აუქციონის ორგანიზებას ახორციელებს გამყიდველი, ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის აუქციონის ორგანიზების მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის მეშვეობით.
2. გამყიდველი, „
სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, უზრუნველყოფს თვითმმართველი ერთეული – ვანის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ან პირობებით აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილებისა და გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის განთავსებას ვანის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (
www.vani.org.ge).
3. თვითმმართველი ერთეული – ვანის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ან პირობებით აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილება და გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია ქვეყნდება აუქციონის ჩატარების დათქმულ თარიღამდე არანაკლებ 15 კალენდარული დღით ადრე, ხოლო მოძრავი ნივთის შემთხვევაში არ
ანაკლებ 5 კალენდარული დღით ადრე.
4. თვითმმართველი ერთეული – ვანის მუნიციპალიტეტის ქონების – უძრავი ნივთის განმეორებით გამოცხადებული და ვადაგაგრძელებული საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას აუქციონის ან პირობებით აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილება და გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია ქვეყნდება აუქციონის ჩატარების დათქმულ თარიღამდე 10 კალენდარული დღით ადრე.
5. გამყიდველი ვალდებულია თვითმმართველი ერთეული – ვანის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ან პირობებით აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილება და გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია განათავსოს გაზეთში „
24 საათი” ამ მუხლის მე-3 პუნქტში გათვალისწინეული ვადების დაცვით. ამასთანავე გამყიდველის შეხედულებით შესაძლებელია სხვა საინფორმაციო საშუალებების გამოყენება.
6. გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა)
გამყიდველის დასახელება;
ბ)
პირობებს და გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებს (აუქციონის პირობებით გამოცხადების შემთხვევაში);
გ) საპრივატიზებო ქონების დასახელება;
დ) განცხადების მიღების დაწყების, დამთავრებისა და აუქციონის ჩატარების თარიღს;
ე)
ბეს რაოდენობას, რომელიც განისაზღვრება საპრივატიზებო ქონების საწყისი ღირებულების 30%-ის რაოდენობით, ბიჯის სიდიდეს და აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასს, რომლიც ოდენობას განსაზღვრავს გამყიდველი. ბიჯის მინიმალური სიდიდე განისაზღვროს საპრივატიზებო ქონების საწყისი ფასის 5%-ით, აუქციონში მონაწილის ბილეთის ღირებულება განისაზღვროს 20.00 (ოცი) ლარით;
ვ)
განაცხადის მიღების ადგილსა (მისამართი) და საკონტაქტო ტელეფონს;
ზ)
ყველას სხვა ინფორმაციას, რომელსაც გამყიდველი ჩათვლის მიზანშეწონილად.
7.
აქციების ან აქცითა პაკეტის (წილი) გაყიდვის შემთხვევაში ინფორმაცია დამატებით უნდა შეიცავდეს:
ა)
სააქციო საზოგადოების (შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების) დასახელებას და იურიდიულ მისამართს;
ბ)
გამოშვებული აქციების საერთო რაოდენობას;
გ)
ერთი აქციის ნომინალურ ღირებულებას;
ც)
აქციების ან აქციათა პაკეტის (წილის) საწყისს ფასს და წილს საზოგადოების საწესდებო კაპიტალში.
8.
მყიდველს უფლება აქვს მიიღოს გასაყიდი ქონების შესახებ გამყიდველის ხელთ არსებული, კანონმდებლობით დაშვებული ნებისმიერი ინფორმაცია.
9.
ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ ყველა დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირს უფლება აქვს წინასწარ გაეცნოს საპრივატიზებო ქონებას.
10.
გამყიდველი აუქციონის ორგანიზების მიზნით ქმნის თვითმმართველი ერთეულის
–ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული
ქონების აუქციონის ფორმით განკარგვის
მუდმივმოქმედ კომისიას, რომელშიც შედიან კომისიის თავმჯდომარე, აუქციონატორი, რეგისტრატორი, კომისიის მდივანი და სააუქციონო კომისიის წევრები. აღნიშნული კომისია გამყიდველის სახელით, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული ტიპური ფორმების მიხედვით ადგენს აუქციონში გამარჯვებულის დამადასტურებელ ოქმს და საკუთრების დამადასტურებელ მოწმობას.
მუხლი III. აუქციონში მონაწილეობის პირობები
1.
აუქციონში მონაწილეობაზე განაცხადების მიღება მთავრდება დადგენილ დღესა და საათს. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ შემოსული განაცხადი არ მიიღება.
2.
აუქციონი ტარდება აუქციონის თაობაზე ინფორმაციის გამოცხადების დღიდან არანაკლებ მე-15 კალენდარულ დღეს. აუქციონში მონაწილეობაზე განაცხადების მიღება მიმდინარეობს აუქციონის ჩატარების დღის ჩათვლით და გამყიდველის მიერ დადგენილ საათამდე.
3.
აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველი (შემდგომში – მონაწილე) აუქციონის რეგისტრატორს წარუდგენს:
ა)
განაცხადს, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მონაწილეზე, იმ ქონების დასახელებას და საწყის ფასს, რომლის შეძენაც სურს მონაწილეს. პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში განაცხადში უნდა აისახოს მონაწილის თანხმობა პირობების შესრულებაზე;
ბ)
ბეს და მონაწილის ბილეთის საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს (ბილეთის და ბეს საფასურის გადახდა უნდა მოხდეს გამყიდველის მიერ მითითებულ ანგარიშზე);
გ)
პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლს (ფიზიკური პირის შემთხვევაში);
დ)
ნოტარიალურად დამოწმებულ მინდობილობას, თუ მონაწილე მოქმედებს სხვა პირის სახელით;
ე)
სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლებს და განაცხადის შეტანის მომენტისთვის მოქმედ ამონაწერს სამეწარმეო რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში).
4.
მონაწილემ, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა ქონების პრივატიზებისთვის მოწყობილ აუქციონში, ბე და მონაწილის ბილეთის საფასური უნდა გადაიხადოს თითოეული ქონებისთვის ცალ-ცალკე.
5.
თუ ყველა წარმოდგენილი დოკუმენტი აკმაყოფილებს მოთხოვნებს, რეგისტრატორი მონაწილეზე აკეთებს შესაბამის ჩანაწერს აუქციონის მონაწილეთა რეგისტრაციის ჟურნალში, იტოვებს წარმოდგენილ დოკუმენტაციას და მონაწილეს გადასცემს აუქციონში მონაწილის ბილეთს. მონაწილის ბილეთით მონაწილე ღებულობს აუქციონში მონაწილის სტატუსს.
6.
მონაწილეს უფლება აქვს ბეს დაუკავებლად უარი განაცხადოს აუქციონში მონაწილეობაზე მხოლოდ განაცხადების მიღების დადგენილ პერიოდში.
7.
მონაწილეს შეიძლება უარი ეთქვას აუქციონში მონაწილეობაზე, თუ:
ა)
განაცხადის წარმომდგენი პირი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, არ შეიძლება ცნობილ იქნეს საპრივატიზებო ქონების მყიდველად;
ბ)
დარღვეულია ამ მუხლის პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე პუნქტების მოთხოვნები.
მუხლი IV. აუქციონის ჩატარების წესი და პირობები
1.
აუქციონის მონაწილე აუქციონის დაწყებამდე შედის დარბაზში, სადაც ტარდება აუქციონი და აუქციონის რეგისტრატორს წარუდგენს აუქციონში მონაწილის ბილეთს და იღებს სპეციალურ დაფას, რომლის ნომერი შეესაბამება მის ბილეთზე აღნიშნულ ნომერს.
2.
აუქციონატორი ადარებს გაცემული ნომრიანი დაფების რაოდენობას შემოსული განაცხადების რაოდენობასთნ, რითაც აზუსტებს აუქციონში მონაწილეთა რაოდენობას.
3.
აუქციონს ატარებს აუქციონატორი.
4.
თითოეულ ობიექტზე ვაჭრობის დაწყებისას აუქციონატორი აცხადებს ქონების დასახელებას, მის საწყისს ფასს, ბიჯს (ბიჯის სიდიდეს ყოველი კონკრეტული ქონებისთვის განსაზღვრავს გამყიდველი).
5.
აუქციონში ვაჭრობის დასაწყისად ითვლება საწყისი ფასის გამოცხადების მომენტი. ვაჭრობის მიმდინარეობის დროს დაუშვებელია მონაწილეთა დარბაზში გადაადგილება.
6.
აუქციონში მონაწილე, რომელსაც სურს საწყისი ფასიდან დაიწყოს ვაჭრობა, წევს თავის დაფას (რაც ნიშნავს საწყის ფასზე ბიჯის დამატებას),
აუქციონატორი აფიქსირებს მას და სთ
ხოვს აუქციონში მონაწილეებს გააგრძელონ ვაჭრობა, სანამ რომელიმე არ დაასახელებს ყველაზე მაღალ ფასს. ფასის სამჯერ გამოცხადებისა და აუქციონატორის მიერ ჩაქუჩის დარტყმის შემდეგ, ქონება ითვლება გაყიდულად იმ აუქციონის მონაწილეზე, ვინც აუქციონატორს ყველაზე მაღალი ფასი შესთავაზა.
7.
აუქციონის დამთავრების შემდეგ დგება ოქმი, რომელიც წარმოადგენს წერილობით ხელშეკრულებას, ოქმს ხელს აწერს მყიდველი და ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რიცხული ქონების განკარგვის აუქციონის ორგანიზების მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე, როგორც გამყიდველის უფლებამოსილი წარმომადგენელი.
8.
ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის აუქციონის ორგანიზების მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისია აუქციონის ჩატარებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში ამზადებს მოხსენებით ბარათს, რომლის საფუძველზე აუქციონში მონაწილე პირებს, რომლებმაც ვერ გაიმარჯვეს, უბრუნდებათ მათ მიერ გადახდილი ბეს თანხა, ხოლო აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ გადახდილი ბე სრულად ირიცხება ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში. მოხსენებით ბარათს ხელს აწერს ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რიცხული ქონების განკარგვის აუქციონის ორგანიზების მუდმივმოქმედი საუქციონო კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი.
9.
აუქციონი ან პირობებით აუქციონი არშემდგარად გამოცხადდება, თუ:
ა)
აუქციონში ან პირობებით აუქციონში მონაწილეობის სურვილი არ გამოთქვა არავინ;
ბ)
აუქციონში ან პირობებით აუქციონში მონაწილეობის მისაღებად არ გამოცხადდა არც ერთი მსურველი;
გ) აუქციონის მონაწილე/მონაწილეები ესწრებოდნენ აუქციონს, მაგრამ არც ერთმა არ მიიღო მონაწილეობა სააუქციონო ვაჭრობაში.
10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დგება არშემდგარი აუქციონის შესახებ მოხსენებითი ბარათი გამყიდველის სახელზე, რომელსაც ხელს აწერს მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი,
ხოლო აუქციონის მონაწილესა და მონაწილეობის მსურველის მიერ შეტანილი ბე სრულად ირიცხება ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.
11. აუქციონის შედეგები უქმდება, თუ:
ა) აუქციონში გამარჯვებულმა დადგენილ ვადაში არ წარმოადგინა აუქციონზე შეძენილი ქონების საბოლოო საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) თუ აუქციონში გამარჯვებული პირი უარს განაცხადებს აუქციონის შედეგების ოქმის ხელმოწერაზე.
12. ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გამყიდველი იღებს გადაწყვეტილებას აუქციონის შედეგების გაუქმების თაობაზე.
13. თუ აუქციონში მონაწილემ დაარღვია ნორმატიული აქტით განსაზღვრულ აუქციონში მონაწილეობის წესი ან/და პირობები, მის მიერ შეტანილი ბე სრულად ირიცხება ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.
14. გამყიდველი უფლებამოსილია გადაავადოს ან ჩატარებამდე გააუქმოს ქონების აუქციონის ან პირობებით აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილება, ამ შემთხვევაში აუქციონში მონაწილეს შეტანილი ბე უკან უბრუნდება.
15. თუ არ მოხდება აუქციონის ან პირობებით აუქციონის ფორმით გამოტანილი ქონების პრივატიზება, ამ ქონების შეცვლილი საწყისი ფასით ან/და პირობებით აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილება განიხილება როგორც განმეორებითი აუქციონი. განმეორებით აუქციონზე საპრივატიზებო ქონების საწყისი ფასი შეიძლება 50%-მდე შემცირდეს, ხოლო, თუ საპრივატიზებო ქონება ამ საფასურად გამოტანის შედეგადაც არ გაიყიდა, საფასური შეიძლება კიდევ შემცირდეს.
16. თუ არ მოხდება აუქციონის ფორმით გამოტანილი ქონების განკარგვა, გამყიდველი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ვანის მუნიციპალიტეტის ქონების იმავე პირობებით, ვადაგაგრძელებული აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ.
მუხლი V. გარიგებათა გაფორმების წესი
1. ვანის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის და პირობებით აუქციონის ფორმით პრივატიზებისას გამყიდველისა და მყიდველის მიერ ხელმოწერილი აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს დაპირებას.
2. აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი შეიცავს თვითმმართველი ერთეულის – ვანის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების ძირითად პირობებსა და მხარეთა უფლება-მოვალეობებს.
3. პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში თვითმმართველი ერთეულის –ვანის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას, თვითმმართველი ერთეულის – ვანის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოსა და თვითმმართველი ერთეულის – ვანის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს თანხმობით შესაძლებელია გაფორმდეს დამატებითი წერილობითი ხელშეკრულება, რომელიც იდება აუქციონის ჩატარებიდან არა უგვიანეს 3 თვისა.
4. იმ შემთხვევაში,
თუ მხარეებს შორის უნდა გაფორმდეს დამატებითი წერილობითი ხელშეკრულება, ხელშეკრულებაში შეტანილ უნდა იქნეს შემდეგი მონაცემები;
ა) მონაცემები გამყიდველისა და მყიდველის შესახებ;
ბ) შეძენილი ქონების დასახელება და მისამართი;
გ) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების ფასი;
დ) პირობებიდან გამომდინარე მხარეთა ურთიერთვალდებულებები ქონების შემდგომი გამოყენების შესახებ;
ე) სხვა მონაცემები გამოცხადებული აუქციონისა და ხელშეკრულების სპეციფიკის გათვალისწინებით.
5. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია აუქციონის ჩატარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, პირობებით გამოცხადებული
აუქციონის შემთხვევაში კი, გამყიდველის მიერ დადგენილ ვადაში, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 2 წელს, ოქმში მითითებულ საბანკო ანგარიშზე გადაიხადოს თვითმმართველი ერთეულის
– ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რიცხული ქონების საპრივატიზებო საფასური, რომელიც შეესატყვისება მის მიერ აუქციონზე დასახელებულ საბოლოო ფასს. ნასყიდობის საბოლოო ფასის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი მყიდველმა უნდა წარმოადგინოს გადახდიდან არა უგვიანეს 10 დღის ვადაში.
6. თვითმმართველი ერთეულის
– ვანის მუნიციპალიტეტის ქონების ნასყიდობის საბოლოო ფასის გადახდა შესრულებულად ითვლება შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის მიერ მისი დადასტურების მომენტიდან.
7. აუქციონში გამარჯვებულს ბე ეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას.
8. თუ აუქციონი გამოცხადებული იყო პირობების გარეშე, ოქმი უნდა შეიცავდეს ამ დებულების მე-7 მუხლით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
9. თუ გამოცხადებული იყო აუქციონი პირობებით, ოქმი უნდა შეიცავდეს გამყიდველის მიერ დადგენილ საპრივატიზებო პირობებს, თანხის გადახდის ვადებს და ამ დებულების
მე-7 მუხლით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
10. ოქმის მოქმედების პერიოდში, ქონების საბოლოო ნასყიდობის ფასის სრულად დაფარვამდე, მყიდველს ქონება გადაეცემა მფლობელობაში და სარგებლობაში, ხოლო, აქციები ან წილი – მართვის უფლებით, თუ ოქმით სხვა რამე არ არის გათვალისწინებული.
11. თვითმმართველი ერთეულის
– ვანის მუნიციპალიტეტის ქონების საკუთრების უფლება გამყიდველის მიერ მყიდველს გადაეცემა ქონების საბოლოო ნასყიდობის ფასის სრულად დაფარვის შემდეგ. საფასურის სრულად გადახდის დადასტურებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში, შესაბამისი საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის მომენტიდან,
ხოლო პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში საკუთრების მოწმობა გაიცემა ოქმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით.
12. თვითმმართველი ერთეულის
– ვანის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას მყიდველზე საკუთრების უფლება გადადის თანხის მთლიანად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემისა და საჯარო რეესტრში ან სხვა შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ,
ხოლო, იმ შემთხვევაში,
თუ მყიდველმა უნდა შესასრულოს ნაკისრი ვალდებულებები,
მყიდველს საკუთრების უფლება ეძლევა ნაკისრი ვალდებულების შესრულების პირობით.
მუხლი VI. მყიდველის პასუხისმგებლობა პირობების გარეშე გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში
თუ მყიდველი პირობების გარეშე გამოცხადებულ აუქციონში დადგენილ ვადებში არ გადაიხდის ქონების გამოსასყიდ თანხას, მას არ გადაეცემა საკუთრების უფლება ქონებაზე და შეტანილი ბე არ დაუბრუნდება.
მუხლი VII. მყიდველის პასუხისმგებლობა პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში
1.
პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში მყიდველი ვალდებულია, შეძენილი ქონების შემდგომი გამოყენებისას, დაიცვას ოქმით ნაკისრი ვალდებულებები (აუქციონის პირობები), მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები და მათ შესრულებაზე გამყიდველის მოთხოვნისთანავე ან/და 6 თვეში ერთხელ, წარუდგინოს ინფორმაცია გამყიდველს.
2.
მყიდველს შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების დადასტურებამდე, გამყიდველთან შეთანხმების გარეშე,
არ აქვს უფლება გადაცემული ქონება განკარგოს, გასცეს სარგებლობის უფლებით ან სხვაგვარად დატვირთოს იგი. ამასთან, იგი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე.
3.
გამყიდველის მიერ მყიდველზე საკუთრების უფლების დადასტურების შემდეგ, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, მყიდველის მიერ პრივატიზებული ქონების გასხვისების შემთხვევაში მყიდველი ვალდებულია ქონება ახალ მესაკუთრეზე გაასხვისოს იმავე პირობებით, რაც გათვალისწინებული იყო პირობებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმით. მყიდველი ვალდებულია ქონების გასხვისების შესახებ ათი დღით ადრე წერილობით აცნობოს გამყიდველს და წარმოადგინოს ქონების ახალი მყიდველის ნოტარიალურა
დ დამოწმებული წერილობითი თანხმობა გამყიდველის მიერ დადგენილი პირობების შესრულების თაობაზე.
4.
ოქმით ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულად ითვლება გამყიდველის მიერ მათი დადასტუ
რების მომენტიდან.
5.
ოქმით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში მყიდველი იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა. პირგასამტეხლო განისაზღვრება შესაბამის აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმით განსაზღვრული სააუქციონო პირობებიდან გამომდინარე. კერძოდ:
ა)
თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გადაუხდელი თანხის 0.1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღემდე;
ბ)
საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთ
ხვევაში დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0.1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
გ)
მყიდველის მიერ სხვა სააუქციონო და ოქმის პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში პირგასამხტელოს ოდენობა წარმოადგენს ყოველ დარღვევაზე ქონების ღირებულების 0,05%-ს
.
7.
ოქმით ნაკისრი ვალდებულებების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა გამყიდველის მიერ განიხილება აუქციონის შედეგების ოქმის გაუქმების საფუძვლად.
მუხლი VII. გარიგებათა ბათილად ცნობა
აუქციონის შედეგებთან დაკავშირებულ სადავ
ო და ბათილად ცნობის საკითხებს განიხილავს სასამართლო.
დანართი №2
თვითმმართველი ერთეულის
– ვანის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით განკარგვის მუდმივმოქმედი კომისია
აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი
ოქმი (ხელშეკრულება) №
20…..წელი „
...........”............................”
ქ. ვანი
I. წინამდებარე ოქმი (ხელშეკრულება) გაიცა
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------
(აუქციონში გამარჯვებული (მყიდველი) ფიზიკური პირის სახელი და გვარი,
იურიდიული პირის სამართლებრივ-
ორგანიზაციული ფორმა, სახელწოდება, წარმომადგენლის სახელი და გვარი,
უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი,
მისამართი, მაიდენტი
ფიცირებელი დოკუმენტის მონაცემები)
მასზე, რომ „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“
საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების:
------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------
(ქონების დასახელება და მისამართი. მონაცემები საჯარო ან სამეწარმეო რეესტრიდან)
ქონების საწყისი ფასი ------------------------- -----------------------------------------------
(ციფრებით)
(სიტყვიერად)
შემდგომში პრივატიზების მიზნით ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების მუდმივმოქმედი კომისიის მიერ 20-- წლის „----“------------------- „-------“ საათზე მოწყობილ აუქციონზე მის მიერ შემოთავაზებული ფასის:
-------------------------------------- ---------------------------------------------------------------------
(ციფრებით ) ( სიტყვიერად)
საფუძველზე ის გამოვლინდა გამარჯვებულად (შემდგომში – მყიდველი) და მას „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად, ოქმით (ხელშეკრულებით) ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით, საკუთრებაში გადაეცა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონება.
------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------
(ქონების დასახელება, მისამართი, მონაცემები საჯარო რეესტრის ან/და სამეწარმეო ამონაწერიდან. მათ
შორის, ინფორმაცია უძრავი ქონების დატვირთვის თაობაზე).
II. მყიდველი ვალდებულია: აუქციონზე შეძენილი ქონების ფასი (საბოლოო თანხა) გადაიხადოს აუქციონოს ჩატარებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში შემდეგ საბანკო ანგარიშზე
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
მყიდველს გადახდილი ბე ეთვლება ანგარიშსწორებისას.
III. მყიდველს უფლება არ აქვს საკუთრების დადასტურებამდე განკარგოს, დააგირაოს, იპოთეკით დატვირთოს ან/და სხვაგვარად დატვირთოს გადაცემული ქონება.
IV. თუ „მყიდველი“ დადგენილ ვადებში არ გადაიხდის ქონების საბოლოო თანხას, აუქციონის შედეგები უქმდება და „მყიდველს“ არ გადაეცემა საკუთრების უფლება ქონებაზე და შეტანილი ბე არ დაუბრუნდება.
V. „მყიდველის“ მიერ საბოლოო თანხის დადგენილ ვადაში გადახდის შემდეგ მასზე გაიცემა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა.
VI. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისას „მყიდველზე“ საკუთრების უფლება გადადის თანხის მთლიანად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გადაცემისა და საჯარო რეესტრში ან შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ.
VII. ოქმიდან (ხელშეკრულებიდან) წარმოშობილი სადავო საკითხები განიხილება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
VIII. ოქმი (ხელშეკრულება) შედგენილია ქართულ ენაზე 3 (სამი) თანაბარი ძალის მქონე ეგზემპლარად: ერთი რჩება გამყიდველს, ხოლო ორი გადაეცემა მყიდველს.
მყიდველი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება ოქმის (ხელშეკრულების) შინაარსს და სრული ნებაყოფლობის საფუძველზე ხელს აწერს წინამდებარე ოქმს (ხელშეკრულებას).
IX. ოქმს (ხელშეკრულებას), რომელიც გამყიდველთან რჩება,
თან ერთვის:
ა)
ამონაწერი საჯარო ან/და სამეწარმეო რეესტრიდან;
ბ)
იმ შემთხევაში, თუ მყიდველი იურიდიული პირია, მყიდველი
ს ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, წესდება და წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება;
გ) იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი მოქმედებს წარმომადგენლის მეშვეობით,
წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
კომისიის თავმჯდომარე /------------------------/ /-----------------------------/
ხელმოწერა
სახელი, გვარი
აუქციონში გამარჯვებული პირი (მყიდველი)/------------------------/ /---------------------/
ხელმოწერა
სახელი, გვარი
ბეჭდის ადგილი
დანართი №3
თვითმმართველი ერთეულის
– ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის ფორმით განკარგვის მუდმივმოქმედი კომისია
პირობებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი
ოქმი (ხელშეკრულება) №
20…...წელი „
...........”............................”
ქ. ვანი
1. წინამდებარე ოქმი (ხელშეკრულება) გაიცა
------------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------
(აუქციონში გამარჯვებული (მყიდველი) ფიზიკური პირის სახელი და გვარი,
იურიდიული პირის სამართლებრივ-
ორგანიზაციული ფორმა, სახელწოდება, წარმომადგენლის სახელი და გვარი. უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი,
მისამართი, მაიდენტი
ფიცირებელი დოკუმენტის მონაცემები)
მასზე, რომ „
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების:
------------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------
(ქონების დასახელება და მისამართი,
მონაცემები საჯარო ან სამეწარმეო რეესტრიდან)
ქონების საწყისი ფასი ------------------------- -------------------------------------------------------
(ციფრებით) (სიტყვიერად)
შემდგომში პრივატიზების მიზნით ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების მუდმივმოქმედი კომისიის მიერ 20-- წლის „----“-------------------„-------“ საათზე მოწყობილ აუქციონზე მის მიერ შემოთავაზებული ფასის:
-------------------------------------- ---------------------------------------------------------------------
(ციფრებით ) ( სიტყვიერად)
საფუძველზე ის გამოვლინდა გამარჯვებულად (შემდგომში – მყიდველი) და მას „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად,
ოქმით (ხელშეკრულებით) ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით, საკუთრებაში გადაეცა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში
------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------
(ქონების დასახელება, მისამართი,
მონაცემები საჯარო რეესტრის ან/და სამეწარმეო ამონაწერიდან. მათ
შორის,
ინფორმაცია უძრავი ქონების დატვირთვის თაობაზე).
2. მყიდველი ვალდებულია:
3. აუქციონზე შეძენილი ქონების ფასი (საბოლოო თანხა) გადაიხადოს აუქციონოს ჩატარებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში შემდეგ საბანკო ანგარიშზე:
4. დაიცვას, დათქმულ ვადაში და ჯეროვნად შეასრულოს შემდეგი პირობები:
ა) ----------------------------------------------------------------------------------------------------------
ბ) ---------------------------------------------------------------------------------------------------------
გ) -----------------------------------------------------------------------------------------------------------
დ) ----------------------------------------------------------------------------------------------------------
ე) ----------------------------------------------------------------------------------------------------------
ვ) ----------------------------------------------------------------------------------------------------------
მყიდველს გადახდილი ბე ეთვლება ანგარიშ
სწორებისას.
ც)
მყიდველს უფლება არ აქვს საკუთრების დადასტურებამდე განკარგოს, დააგირაოს, იპოთეკით დატვირთოს ან/და სხვაგვარად დატვირთოს გადაცემული ქონება.
დ)
თუ „მყიდველი“ დადგენილ ვადებში არ გადაიხდის ქონების საბოლოო თანხას, აუქციონის შედეგები უქმდება და „მყიდველს“ არ გადაეცემა საკუთრების უფლება ქონებაზე და შეტანილი ბე არ დაუბრუნდება.
ე) „
მყიდველის“
მიერ საბოლოო თანხის დადგენილ ვადაში გადახდის შემდეგ მასზე გაიცემა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა.
ფ)
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისას „
მყიდველზე“ საკუთრების უფლება გადადის თანხის მთლიანად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გადაცემისა და საჯარო რეესტრში ან შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ.
გ)
ოქმიდან (ხელშეკრულებიდან) წარმოშობილი სადავ
ო საკითხები განიხილება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
ჰ)
ოქმი (ხელშეკრულება) შედგენილია ქართულ ენაზე 3 (სამი) თანაბარი ძალის მქონე ეგზემპლარად: ერთი რჩება გამყიდველს, ხოლო ორი გადაეცემა მყიდველს.
მყიდველი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება ოქმის (ხელშეკრულების) შინაარსს და სრული ნებაყოფლობის საფუძველზე ხელს აწერს წინამდებარე ოქმს (ხელშეკრულებას).
ი)
ოქმს (ხელშეკრულებას), რომელიც გამყიდველთან რჩება. თან ერთვის:
ც)
ამონაწერი საჯარო ან/და სამეწარმეო რეესტრიდან.
დ)
იმ შემთხევაში, თუ მყიდველი იურიდიული პირია, მყიდველს ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, წესდება და წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება.
გ) იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი მოქმედებს წარმომადგენლის მეშვეობით,
წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
კომისიის თავმჯდომარე /------------------------/ /-------------------------------------/
ხელმოწერა სახელი, გვარი
აუქციონში გამარჯვებული პირი (მყიდველი) /------------------------/ /----------------------/
ხელმოწერა სახელი, გვარი
ბეჭდის ადგილი
დანართი №4
საქართველო
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო
საკუთრების დამადასტურებელი
მოწმობა
№
ეძლევა ----------------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------,
(მესაკუთრე და მისი მისამართი)
რომ მას გადაეცა საკუთრებაში ----------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------
(ქონების დასახელება და მისამართი)
მიწის ფართობი ............. ------------------------------------------- ------------------------------------
კვ.მ (დანიშნულება) (მიწათსარგებლობის ფორმა)
საფუძველი: თვითმმართველი ერთეულის
– ვანის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით განკარგვის მუდმივმოქმედი კომისიის მიერ გაცემული აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი (ხელშეკრულება)
ხელშეკრულების ნომერი და თარიღი: №-------; „-----“-------------------------“ 20--- წელი
მოწმობა შედგენილია სამ ეგზემპლარად, ორი ეგზემპლარი გადაეცემა მესაკუთრეს
.................................................................................................................................................................... (მესაკუთრის დასახელება, გვარი, სახელი)
რომელიც ერთ ეგზემპლარს წარუდგენს შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოს, ხოლო მესამე ეგზემპლარი ინახება ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოში. მოწმობა ძალაშია ხელშეკრულებასთან ერთად, რომელიც მოწმობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.
გ
აცემულია:
„
...........”.............................................................” 20 ... წელი
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
თავმჯდომარე: --------------------------------------