შპს "ევრობილდინგი"-ს გადახდისუუნარობის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/8337-2010
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 74, 07/10/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

განჩინება

საქართველოს სახელით

2010 წლი ს 24 სექტემბერი

ქ. თბილისი

გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია მ

მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი

 განმცხადებელი – შპს ,,ევრობილდინგ ი“

 წარმომადგენელი – თამაზ მოზაიძ ე

  ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს ,,ევრობილდინგის“ დირექტორის თამაზ მოზაიძის განცხადება საზოგადოების გადახდისუუნარობის შესახებ,

გამოარკვია:

 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მიმართა შპს ,,ევრობილდინგის“ დირექტორმა თამაზ მოზაიძემ და მოითხოვა საზოგადოების მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების გახსნა.

 სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი განცხადება და თანდართული დოკუმენტები, მიაჩნია, რომ განცხადება აკმაყოფილებს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს, რის გამოც განცხადება მიღებულ უნდა იქნ ე ს წარმოებაში.

 სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7, მე-14, მე-19, 21-ე,25-ე, 26-ე და 29-ე მუხლებით,

დაადგინა:

1. შპს ,,ევრობილდინგის“ განცხადება გადახდისუუნარობის შესახებ მიღებულ იქნ ე ს სასამართლო წარმოებაში;

2. მეურვედ დაინიშნოს ვლადიმერ სალაძე – დაბადებული 1973 წლის 20 მაისს, მცხოვრები ქ.თბილისში, გუდიაშვილის ქუჩა №7/2-ში.

3. აეკრძალოს მოვალეს ნებისმიერი გარიგების დადება ან/და დადებული გარიგების შეწყვეტა მეურვის თანხმობის გარეშე, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში – სასამართლოს თანხმობის გარეშე.

4. აიკრძალოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე განჩინების გამოტანამდე აღებული ვალების უზრუნველყოფა, შეჩერდეს ვალების გადახდა და პროცენტების, პირგასამტეხლოს, საურავების (მათ შორის,საგადასახადო/საბაჟო) დარიცხვა/გადახდა.

5. შეჩერდეს შპს ,,ევრობილდინგის“ მიმართ იძულებითი აღსრულება.

6. განემარტოს მეურვეს, რომ იგი ვალდებულია შეინახოს სამეურვეო ქონება და დაიცვას იგი დაზიანებისა და განადგურებისაგან; დაადგინოს ყველა კრედიტორი და დაუყოვნებლივ შეატყობინოს მათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ.

7. განემარტოს შპს ,,ევრობილდინგ ი ს“ დირექტორს, რომ იგი ვალდებულია განცხადების წარმოებაში მიღებიდან 30 დღის განმავლობაში წარუდგინოს მეურვეს ინფორმაცია მოვალის ქონების, ვალდებულებების, ფინანსური მდგომარეობისა და საქმიანობის, ასევე განცხადების წარმოებაში მიღების მომენტისათვის სასამართლოში მიმდინარე დავების შესახებ. ამ ინფორმაციის წარუდგენლობა, ინფორმაციის განზრახ დაგვიანებით ან გაყალბებული სახით წარდგენა, გამოიწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.

8. განემარტოს კრედიტორებს, რომ ისინი უფლებამოსილნი არიან განჩინების გამოქვეყნებიდან 30 დღის განმავლობაში წარუდგინონ სასამართლოს თავიანთი მოთხოვნები მათი წარმოშობის დამადასტურებელ მტკიცებულებებთან ერთად.

9. კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნ ე ს 2010 წლის 9 ნოემბერს, 11:00 საათზე,თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის №23 სხდომის დარბაზში (მისამართი: ქ.თბილისი, დ ავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6).

10. განჩინება გამოქვეყნდეს გაზეთებში:„საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ,,24 საათი“,  ,,სიტყვა და საქმე“ და სასამართლო დაფაზე.

11. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ ავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6) განჩინების მხარეებისათვის გადაცემიდან 5 დღის ვადაში.

მოსამართლე ლ. ქოჩიაშვილი