„მასწავლებელთა სერტიფიცირების დებულებისა და მასწავლებლის სერტიფიკატის ნიმუშის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 4 დეკემბრის №1101 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №103/ნ
2010 წლის 5 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„მასწავლებელთა სერტიფიცირების დებულებისა და მასწავლებლის სერტიფიკატის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 4 დეკემბრის №1101 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. „მასწავლებელთა სერტიფიცირების დებულებისა და მასწავლებლის სერტიფიკატის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 4 დეკემბრის №1101 ბრძანებით (სსმ III, 04.12.2009, №149, მუხ. 1764) დამტკიცებულ „მასწავლებელთა სერტიფიცირების დებულებაში“ შევიდეს შემდეგი ცვლილებები:
ა) მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ცენტრი გამოცდების ეროვნულ ცენტრს არა უგვიანეს ყოველი წლის პირველი მაისისა წარუდგენს მასწავლებლობის კანდიდატების საბოლოო სიას.“
ბ) მე-10 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სასერტიფიკაციო გამოცდა ტარდება წელიწადში ერთხელ, შესაბამისი წლის ივლისში. სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარების თარიღი ცხადდება ამ დებულების მე-9 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მასწავლებლობის კანდიდატების საბოლოო სიის გამოცდების ეროვნული ცენტრისათვის წარდგენიდან არა უმეტეს ორი კვირის ვადაში.“.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. შაშკინი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „მასწავლებელთა სერტიფიცირების დებულებისა და მასწავლებლის სერტიფიკატის ნიმუშის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 4 დეკემბრის №1101 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 05.10.2010.
- როდის იქნა მიღებული „მასწავლებელთა სერტიფიცირების დებულებისა და მასწავლებლის სერტიფიკატის ნიმუშის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 4 დეკემბრის №1101 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- „მასწავლებელთა სერტიფიცირების დებულებისა და მასწავლებლის სერტიფიკატის ნიმუშის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 4 დეკემბრის №1101 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 05.10.2010. მიმღები ორგანო — საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №103/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 430210000.22.022.016018.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „მასწავლებელთა სერტიფიცირების დებულებისა და მასწავლებლის სერტიფიკატის ნიმუშის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 4 დეკემბრის №1101 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „მასწავლებელთა სერტიფიცირების დებულებისა და მასწავლებლის სერტიფიკატის ნიმუშის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 4 დეკემბრის №1101 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 05.10.2010 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „მასწავლებელთა სერტიფიცირების დებულებისა და მასწავლებლის სერტიფიკატის ნიმუშის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 4 დეკემბრის №1101 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №103/ნ, 05.10.2010, სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.016018 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.10.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1038798/