⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (16.01.2014)
გაუქმებულია:

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 07.11.2008
ძალის დაკარგვა 16.01.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №541
სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.08.002.004
გამოქვეყნების წყარო სსმ, 161, 07/11/2008
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 4,916 სიტყვა · ~25 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
07.11.2008 მიღება
16.01.2014 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; } p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; } p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} span.msoIns { text-decoration:underline; color:teal;} span.msoDel { text-decoration:line-through; color:red;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in .75in 1.0in 63.0pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.08.002.004 საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №541 2008 წლის 7 ნოემბერი ქ. თბილისი საქართველოს I ზოგადი დებულებანი     მუხლი 1🔗 1. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო (შემდეგში – სამინისტრო) არის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება, რომელიც მინდობილ სფეროში სახელმწიფო მმართველობის უზრუნველსაყოფად ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს. 2. თავისი ამოცანების განხორციელებისას სამინისტრო წარმოადგენს სახელმწიფოს. 3. სამინისტრო ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ, აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის, მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს. 4. სამინისტროს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, 0146, რუსთაველის გამზირი №30.     მუხლი 2🔗 1. სამინისტროს დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი. სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანგარიშვალდებულია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენებისთვის. 2. სამინისტროს აქვს დასრულებული ბალანსი, ანგარიში ხაზინაში და ხარჯთა ნუსხა. 3. სამინისტროს აქვს ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით. 4. სამინისტროს მიერ სახელმწიფო დროშის გამოყენების წესი დადგენილია კანონმდებლობით. 5. სახელმწიფო გერბის გამოსახულება გამოიყენება სამინისტროს ბლანკებსა და სამინისტროს შესასვლელების აბრებზე, აგრეთვე სამინისტროს სისტემაში შემავალ დაწესებულებათა ბლანკებსა და შესასვლელების აბრებზე. 6. სამინისტროს შეიძლება ჰქონდეს ემბლემა. სამინისტროს ემბლემა შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამინისტროს თანამდებობის პირთა და მოხელეთა სავიზიტო ბარათებზე, სამინისტროს ბეჭდვით გამოცემებსა და სუვენირებზე. თავი II სამინისტროს მმართველობის სფერო, ძირითადი ამოცანები და კომპეტენცია     მუხლი 3🔗 სამინისტროს მმართველობის სფეროსა და ძირითად ამოცანებს განეკუთვნება: ა) სამართალშემოქმედება და ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა; ბ) ნორმატიული აქტების სისტემატიზაცია და სახელმწიფო რეგისტრაცია; გ) სამართლებრივი ინფორმატიზაციისა და იურიდიული განათლების საკითხთა გადაწყვეტაში მონაწილეობის მიღება; დ) საქართველოს კანონთა წიგნისა და ოფიციალური ბეჭდვითი ორგანოს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ გამოცემის უზრუნველყოფა; ე) კანონით დადგენილ შემთხვევებში და წესით ნორმატიული აქტების მოქმედების შეჩერების ან გაუქმების მოთხოვნა; ვ) სახელმწიფო ვალის აღებასთან, კრედიტებზე სახელმწიფო გარანტიების გაცემასთან დაკავშირებული ხელშეკრულებების, აგრეთვე იმ ადმინისტრაციული ხელშეკრულებების სამართლებრივი ექსპერტიზა საქართველოს კანონმდებლობასთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით, რომელთა ღირებულება აღემატება მილიონ ლარს ან/და რომლებიც ითვალისწინებენ მხარეთა შორის დავის გადაწყვეტას არბიტრაჟის ან უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ; ზ) საწარმოთა მიერ, რომელთა აქციათა საკონტროლო პაკეტს ან წილის 50 პროცენტზე მეტს ფლობს სახელმწიფო, დასადებ იმ ხელშეკრულებათა პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა საქართველოს კანონმდებლობასათან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით, რომლებიც ითვალისწინებენ მხარეთა შორის დავის გადაწყვეტას არბიტრაჟის ან უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ; თ) სახელმწიფო ვალის აღების და კრედიტებზე სახელმწიფო გარანტიების გაცემის შესახებ ხელშეკრულებათა, აგრეთვე საერთაშორისო საგრანტო ხელშეკრულებათა დადებასთან დაკავშირებული პროცედურების საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შესრულების დადასტურება (იურიდიული დასაბუთება); ი) არბიტრაჟებში ან უცხო ქვეყნის სასამართლოში სახელმწიფო წარმომადგენლობა ან/და სახელმწიფო წარმომადგენლობის უზრუნველყოფის კოორდინაცია; კ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უცხო სახელმწიფოში გასაგზავნად საქართველოში გაცემული, სანოტარო წესით დამოწმებული ან დადასტურებული დოკუმენტების გაფორმება-ლეგალიზაცია ან კანონმდებლობით დადგენილი წესით ოფიციალური დოკუმენტების აპოსტილით დამოწმება; ლ) ჰააგის კერძო სამართლის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში მოქმედი შეთანხმებებითა და ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების უზრუნველყოფა; მ) საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია; ნ) ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა დაცვის სხვა საერთაშორისო ორგანოებში სახელმწიფოს წარმომადგენლის ფუნქციის შესრულება, ამ სფეროში სახელმწიფო დაწესებულებათა საქმიანობის კოორდინაცია. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან თანამშრომლობის კოორდინაცია; ო) საზღვარგარეთის სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან სამართლებრივი თანამშრომლობის პოლიტიკის შემუშავება და წარმართვა; პ) კანონით დადგენილ ფარგლებში საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა შესრულების უზრუნველყოფა; ჟ) სასამართლოს გადაწყვეტილებებისა და კანონით აღსრულებას დაქვემდებარებული სხვა აქტების აღსრულების უზრუნველყოფა; რ) მოქალაქეობისა და მიგრაციის საკითხთა განხილვა-გადაწყვეტა; ს) სამოქალაქო აქტების რეგისტრაცია, საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა პირადობის დადასტურება, საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემა და ამ სფეროში კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების განხორციელება; ტ) კანონმდებლობის შესაბამისად ნოტარიატის საქმიანობის სახელმწიფო რეგულირება; უ) კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში იურიდიულ პირთა სახელმწიფო რეგისტრაცია; ფ) სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ორგანიზება; ქ) სახელმწიფო საარქივო საქმიანობის განხორციელება; ღ) კანონით განსაზღვრული სახელმწიფო რეესტრის წარმოება; ყ) თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების წარდგენისა და მათი საჯაროობის უზრუნველყოფა; შ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სასჯელის აღსრულების განხორციელების ორგანიზება და სასჯელაღსრულების ორგანოთა მართვა, მათი მატერიალურ-ტექნიკური და სამართლებრივი უზრუნველყოფა; ჩ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა სწავლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველყოფა; ც) კანონმდებლობის შესაბამისად იურიდიული დახმარების უზრუნველყოფა; ძ) სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება; წ) სისხლისსამართლებრივი დევნის უზრუნველსაყოფად წინასწარი გამოძიების სტადიაზე საპროცესო ხელმძღვანელობა; ჭ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში სრული მოცულობით წინასწარი გამოძიების ჩატარება; ხ) ოპერატიულ-სამძებრო ორგანოების საქმიანობისას კანონის ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებაზე ზედამხედველობა; ჯ) თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებების დარღვევის ფაქტების შემოწმება და საპროცესო მოვალეობების განხორციელება დაკავების, წინასწარი პატიმრობის, თავისუფლების აღკვეთის ადგილებსა და სხვა დაწესებულებებში, რომლებიც აღასრულებენ სასჯელს ან სასამართლოს მიერ დანიშნულ სხვა იძულებითი ხასიათის ღონისძიებებს; ჰ) სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის განხილვისას მხარის სტატუსით მონაწილეობა და სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა; ჰ​1 ) დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინაცია; ჰ​2 ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელება; ჰ​3 ) რეკეტული დაჯგუფების, რეკეტირის, თანამდებობის პირის, ქურდული სამყაროს წევრის, ადამიანით მოვაჭრის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის, აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებული პირის უკანონო და დაუსაბუთებელი ქონებისა და რეკეტული ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემის თაობაზე სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეებში სახელმწიფოს სახელით, როგორც მოსარჩელე, მონაწილეობა; ჰ​4 ) საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული სხვა ამოცანების გადაწყვეტა.     მუხლი 4🔗. სამინისტროს უფლებამოსილებებს განეკუთვნება: ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება; ბ) სამთავრობო დაწესებულებებისა და სხვა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მიერ მომზადებული ნორმატიული აქტების პროექტების, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების (თანამდებობის პირების) მიერ მიღებული (გამოცემული) ნორმატიული აქტების ექსპერტიზა; გ) სამართლებრივი აქტების სისტემატიზაცია, ნორმატიული აქტების საკონტროლო ეგზემპლარების წარმოება ნაბეჭდი და მაგნიტური მატარებლების სახით; დ) სამართლებრივი ინფორმატიზაციის პროგრამის მომზადება, ერთიანი სისტემის ფორმირების უზრუნველყოფა, კანონმდებლობის ერთიანი დარგობრივი კლასიფიკატორისა და სამართლებრივი კოდირების სისტემის განვითარება და სრულყოფა; ე) ნორმატიული აქტების მოქმედების შეჩერების ან გაუქმებისათვის უფლებამოსილი ორგანოებისადმი (თანამდებობის პირებისადმი) მიმართვა ნორმატიული აქტების მოქმედების შეჩერების ან გაუქმების მოთხოვნით; ვ) საქართველოს ოფიციალური ბეჭდვითი ორგანოს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“, საქართველოს კანონთა წიგნის, ნორმატიული აქტების ოფიციალური ტექსტების გამოცემა; ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ქართული სამართლის საერთაშორისო სამართლის სტანდარტებთან, ევროპულ სამართალთან დაახლოებისა და ჰარმონიზაციის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება, ამ სფეროში კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების სახელმწიფო პროგრამების შესრულების კოორდინაცია; თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოსათვის უცხოეთის სახელმწიფოთა მიერ გაწეული სამართლებრივი დახმარების კოორდინაცია და ორგანიზება; ი) სახელმწიფო ვალის აღებასთან და კრედიტებზე სახელმწიფო გარანტიების გაცემასთან დაკავშირებით დასადებ ხელშეკრულებათა, მათ შორის საერთაშორისო ხელშეკრულებათა, სამართლებრივი ექსპერტიზა და სამართლებრივი დასკვნის გაცემა ხელშეკრულების დადების მიზანშეწონილობის თაობაზე; კ) ადმინისტრაციული ხასიათის საგრანტო ხელშეკრულებათა პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა საქართველოს კანონმდებლობასთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით; ლ) სასესხო და სხვა ხასიათის იმ ადმინისტრაციულ ხელშეკრულებათა პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა საქართველოს კანონმდებლობასთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით, რომელთა ღირებულება აღემატება ერთ მილიონ ლარს ან/და რომლებიც ითვალისწინებენ მხარეთა შორის დავის გადაწყვეტას არბიტრაჟის ან უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ; მ) საწარმოთა მიერ, რომელთა აქციათა საკონტროლო პაკეტს ან წილის 50 პროცენტზე მეტს ფლობს სახელმწიფო, დასადებ იმ ხელშეკრულებათა პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა საქართველოს კანონმდებლობასათან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით, რომლებიც ითვალისწინებს მხარეთა შორის დავის გადაწყვეტას არბიტრაჟის ან უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ; ნ) სახელმწიფო ვალის აღებასთან და კრედიტებზე სახელმწიფო გარანტიების გაცემასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებათა, აგრეთვე საერთაშორისო საგრანტო ხელშეკრულებათა დადებასთან დაკავშირებული პროცედურების საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შესრულების დადასტურება (იურიდიული დასაბუთება) და შესაბამისი დასკვნის გაცემა; ო) არბიტრაჟებში ან უცხო ქვეყნის სასამართლოში სახელმწიფო წარმომადგენლობა ან/და სახელმწიფო წარმომადგენლობის უზრუნველყოფის კოორდინაცია; პ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უცხო სახელმწიფოში გასაგზავნად საქართველოში გაცემული, სანოტარო წესით დამოწმებული ან დადასტურებული დოკუმენტების გაფორმება-ლეგალიზაცია; ჟ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ოფიციალური დოკუმენტების აპოსტილით დამოწმება; რ) ჰააგის კერძო სამართლის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში მოქმედი შეთანხმებებითა და ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების უზრუნველყოფა; ს) სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულებათა მომზადება, დადება და მათი შესრულების ორგანიზება; ტ) ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა დაცვის სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში სახელმწიფო წარმომადგენლობის უზრუნველყოფა; სახელმწიფო დაწესებულებებიდან და სხვა ორგანოებიდან სათანადო ინფორმაციის, მასალის, საქმეების, დოკუმენტაციის გამოთხოვა, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში სახელმწიფოს სახელით წარსადგენი დოკუმენტაციის მომზადება, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ საქართველოს წინააღმდეგ გამოტანილ გადაწყვეტილებათა აღსრულების მიზნით წინადადებების შემუშავება და მათი განხორციელების ხელშეწყობა; უ) სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან თანამშრომლობის კოორდინაცია, ამ მიზნით შექმნილი საუწყებათაშორისო კომისიების ხელმძღვანელობა და მათი საქმიანობის წარმართვა, სამთავრობო და სხვა ორგანოებიდან სათანადო ინფორმაციის, მასალის, საქმეების, დოკუმენტაციის გამოთხოვა, სახელმწიფოს სახელით დასკვნებისა და სხვა დოკუმენტაციის მომზადება და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში წარდგენა; ფ) სასამართლოს გადაწყვეტილებებისა და კანონის შესაბამისად აღსრულებას დაქვემდებარებული სხვა აქტების აღსრულების განხორციელება; ქ) საზღვარგარეთის ქვეყნების უფლებამოსილი ორგანოების სამართლებრივი დახმარების შესახებ შუამდგომლობის შესრულება, კანონმდებლობით დადგენილი წესით მსჯავრდებულთა გადაცემისა და ექსტრადიციის საკითხთა გადაწყვეტა; ღ) საქართველოს მოქალაქეობის დადგენის საკითხთა განხილვა-გადაწყვეტა; ყ) საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების, აღდგენისა და შეწყვეტის საკითხთა განხილვა; შ) ბინადრობის ნებართვის მინიჭებისა და უცხოელთა საქართველოდან გაძევების საკითხთა განხილვა-გადაწყვეტა; ჩ) ემიგრაციის საკითხთა განხილვა-გადაწყვეტა; ც) ნოტარიუსებისა და ნოტარიუსთა პალატის საქმიანობის ზედამხედველობა; ძ) მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებებისა (პარტიების) და შემოქმედებითი კავშირების სახელმწიფო რეგისტრაცია, რეგისტრირებული ორგანიზაციების საქმიანობის კონტროლი კანონით დადგენილი წესითა და შემთხვევებში; „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით სამინისტროსათვის დაკისრებული შესაბამისი ფუნქციების განხორციელების უზრუნველყოფა; წ) ეროვნული საარქივო ფონდის შექმნა და შევსება; ჭ) ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების დაცვა, კონსერვაცია და რესტავრაცია; ხ) ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების ცენტრალიზებული აღრიცხვა, აღწერა, აგრეთვე მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა კანონით დადგენილ ფარგლებში; ჯ) სამოქალაქო რეესტრის წარმოების უზრუნველყოფა; ჰ) მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრის წარმოება; ჰ​1 ) მაკონტროლებელ ორგანოთა სახელმწიფო რეესტრის წარმოება; ჰ​2 ) ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრის წარმოება; ჰ​3 ) საჯარო რეესტრისა და მიწის ერთიანი კადასტრის წარმოების უზრუნველყოფა; ჰ​4 ) საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა პირადობის დადასტურება, საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემა, ამ სფეროში კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საქმიანობის განხორციელება და კანონმდებლობის შესრულების ზედამხედველობა; ჰ​5 ) სამოქალაქო აქტების რეგისტრაცია; ჰ​6 ) თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების ჩაბარების პროცესის ორგანიზება კანონის მოთხოვნების შესაბამისად; ჰ​7 ) თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საჯაროობის უზრუნველყოფა; ჰ​8 ) სასჯელაღსრულების დაწესებულებათა და მსჯავრდებულთა დაცვა, მსჯავრდებულ პირთა მიმართ სასამართლოს მიერ დადგენილი სასჯელის აღსრულება, კანონით გათვალისწინებული წესით მსჯავრდებულთა და პატიმართა უფლებების დაცვის უზრუნველყოფა; ჰ​9 ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სასჯელაღსრულების დაწესებულებებში დანაშაულის, აგრეთვე სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლის მიერ სამსახურის შესრულების დადგენილი წესის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის მზადების სტადიაში აცილება, მომხდარი დანაშაულის აღკვეთა და გამოვლენა; სხვა უფლებამოსილ ორგანოებთან მათი კომპეტენციის ფარგლებში ურთიერთქმედება იმ დანაშაულთა გამოვლენაში, რომლებიც მსჯავრდებულებმა ჩაიდინეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებამდე; კანონით დადგენილი წესით ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელება; ჰ​10 ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში აღმასრულებლის მიერ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის აღკვეთა და გამოვლენა; ჰ​11 ) კანონით დადგენილი წესით უცხოელი ადვოკატების განცხადებათა განხილვა საქართველოს სასამართლოებში დამცველად ან მხარეთა წარმომადგენლად დაშვების შესახებ; ჰ​12 ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულებებისა და ტერიტორიული ორგანოების საშტატო ნუსხების დამტკიცება და საქმიანობის გეგმების შემუშავება, მათთვის საჭირო ფულადი და სხვა სახსრების გაცემის უზრუნველყოფა; ჰ​13 ) სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და ტერიტორიული ორგანოების მოხელეთა სწავლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველყოფა; ჰ​14 ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ორგანიზება, ამ სფეროში სამეცნიერო და მეთოდური მუშაობის განხორციელება; ჰ​15 ) სისხლისსამართლებრივი დევნა, სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების უზრუნველსაყოფად წინასწარი გამოძიების სტადიაზე საპროცესო ხელმძღვანელობა; ჰ​16 ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში სრული მოცულობით წინასწარი გამოძიებისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელება; ჰ​17 ) ოპერატიულ-სამძებრო ორგანოების საქმიანობისას კანონის ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებაზე ზედამხედველობა; ჰ​18 ) თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებების დარღვევის ფაქტების შემოწმება და საპროცესო მოვალეობების განხორციელება დაკავების, წინასწარი პატიმრობის, თავისუფლების აღკვეთის ადგილებსა და სხვა დაწესებულებებში, რომლებიც აღასრულებენ სასჯელს ან სასამართლოს მიერ დანიშნულ სხვა იძულებითი ხასიათის ღონისძიებებს; ჰ​19 ) სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის განხილვისას მხარის სტატუსით მონაწილეობა და სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა; ჰ​20 ) დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინაცია; ჰ​21 ) რეკეტული დაჯგუფების, რეკეტირის, თანამდებობის პირის, ქურდული სამყაროს წევრის, ადამიანით მოვაჭრის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის, აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის «გ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებული პირის უკანონო და დაუსაბუთებელი ქონებისა და რეკეტული ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემის თაობაზე სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეებში სახელმწიფოს სახელით, როგორც მოსარჩელე, მონაწილეობა; ჰ​22 ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება. თავი III სამინისტროს ხელმძღვანელობა და პერსონალი     მუხლი 5🔗 1. სამინისტროს ხელმძღვანელობს საქართველოს იუსტიციის მინისტრი (შემდეგში _ მინისტრი), რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის თანხმობით თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. მინისტრს თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 2. მინისტრი: ა) ხელმძღვანელობს სამინისტროს, წარმართავს მის საქმიანობას და წყვეტს სამინისტროს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს; ბ) წარმოადგენს სამინისტროს და ანიჭებს სამინისტროს წარმომადგენლობას, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი; გ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების, მთავრობის დადგენილებებისა და განკარგულებების შესრულებისათვის სამინისტროს გამგებლობას მიკუთვნებულ სფეროში; დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით თვალყურს ადევნებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და ტერიტორიული ორგანოების მიერ მოვალეობათა შესრულების მიმდინარეობას და ახორციელებს სამინისტროს მოსამსახურეთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას; ე) საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს პირველი მოადგილისა და მოადგილეების კანდიდატურებს და განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებას; ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ მოსამსახურეებს, ტერიტორიულ ორგანოთა მოსამსახურეებს, მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის მოსამსახურეებს, პროკურატურის მუშაკებს, კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოსამსახურეებს; ზ) შესაბამის საკონკურსო-საატესტაციო კომისიასთან შეთანხმებით ადგენს საკონკურსო და საატესტაციო მოთხოვნებს სამინისტროს მოხელეებისადმი; თ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ნოტარიუსებს და კანონის შესაბამისად ახორციელებს მათი საქმიანობის ზედამხედველობას; ი) დადგენილი წესით საქართველოს მთავრობასა და საქართველოს პრეზიდენტს განსახილველად წარუდგენს ნორმატიული აქტების პროექტებს; კ) საქართველოს კონსტიტუციითა და კანონით დადგენილ შემთხვევებში, კანონის საფუძველზე და მის შესასრულებლად გამოსცემს ნორმატიულ და ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს _ ბრძანებებს, ინსტრუქციებსა და მითითებებს; ლ) იღებს გადაწყვეტილებას უცხოელთა საქართველოდან გაძევების საკითხზე; მ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში ანიჭებს მოხელეებს სახელმწიფო სპეციალურ წოდებებს; ნ) დადგენილი წესით მოხელეებს წარადგენს საპატიო წოდებებისა და სახელმწიფო ჯილდოების მისანიჭებლად; ო) სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისად კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხარჯთა ნუსხებს, აკონტროლებს მათ შესრულებას და აუცილებლობის შემთხვევაში იძლევა მითითებებს საბიუჯეტო სახსრების გამოყენების შესახებ; პ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების დებულებებს, ადგენს მათ სტრუქტურასა და საქმისწარმოების წესს; ჟ) ამტკიცებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს; რ) უფლებამოსილია სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული სხვადასხვა საკითხის მოსამზადებლად შექმნას სათათბირო ორგანოები _ კომისიები და საბჭოები, განსაზღვროს მათი ამოცანები, მათ მიერ დასკვნებისა და წინადადებების მომზადების წესი; ს) წყვეტს სამართლებრივ დავას სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებს, ტერიტორიულ ორგანოებს, აგრეთვე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს შორის; ტ) დადგენილი წესით შეაქვს წინადადებები გადაწყვეტილებათა მისაღებად იმ საკითხებზე, რომლებიც განეკუთვნება სამინისტროს გამგებლობის სფეროს; უ) საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს სამინისტროს საქმიანობის ანგარიშს; ფ) პასუხს აგებს შესაბამისი სახელმწიფო ქონების დაცვისა და მიზნობრივი გამოყენებისათვის და ორგანიზებას უწევს ამ საქმიანობას კანონმდებლობით დადგენილი წესით; ქ) კანონით დადგენილი წესით უწევს სამსახურებრივ ზედამხედველობას (სახელმწიფო კონტროლს) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების, სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობას, სამინისტროს თანამდებობის პირებისა და მოხელეების აქტებსა და მოქმედებებს; ღ) ძალადაკარგულად ცნობს პირველი მოადგილის, მოადგილეებისა და სამინისტროს სხვა თანამდებობის პირების აქტებსა და მოქმედებებს, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, სხვა კანონებს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებსა და განკარგულებებს, საქართველოს მთავრობის დადგენილებებსა და განკარგულებებს, აგრეთვე მინისტრის ბრძანებებს; ყ) კანონით დადგენილი წესით აჩერებს სამინისტროს თანამდებობის პირთა და მოხელეთა მიერ გამოცემული აქტის აღსრულებას ან მოქმედების შესრულებას, გასცემს შესასრულებლად სავალდებულო მითითებებს აქტის შეცვლის, მოქმედებაში ნაკლოვანებათა აღმოფხვრის ან ახალი მოქმედების შესრულების შესახებ; შ) კანონით დადგენილი წესით ძალადაკარგულად ცნობს სამინისტროს თანამდებობის პირთა აქტებსა და მოქმედებებს მათი მიზანშეუწონლობის მოტივით; ჩ) მონაწილეობს მთავრობის სხდომებში; ც) ამტკიცებს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესს; ძ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ქმნის და აუქმებს პროკურატურის ორგანოებს, განსაზღვრავს მათ სამოქმედო ტერიტორიას და ადგენს სტრუქტურულ ერთეულთა კომპეტენციას; წ) კანონით დადგენილი წესით ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის წევრის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისა და წევრის, საქართველოს მთავრობის წევრის, საქართველოს სახალხო დამცველის, საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საბჭოს წევრის, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და დესპანის, პროკურორის, პროკურატურის გამომძიებლის, პროკურატურის მრჩევლის, თანამდებობაზე მყოფი უმაღლესი სამხედრო ან უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე ოფიცრის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენისას; ჭ) ამტკიცებს სისხლის სამართლის პოლიტიკის სახელმძღვანელო პრინციპებს; ხ) მთავარი პროკურორის წარდგინებით შეიმუშავებს წინადადებებს პროკურატურის დაფინანსებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის შესახებ; ჯ) წარმოადგენს პროკურატურას საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს ორგანოებში, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა სახელმწიფოების სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობებში; ჰ) აუქმებს ქვემდგომი პროკურორების მიერ გამოცემულ კანონსაწინააღმდეგო ბრძანებებს, ინსტრუქციებსა და მითითებებს; ჰ​1 ) წყვეტს მთავარი პროკურორის, ასევე მთავარი პროკურორის წარდგინებით მთავარი პროკურორის მოადგილეების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორების, ქ. თბილისის და საოლქო პროკურორების მიმართ დისციპლინური სახდელის გამოყენების საკითხებს; ჰ​2 ) ამტკიცებს პროკურატურის მუშაკთა ეთიკის კოდექსს; ჰ​3 ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. მინისტრის უფლებამოსილება წყდება საქართველოს კონსტიტუციითა და კანონით დადგენილი წესით.     მუხლი 6🔗 1. მინისტრს ჰყავს პირველი მოადგილე და ოთხი მოადგილე, რომელთა უფლებამოსილებები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით, თუ კანონითა და მთავრობის აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი. 2. მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს მინისტრის წარდგინებით, საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 3. მინისტრის უფლებამოსილების შეწყვეტისას მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს უფლებამოსილება შეუწყდებათ მთავრობის ახალი შემადგენლობის ან მინისტრის დანიშვნისთანავე. 4. მინისტრის პირველი მოადგილე ხელმძღვანელობს სამინისტროს იმ სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას, რომლებიც მინისტრის ბრძანებით მის დაქვემდებარებაშია გადაცემული. მინისტრის პირველი მოადგილე ხელმძღვანელობს სამინისტროს საქმიანობას და კოორდინაციას უწევს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, ტერიტორიული ორგანოებისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას მინისტრის არყოფნისას. 5. მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე მინისტრის დავალებით ახორციელებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციას.     მუხლი 7🔗 1. სამინისტროს თანამდებობის პირები არიან: ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და მათი შიდა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები; ბ) სამინისტროს დაქვემდებარებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები; გ) სამინისტროს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები. 2. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი უშუალოდ ემორჩილება მინისტრს, მინისტრის პირველ მოადგილეს ან მინისტრის მოადგილეს. 3. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი: ა) ანაწილებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს; ბ) თვალყურს ადევნებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებას; გ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს; დ) ანგარიშვალდებულია სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის მუშაობისათვის; ე) წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს თავისი მოვალეობების შესრულებისას და სტრუქტურული ქვედანაყოფის სახელით წარუდგენს დასკვნებს მინისტრის მოადგილეს, რომელიც მინისტრის ბრძანების შესაბამისად ხელმძღვანელობს ამ სტრუქტურულ ქვედანაყოფს; ვ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზების, სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ზ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ამოცანათა შესასრულებლად; თ) შუამდგომლობს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ; ი) ასრულებს ამ დებულებით, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულებით, მინისტრის ან/და უშუალო ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრულ ამოცანებს.     მუხლი 8🔗 1. სამინისტროს საშტატო შემადგენლობაში არიან: ა) მინისტრის მრჩევლები; ბ) მინისტრის (მინისტრის მოადგილეების) თანაშემწეები; გ) სამინისტროს მრჩევლები; დ) სამინისტროს სპეციალისტები. 2. მინისტრის მრჩევლები და თანაშემწეები უშუალოდ ემორჩილებიან მინისტრს. მათ თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. მინისტრის მრჩეველი და თანაშემწე თანამდებობაზე ინიშნებიან მინისტრის უფლებამოსილების ვადით. 3. მინისტრის მოადგილის თანაშემწეს მინისტრის მოადგილის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. მინისტრის მოადგილის თანაშემწე უშუალოდ ემორჩილება მინისტრის მოადგილეს. მინისტრის მოადგილის თანაშემწე თანამდებობაზე ინიშნება მინისტრის მოადგილის უფლებამოსილების ვადით. 4. სამინისტროს მრჩევლებს და სამინისტროს სპეციალისტებს თანამდებობაზე ნიშნავს მინისტრი კანონით დადგენილი წესით. 5. სამინისტროს მრჩევლების და სამინისტროს სპეციალისტების მოვალეობანი და ქვემდებარეობა განისაზღვრება სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი. თავი IV სამინისტროს სისტემა     მუხლი 9🔗 სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებია: ა) საქართველოს პროკურატურა; ბ) არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახური; გ) სასჯელაღსრულების დეპარტამენტი.     მუხლი 10🔗 სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებია: ა) საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი; ბ) ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო; გ) „საქართველოს კანონთა წიგნისა და საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ რედაქცია; დ) საქართველოს ნოტარიუსთა პალატა; ე) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; ვ) თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიურო; ზ) იურიდიული დახმარების სამსახური; თ) სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრი; ი) სამოქალაქო რეესტრის სააგენტო; კ) საქართველოს ეროვნული არქივი; ლ) აღსრულების ეროვნული ბიურო.     მუხლი 11🔗 სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) ადმინისტრაცია (დეპარტამენტი); ბ) ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტი; გ) ანალიტიკური დეპარტამენტი; დ) გენერალური ინსპექცია; ე) ეკონომიკური დეპარტამენტი; ვ) იურიდიული დეპარტამენტი; ზ) ნორმატიული აქტების სისტემატიზაციისა და ადგილობრივ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტი; თ) საერთაშორისო კერძო სამართლის დეპარტამენტი; ი) საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტი; კ) საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტი; ლ) სამართალშემოქმედების დეპარტამენტი; მ) სამოქალაქო საკითხთა დეპარტამენტი.     მუხლი 12🔗 სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებია: ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტი; ბ) სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოები _ სახელმწიფო რეგისტრაციის სამსახურები. თავი V სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი     მუხლი 13🔗 1. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის კომპეტენცია და სტრუქტურა განისაზღვრება ამ დებულებით, ასევე სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი. 2. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი შეიძლება დაიყოს შიდა სტრუქტურულ ერთეულებად, რომელთა სახელწოდება და კომპეტენცია განისაზღვრება სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულებით.     მუხლი 14🔗 ადმინისტრაცის ძირითადი ამოცანებია: ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მინისტრისათვის ორგანიზაციულ-ტექნიკური და საინფორმაციო მომსახურების გაწევა; ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებასთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციასთან, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან; გ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობა, საზოგადოების ინფორმირება სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის განხორციელების თაობაზე; დ) სამინისტროში დოკუმენტბრუნვის მოწესრიგება; ე) თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით ინფორმაციის დასამუშავებლად საჭირო პირობების შექმნა; ვ) სამინისტროს საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით საქმისწარმოების ერთიანი წესების დამკვიდრება; ზ) საქმისწარმოების საკითხებზე ნორმატიული და მეთოდური დოკუმენტების შემუშავება და დანერგვა; თ) სამინისტროს მიერ მიღებულ საკონტროლო დავალებათა შესრულების კონტროლის უზრუნველყოფა; ი) სამინისტროს საქმიანობაში თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვის გზით სამინისტროს გამართული ფუნქციონირების ხელშეწყობა.     მუხლი 15🔗. ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის ამოცანებია: ა) ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის უზრუნველყოფა და მასთან დაკავშირებულ საკითხთა გადაწყვეტის ორგანიზება; ბ) სახელმწიფო დაწესებულებებიდან და სხვა ორგანოებიდან მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე ინფორმაციის, მასალის, საქმეების, დასკვნებისა და სხვა დოკუმენტაციის დროულად მიღების ორგანიზება და დამუშავება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფოს სახელით წარსადგენი დოკუმენტაციის მომზადების მიზნით; გ) ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოების მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულებისათვის წინადადებათა შემუშავება და მათი განხორციელების ხელშეწყობა; დ) ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოების მიერ საგამოძიებო მოქმედებათა განხორციელების ხელშეწყობის უზრუნველყოფა; ე) ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლებრივ აქტებთან, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებებთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით წინადადებათა შემუშავება და წარდგენა; საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების ექსპერტიზა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით; ვ) ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის, ადამიანის უფლებათა სხვა საერთაშორისო სამართლებრივი აქტებისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოების პრეცედენტული სამართლის პოპულარიზაცია.     მუხლი 16🔗 ანალიტიკური დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: ა) სამინისტროს სისტემაში სტატისტიკური და ანალიტიკური საქმიანობის განხორციელება; ბ) სამინისტროს საქმიანობის შესწავლა, მიღებული მონაცემების ანალიზისა და განზოგადების შედეგად სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით შესაბამისი დასკვნების მომზადება და წინადადებების შემუშავება სამინისტროს საქმიანობის ცალკეულ მიმართულებათა ოპტიმიზაციის მიზნით; გ) საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს სისტემაში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება შესაბამისი რეფორმების განხორციელების მიზნით.     მუხლი 17🔗 გენერალური ინსპექციის ძირითადი ამოცანებია: ა) სამინისტროს სისტემაში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების კონტროლი; ბ) სამინისტროს სისტემაში დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი, სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და კანონიერი ინტერესების, სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო მოქმედებათა გამოვლენა, აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებული განცხადებებისა და საჩივრების შესწავლა და შესაბამისი რეაგირება; გ) სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების განხორციელება, შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნის შედგენა და მინისტრისათვის წარდგენა; დ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს სისტემაში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის შემოწმება, საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო სახსრების განაწილებისა და ხარჯვის კანონიერების კონტროლის განხორციელება; ე) სასჯელაღსრულების სისტემაში მოქმედი სამედიცინო დაწესებულებებისა და სამედიცინო ნაწილების კონტროლის განხორციელება.     მუხლი 18🔗 ეკონომიკური დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: ა) სამინისტროს სისტემის ეკონომიკური, ფინანსური და სამეურნეო საქმიანობის კოორდინაცია და მართვა, სამინისტროს ერთიანი ბიუჯეტის პროექტის შემუშავება; ბ) საფინანსო-ეკონომიკური, სამეურნეო და საბუღალტრო საქმიანობის წარმართვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად და ხარჯთა ნუსხის შედგენა; გ) სამინისტროს სისტემაში შემავალ დაწესებულებათა ფუნქციონირების ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა.     მუხლი 19🔗 იურიდიული დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: ა) სასამართლო დავებზე სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა; ბ) სასამართლო დავებზე სამინისტროს წარმომადგენლობის კოორდინაციის უზრუნველყოფა; გ) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული სასამართლო დავების ანალიზი, შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება, აღრიცხვა და ერთიანი საინფორმაციო ბანკის შექმნა; დ) სამინისტროში მომზადებული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების პროექტების ვიზირება და სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა; ე) სამინისტროს მიერ სხვა ადმინისტრაციული ორგანოებისათვის სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის უზრუნველყოფა; ვ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; ზ) მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის მიერ სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში დაკისრებული სხვა სამართლებრივი ხასიათის ამოცანების შესრულება, რომლებიც არ შედის სამინისტროს სხვა სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციაში და მიეკუთვნება სამინისტროს მმართველობის სფეროს.             მუხლი 20🔗 ნორმატიული აქტების სისტემატიზაციისა და ადგილობრივ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრის წარმოება; ბ) საქართველოს კანონმდებლობის სისტემატიზაცია და საკონტროლო მდგომარეობის უზრუნველყოფა; გ) სამართალშემოქმედებითი პროცესისა და სამართლებრივი ექსპერტიზის ინფორმაციული უზრუნველყოფა; დ) ქ. თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს (თანამდებობის პირების) მიერ მიღებული (გამოცემული) ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში შეტანა და მათი საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის თაობაზე სამართლებრივი დასკვნის გაცემა; ე) სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოების (სამსახურების) ხელმძღვანელობა და კონტროლი; ვ) თვითმმართველი ერთეულების რეესტრის წარმოება.     მუხლი 21🔗 საერთაშორისო კერძო სამართლის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: ა) სახელმწიფო ვალის აღებასთან და კრედიტებზე სახელმწიფო გარანტიების გაცემასთან დაკავშირებით დასადებ ხელშეკრულებათა, მათ შორის საერთაშორისო ხელშეკრულებათა, სამართლებრივი ექსპერტიზა და სამართლებრივი დასკვნის გაცემა ხელშეკრულების დადების მიზანშეწონილობის თაობაზე; ბ) ადმინისტრაციული ხასიათის საგრანტო ხელშეკრულებათა პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა საქართველოს კანონმდებლობასთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით; გ) სასესხო და სხვა ხასიათის იმ ადმინისტრაციულ ხელშეკრულებათა პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა საქართველოს კანონმდებლობასთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით, რომელთა ღირებულება აღემატება ერთ მილიონ ლარს ან/და რომლებიც ითვალისწინებენ მხარეთა შორის დავის გადაწყვეტას არბიტრაჟის ან უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ; დ) საწარმოთა მიერ, რომელთა აქციათა საკონტროლო პაკეტს ან წილის 50 პროცენტზე მეტს ფლობს სახელმწიფო, დასადებ იმ ხელშეკრულებათა პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა საქართველოს კანონმდებლობასათან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით, რომლებიც ითვალისწინებს მხარეთა შორის დავის გადაწყვეტას არბიტრაჟის ან უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ; ე) სახელმწიფო ვალის აღებასთან და კრედიტებზე სახელმწიფო გარანტიების გაცემასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებათა, აგრეთვე, საერთაშორისო საგრანტო ხელშეკრულებათა დადებასთან დაკავშირებული პროცედურების საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შესრულების დადასტურება (იურიდიული დასაბუთება) და შესაბამისი დასკვნის გაცემა; ვ) არბიტრაჟებში ან უცხო ქვეყნის სასამართლოში სახელმწიფო წარმომადგენლობა ან/და სახელმწიფო წარმომადგენლობის უზრუნველყოფის კოორდინაცია; ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უცხო სახელმწიფოში გასაგზავნად საქართველოში გაცემული, სანოტარო წესით დამოწმებული ან დადასტურებული დოკუმენტების გაფორმება (ლეგალიზაცია); თ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ოფიციალური დოკუმენტების აპოსტილით დამოწმება; ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ჰააგის კერძო სამართლის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში მოქმედი შეთანხმებებითა და ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების უზრუნველყოფა.     მუხლი 22🔗 საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: ა) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში სამართლებრივი ურთიერთობებისა და სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებების პროექტების მომზადება, დადება და შესრულების ორგანიზება; ბ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში შემავალ საკითხებზე საერთაშორისო ხელშეკრულების დადების, შეჩერებისა და შეწყვეტის თაობაზე წინადადებების შემუშავება. სამართლებრივი დასკვნის მომზადება საერთაშორისო ხელშეკრულებების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის, აგრეთვე მათი სავალდებულოდ აღიარების, მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების სამართლებრივი შედეგების შესახებ; გ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით, მათ შორის სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულება და/ან შესრულების კოორდინაცია; დ) საქართველოსათვის სავალდებულო ძალის მქონე საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციის ხელშეწყობა, ამ მიზნით შესაბამისი წინადადებების შემუშავება და თანამშრომლობა ამ სფეროში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა სახელმწიფოთა შესაბამის უწყებებთან; ე) საზღვარგარეთის სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან სამართლებრივი თანამშრომლობის პოლიტიკის შემუშავებისა და წარმართვის ხელშეწყობა; ვ) სამინისტროს ურთიერთობის უზრუნველყოფა საზღვარგარეთის სახელმწიფო დაწესებულებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან; ზ) სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან თანამშრომლობა, მასთან სხვა სახელმწიფო ორგანოების თანამშრომლობის კოორდინაცია; თ) სხვა სახელმწიფოებისათვის, ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის სამართლებრივი ურთიერთდახმარების გაწევა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; ი) ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში წინადადებათა შემუშავება და წარდგენა.     მუხლი 23🔗 საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: ა) სამინისტროს სისტემის საკადრო რესურსების მართვის ოპტიმიზაციის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება; ბ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა დადგენილი წესის შესაბამისად დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების, შვებულებისა და მივლინების შესახებ ბრძანებების პროექტების მომზადება; გ) სოციალური საკითხების გადაწყვეტა და საპენსიო საბუთების გაფორმება ნამსახურობის მიხედვით; დ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა პროფესიულ მომზადებასთან და გადამზადებასთან დაკავშირებული წინადადებების შემუშავება და ორგანიზაციული საკითხების უზრუნველყოფა; ე) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთათვის სახელმწიფო სპეციალურ წოდებათა მინიჭების საკითხების მომზადება; ვ) სამინისტროს სისტემაში კანონმდებლობით დადგენილი წესით კონკურსისა და ატესტაციის გამართვის ორგანიზება, აგრეთვე სტაჟირებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის უზრუნველყოფა; ზ) დადგენილი წესით სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა რეზერვის ერთიანი ბანკის შექმნა და რეზერვისტთა მიზნობრივი გამოყენება; თ) სამინისტროს შინაგანაწესის შემუშავება და მისი შესრულების კონტროლის განხორციელება, სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის დისციპლინის დაცვის კონტროლი; ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მინისტრის ბრძანებების რეესტრის წარმოება; კ) სამოქალაქო თავდაცვისა და სამხედრო სამობილიზაციო საქმიანობის განხორციელება; ლ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება.     მუხლი 24🔗 სამართალშემოქმედების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: ა) კანონშემოქმედებით სფეროში პარლამენტისა და სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია და საპარლამენტო მდივნისათვის „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელებაში ხელის შეწყობა; ბ) სამართალშემოქმედებითი საქმიანობა, შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება; გ) მინისტრის მიერ გამოსაცემი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება, აგრეთვე სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ მომზადებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების ვიზირება; დ) სამართლის ცალკეული დარგების განვითარების აუცილებლობისა და პერსპექტივების შესწავლა, საზღვარგარეთის სახელმწიფოთა კანონმდებლობის შესწავლა და ანალიზი, სხვა სამინისტროებისა და დარგობრივი უწყებების პრობლემატიკის შესწავლა სამართალშემოქმედებითი საქმიანობის განხორციელების მიზნით; ე) ნორმატიული აქტების საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის შესწავლა და საჭიროების შემთხვევაში სათანადო წინადადებათა წარდგენა; ვ) მოქმედი ნორმატიული აქტების უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფისა და სამართლებრივი კოლიზიების აღმოფხვრის თაობაზე კონკრეტული წინადადებების, დასკვნებისა და პროექტების მომზადება; ზ) ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა, მათი უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის დადგენა; თ) წინადადებებისა და შესაბამისი მასალების მომზადება „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სამინისტროს ვალდებულების შესრულებისათვის.     მუხლი 25🔗 სამოქალაქო საკითხთა დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: ა) საქართველოს მოქალაქეობის დადგენის საკითხთა განხილვა-გადაწყვეტა; ბ) საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების, აღდგენისა და შეწყვეტის საკითხთა განხილვა; გ) ბინადრობის ნებართვის მინიჭებისა და უცხოელთა საქართველოდან გაძევების საკითხთა განხილვა-გადაწყვეტის უზრუნველყოფა; დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიგრაციის საკითხთა განხილვა-გადაწყვეტა; ე) ნოტარიატის სფეროში მინისტრის (სამინისტროს) კანონით დადგენილ უფლებამოსილებათა განხორციელების ორგანიზაციული უზრუნველყოფა, ნოტარიატთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაცია და მეთოდური ხელმძღვანელობა; ვ) ნოტარიატის საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა; ზ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში და მინისტრის შესაბამისი დავალების საფუძველზე ნოტარიუსის სამსახურებრივი საქმიანობის ზედამხედველობა; თ) მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებებისა და შემოქმედებითი კავშირების რეგისტრაცია; ი) მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების), შემოქმედებითი კავშირების, მაკონტროლებელ ორგანოთა რეესტრების წარმოების უზრუნველყოფა; კ) „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით სამინისტროსათვის დაკისრებული შესაბამისი ფუნქციების განხორციელების უზრუნველყოფა. თავი VI სათათბირო ორგანოები     მუხლი 26🔗 1. მინისტრს სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ ცალკეულ საკითხთა შესწავლისა და მომზადების მიზნით შეუძლია შექმნას კომისიები და საბჭოები სათათბირო უფლებებით (შემდეგში – სათათბირო ორგანოები). 2. სათათბირო ორგანო იქმნება მინისტრის ბრძანებით, რომლითაც განისაზღვრება მისი ამოცანები, თავმჯდომარე (საჭიროების შემთხვევაში – თავმჯდომარის მოადგილე, მდივანი) და წევრები, ამოცანის შესრულების ვადა, დასკვნებისა და წინადადებების მომზადების წესი და სათათბირო ორგანოს საქმიანობის უზრუნველმყოფი სტრუქტურული ქვედანაყოფები. 3. სათათბირო ორგანოს უფლება აქვს მიიღოს თავისი მუშაობისათვის საჭირო დოკუმენტები, ცნობები და სხვა მონაცემები. 4. სათათბირო ორგანოს მიერ მომზადებული დასკვნები და წინადადებები განსაზღვრულ ვადაში უნდა წარედგინოს მინისტრს. 5. მოხელე ან პირი, რომელიც მოხელე არ არის, სათათბირო ორგანოს წევრად შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ თავისი თანხმობით. 6. თუ სათათბირო ორგანოს თავმჯდომარე არ არის მოხელე, რომელიც შედის სამინისტროს ხელმძღვანელობაში ან არ არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი, მინისტრი სამინისტროს ხელმძღვანელობიდან ან სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებიდან ნიშნავს ამ ორგანოს მუშაობისათვის პასუხისმგებელ პირს. 7. სათათბირო ორგანოს საქმიანობასა და სხდომაზე საოქმო წარმოებას უზრუნველყოფს მისი მომსახურე სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი. 8. სათათბირო ორგანოს თავმჯდომარე ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე, თუ სათათბირო ორგანოს შექმნის დროს სხვა რამ არ იყო გათვალისწინებული. 9. სათათბირო ორგანოს მუშაობისას დამატებითი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება შეიძლება ანაზღაურდეს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.