,,საქართველოს ცალკეულ ტერიტორიებზე საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ“
მიღების თარიღი 02.10.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №476
სარეგისტრაციო კოდი 120.160.030.08.002.004.
გამოქვეყნების წყარო სსმ, 145, 02/10/2008
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
02.10.2008 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
,,საქართველოს ცალკეულ ტერიტორიებზე საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ“
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Times;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} h2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:4.0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif"; font-weight:normal;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.45pt 841.7pt; margin:.9in .9in .9in .9in;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №476
2008 წლის 2 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ცალკეულ ტერიტორიებზე საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ
2008 წლის 8 სექტემბერს ევროკავშირის შუამავლობით საფრანგეთის პრეზიდენტსა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს შორის მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, 2008 წლის 1 ოქტომბრიდან ევროკავშირმა დაიწყო სადამკვირვებლო მისიის განხორციელება. ამ შეთანხმების მე-2 პუნქტის მიხედვით, რუსეთის ფედერაცია ვალდებულია სრულად გაიყვანოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციული საზღვრების მიმდებარედ განლაგებული საოკუპაციო საჯარისო ნაწილები სამხედრო მოქმედებების დაწყებამდე არსებულ პოზიციებზე, მაქსიმუმ 10 დღის განმავლობაში ევროკავშირის სადამკვრვებლო მისიის დაწყებიდან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან რუსეთის ფედერაციის მიერ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება სრულად არ არის შესრულებული, საოკუპაციო საჯარისო ნაწილები კვლავ იმყოფებიან საქართველოს ცალკეულ ტერიტორიებზე და აგრძელებენ კანონსაწინააღმდეგო საქმიანობას, რომელიც მიზნად ისახავს მშვიდობიანი მოსახლეობის შევიწროებას, პროვოკაციების მოწყობას, მართლწესრიგის მოშლასა და ქვეყნის განვითარების შეფერხებას, ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნების, დეოკუპაციის პროცესის შემდგომი გაგრძელებისა და მართლწესრიგის აღსადგენად საჭირო ღონისძიებების ეფექტიანად განხორციელების მიზნით, „საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 2 ოქტომბრის №315_IIს დადგენილების გათვალისწინებით:
1. საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 3 სექტემბრის №424 ბრძანებულებით გამოცხადებული და 2008 წლის 18 სექტემბრის №452 ბრძანებულებით გაგრძელებული საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადა გაგრძელდეს 2008 წლის 17 ოქტომბრამდე.
2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ე. ტყეშელაშვილი) საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, სხვა შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებს.
3. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე და დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში.
მ. სააკაშვილი