„შეწყალების საკითხთა კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 10 ივნისის №212 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №514
2008 წლის 28 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„შეწყალების საკითხთა კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 10 ივნისის №212 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „შეწყალების საკითხთა კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 10 ივნისის №212 ბრძანებულების (სსმ III, 2004 წ., №60, მუხ. 516) პირველი პუნქტით დამტკიცებული კომისიის შემადგენლობაში შეყვანილ იქნეს გიორგი არსენიშვილი – საქართველოს პარლამენტის წევრი, და ბრძანებულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. შეიქმნას შეწყალების საკითხთა კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ელენე თევდორაძე – რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე
გიორგი არსენიშვილი – საქართველოს პარლამენტის წევრი
დავით აფრასიძე – მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის თავმჯდო-მარე
ჩიორა თაქთაქიშვილი – საქართველოს პარლამენტის წევრი
ლაშა ბუღაძე – დრამატურგი
რომან მარსაგიშვილი – საქართველოს პარლამენტის წევრი
ნინო კალანდაძე – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე
მურთაზ ზოდელავა – საქართველოს პარლამენტის წევრი
მარიკა ვერულაშვილი – საქართველოს პარლამენტის წევრი
ზურაბ კიკნაძე – ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, ფილოლოგი
ნიკოლოზ რურუა – საქართველოს პარლამენტის წევრი
მამუკა ფაჩუაშვილი – გაზეთ „24 საათის“ მთავარი რედაქტორი
ბეჟან ხურციძე – საქართველოს პარლამენტის წევრი
გივი შაჰნაზარი – მწერალი
აკაკი მინაშვილი – საქართველოს პარლამენტის წევრი
გიორგი ცაგარეიშვილი – საქართველოს პარლამენტის წევრი.“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „შეწყალების საკითხთა კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 10 ივნისის №212 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 28.10.2008.
- როდის იქნა მიღებული „შეწყალების საკითხთა კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 10 ივნისის №212 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე“?
- „შეწყალების საკითხთა კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 10 ივნისის №212 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 28.10.2008. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №514. სარეგისტრაციო კოდი — 010.220.020.08.002.004..
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „შეწყალების საკითხთა კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 10 ივნისის №212 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „შეწყალების საკითხთა კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 10 ივნისის №212 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.10.2008 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „შეწყალების საკითხთა კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 10 ივნისის №212 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე“, №514, 28.10.2008, სარეგისტრაციო კოდი 010.220.020.08.002.004. (კონსოლიდირებული რედაქცია 28.10.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/103840/