სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიების გაცემის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების
სააგენტოს უფროსის
ბრძანება №661/ო
2010 წლის 2 სექტემბერი
ქ. თბილისი
სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიების გაცემის შესახებ
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 და მე-10 მუხლების და “სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 1 სექტემბრის №153 დადგენილების შესაბამისად,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. გაიცეს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზია შემდეგ დაწესებულებებზე:
| № | დასახელება | მისამართი | ლიცენზირებული საქმიანობა | საფუძველი |
| 1 | შპს “პი-ეს დენტალი” | ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზირი №37 | რენტგენოლოგიური დიაგნოსტიკის ლიცენზია | ზეპირი მოსმენის ოქმი №57 02.09.2010წ. ადგილზე დათვალიერების ოქმი №671, 02.09.2010წ. |
| 2 | ინდივიდუალური მეწარმე მაია ეგაძე | ქ. თბილისი, ბახტრიონის ქ. №22ა | რენტგენოლოგიური დიაგნოსტიკის ლიცენზია | ზეპირი მოსმენის ოქმი №57 02.09.2010წ. ადგილზე დათვალიერების ოქმი №672, 02.09.2010წ. |
| 3 | სპს „კამკამიძე და პარტნიორები” | ქ. თბილისი, ნუცუბიძის ქ. №8 | ბავშვთა ინფექციურ სნეულებათა ამბულატორიული მკურნალობის სპეციალური ლიცენზია; მოზრდილთა ინფექციურ სნეულებათა ამბულატორიული მკურნალობის სპეციალური ლიცენზია | ზეპირი მოსმენის ოქმი №57 02.09.2010წ. ადგილზე დათვალიერების ოქმი №673, 02.09.2010წ. |
| 4 | შპს„ზიბექს” | ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი, II კვარტალი, 28 ბ კორპუსის მიმდებარედ | რენტგენოლოგიური დიაგნოსტიკის ლიცენზია | ზეპირი მოსმენის ოქმი №57 02.09.2010წ. ადგილზე დათვალიერების ოქმი №674, 02.09.2010წ. |
2. ბრძანება ძალაში შედის ხელის მოწერისთანავე.
3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში ან სასამართლოში ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.
სააგენტოს უფროსის
მოვალეობის შემსრულებელი თ. პირველაშვილი