,,საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსთან არსებული ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავების მაკოორდინირებელი მუდმივმოქმედი საუწყებათაშორისო კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“
მიღების თარიღი 16.10.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №500
სარეგისტრაციო კოდი 010.210.050.08.002.004.
გამოქვეყნების წყარო სსმ, 153, 20/10/2008
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
16.10.2008 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
,,საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსთან არსებული ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავების მაკოორდინირებელი მუდმივმოქმედი საუწყებათაშორისო კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №500
2008 წლის 16 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსთან არსებული ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავების მაკოორდინირებელი მუდმივმოქმედი საუწყებათაშორისო კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
1. საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავების/განახლებისა და ეროვნული უსაფრთხოების სისტემის რეფორმირების მიზნით უწყებათაშორისი საქმიანობის კოორდინაციისა და შესაბამისი წინადადებების შემუშავების უზრუნველსაყოფად, „ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად, შეიქმნას საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსთან არსებული საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავების მაკოორდინირებელი მუდმივმოქმედი საუწყებათაშორისო კომისია.
2. დამტკიცდეს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსთან არსებული საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავების მუდმივმოქმედი საუწყებათაშორისო კომისიის თანდართული დებულება.
მ. სააკაშვილი
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსთან არსებული ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავების მაკოორდინირებელი მუდმივმოქმედი საუწყებათაშორისო კომისიის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსთან არსებული ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავების მაკოორდინირებელი მუდმივმოქმედი საუწყებათაშორისო კომისია (შემდგომში – კომისია) შექმნილია საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით ამ დებულებით დადგენილი უფლებამოსილებების განსახორციელებლად.
2. კომისია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
მუხლი 2🔗. კომისიის ამოცანები და ფუნქციები
კომისიის ამოცანები და ფუნქციებია:
ა) ეროვნული უსაფრთხოების სისტემის რეფორმირებისა და ამ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების თაობაზე შესაბამისი წინადადებების შემუშავება;
ბ) თავდაცვის დაგეგმვის სტრატეგიული დოკუმენტების – საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის, საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტის, საქართველოს ეროვნული სამხედრო სტრატეგიის და ეროვნული უსაფრთხოების სფეროს მიკუთვნებული სხვა კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავება/განახლების მიზნით შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება;
გ) თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების სექტორის რეფორმირების პროცესში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, უწყებათაშორისი საქმიანობის კოორდინაცია.
მუხლი 3🔗. კომისიის უფლება-მოვალეობანი
1. კომისია უფლებამოსილია:
ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს სახელმწიფო ორგანოებიდან, ორგანიზაციებიდან და დაწესებულებებიდან გამოითხოვოს თავისი საქმიანობისათვის საჭირო ინფორმაცია;
ბ) შეიმუშაოს წინადადებები ეროვნული უსაფრთხოების სისტემის სამართლებრივი ბაზის სრულყოფის მიზნით;
გ) მოიწვიოს ექსპერტები და შექმნას სამუშაო ჯგუფები კომისიის კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესწავლის და სათანადო რეკომენდაციების შესამუშავებლად.
2. კომისია ვალდებულია პერიოდულად თავისი საქმიანობის ანგარიში წარუდგინოს საქართველოს პრეზიდენტს.
მუხლი 4🔗. კომისიის შემადგენლობა და საქმიანობის ორგანიზაცია
1. კომისიის პერსონალურ შემადგენლობას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.
2. კომისიის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, მდივანი და სხვა წევრები.
3. კომისიას წარმოადგენს და ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე.
4. კომისიის თავმჯდომარე ორგანიზებას უწევს კომისიის მუშაობას, უძღვება კომისიის სხდომებს, ამტკიცებს სხდომის დღის წესრიგს და საჭიროების შემთხვევაში შეაქვს სათანადო ცვლილებები და დამატებები მასში, იწვევს კომისიის რიგგარეშე სხდომებს.
5. კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით თავმჯდომარის გადაწყვეტილებით კომისიის სხდომაზე მონაწილეობის მისაღებად შეიძლება მოწვეულ იქნენ სხვა პირებიც.
6. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის ფუნქციებს ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე.
7. კომისიის მდივანი ამზადებს კომისიის სხდომის ოქმებს და უგზავნის კომისიის წევრებს; ატყობინებს კომისიის წევრებს სხდომის ჩატარების თარიღს და უგზავნის სხდომის დღის წესრიგს მის ჩატარებამდე არანაკლებ ერთი კვირით ადრე.
8. კომისიის წევრი უფლებამისილია კომისიის თავმჯდომარეს სხდომის მოწვევამდე (არანაკლებ სამი დღით ადრე) წერილობით წარუდგინოს დღის წესრიგში შესატანი საკითხების ნუსხა. საკითხის აქტუალურობიდან გამომდინარე კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით დღის წესრიგში შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები.
9. კომისიის სხდომები იმართება კომისიის მიერ დადგენილი პერიოდულობით.
10. რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს კომისიის თავმჯდომარე საკუთარი ინიციატივით ან კომისიის ერთ-ერთი წევრის (წევრების) წერილობითი თხოვნის საფუძველზე.
11. იმ შემთხვევაში, თუ კომისიის რომელიმე წევრი ვერ ესწრება სხდომას, იგი ვალდებულია წინასწარ აცნობოს თავმჯდომარეს. ამასთან, უფლებამოსილია წერილობით დააფიქსიროს თავისი მოსაზრება დღის წესრიგში შეტანილ თითოეულ საკითხთან მიმართებაში.
12. კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, ხმათა თანაბარი გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.
13. კომისიის სხდომები ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე და მდივანი.
14. კომისიის ორგანიზაციულ-ტექნიკურ და ინფორმაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატი.
მუხლი 5🔗. კომისიის გაუქმება
კომისიის გაუქმება, ასევე მის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.