„დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ" დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 აგვისტოს №18 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს
დადგენილება №40
2010 წლი ს 6 ოქტომბერი
ქ. დუშეთი
„დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 აგვისტოს №18 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1. შეტანილ იქნ ე ს ცვლილებები დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 აგვისტოს № 18 დადგენილებით დამტკიცებულ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულებაში:
ა) მე-3 მუხლის:
ა.ა) მეოთხე პუნქტის „გ” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ა.ბ) მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად, გარე რეკლამის განთავსების მარეგულირებელი ნორმების დადგენა და გარე რეკლამის გავრცელების გეგმის დამტკიცება;“.
ა.გ) მე-8 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მიწითსარგებლობის, მიწის იჯარის, მიწაზე ქონების გადასახადების ოდენობის, მისი გაანგარიშებისა და გადახდის წესების დადგენა;
ა.დ) მე-11 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) მუნიციპალური არქივის მართვის, არქივით სარგებლობის წესებისა და საარქივო მომსახურების ტარიფების დადგენა“;
ბ) დებულების მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „ყ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ყ) გამგებლის წარდგინებით საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს ადგილობრივი შესყიდვების გეგმას; „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად ქმნის სატენდერო კომისიას, ნიშნავს სატენდერო კომისიის თავმჯდომარეს, ხელს აწერს საკრებულოს და თვითმმართველი ერთეულის სახელით დადებულ ხელშეკრულებებს“;
გ) დებულების 35-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საკრებულოს წევრი შეიძლება გაერთიანდეს მხოლოდ ერთ ფრაქციაში;
დ) დებულების 107-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. საკრებულოს მიერ მიღებული ნორმატიული აქტი „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ გამოსაქვეყნებლად გადაეცემა არა უგვიანეს მეორე დღისა“.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე;
საკრებულოს თავმჯდომარე ზ. წყარუაშვილი