საქართველოს საფოსტო მარკების ნომინალის,ტირაჟისა და მიმოქცევაში გაშვების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1-1/1648
სარეგისტრაციო კოდი
320110000.22.024.016010
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 132, 13/10/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/1648

2010 წლის 7 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საქართველოს საფოსტო მარკების ნომინალის, ტირაჟისა და მიმოქცევაში გაშვების შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის 09.06.2006 წლის №351 ბრძანებულებით დამტკიცებული „საქართველოს საფოსტო საგადახდო ნიშნების შესახებ დებულების” პირველი მუხლის მე-2 პუნქტის და მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1) 2010 წლის 15 ოქტომბრიდან გაშვებულ იქნეს მიმოქცევაში შემდეგი საქართველოს საფოსტო მარკები:

ა) „ქართული ანბანი – მსოფლიოში უნიკალური დამწერლობა” – მცირე ფურცელი 3 სახის მარკით; ავტორი – ბ. გაგნიძე; თითოეული მარკის ნომინალი – 0.4 ლარი; მცირე ფურცლის ტირაჟი – 40 000 ცალი; თითოეული სახის მარკის ტირაჟი – 40 000 ცალი;   მცირე ფურცლის ზომა – 133X83მმ; თითოეული სახის მარკის ზომა – 28,5X37მმ;  ბეჭდვა – ოფსეტური, მრავალფერიანი.

 

მარკები № 469, 470, 471

(მარკების ნომრები აითვლება მარცხნიდან მარჯვნივ)

 

 

ბ) „დავით გარეჯი – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი” – მცირე ფურცელი 2 სახის მარკით; ავტორი – ბ. გაგნიძე; თითოეული მარკის ნომინალი – 0.6 ლარი; მცირე ფურცლის ტირაჟი – 40 000 ცალი; თითოეული სახის მარკის ტირაჟი – 40 000 ცალი;  მცირე ფურცლის ზომა – 128X83მმ; თითოეული სახის მარკის ზომა – 37 X 28,5მმ;  ბეჭდვა – ოფსეტური, მრავალფერიანი.

 

მარკები  № 472, 473

(მარკების ნომრები აითვლება მარცხნიდან მარჯვნივ)

 

 

გ)  „ნოდარ ქუმარიტაშვილი” – 1 მარკა; ავტორი – შ. ლურსმანაშვილი; ნომინალი – 5.0 ლარი; ტირაჟი – 200 000 ცალი, მათ შორის, არაპერფორირებული სახით 1000 ცალი; მარკის ზომა – 45X31მმ; ბეჭდვა – ოფსეტური, მრავალფერიანი.

 

მარკა № 474

 

დ) „საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები – ევროპის ერთა თასის სამგზის მფლობელი” – 1 მარკა; ავტორი – შ. ლურსმანაშვილი; ნომინალი – 5.0 ლარი; ტირაჟი –     50 000 ცალი; მარკის ზომა – 38X25,5მმ; ბეჭდვა – ოფსეტური, მრავალფერიანი.

 

მარკა № 475

 

ე) „საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრები – ოთხგზის ოლიმპიური ჩემპიონი ჭადრაკში” – 1 მარკა; ავტორი – შ. ლურსმანაშვილი; ნომინალი – 7.0 ლარი; ტირაჟი – 50 000 ცალი, მათ შორის, არაპერფორირებული სახით 500 ცალი; მარკის ზომა – 28,5X38მმ; ბეჭდვა – ოფსეტური, მრავალფერიანი.

 

მარკა №476

 

ვ) „ევროპა – ასტრონომია” – 2 მარკა; ავტორი – ბ. ქობლიანიძე; მარკების ნომინალები – 2.0 ლარი და 3.0 ლარი; თითოეული სახის მარკის ზომა – 31X45მმ; ორმარკიანი მცირე ფურცლის ზომა – 123X83მმ; ბეჭდვა – ოფსეტური, მრავალფერიანი;  თითოეული სახის მარკის ტირაჟი – 100 000 ცალი, მათ შორის, არაპერფორირებული სახით – 750 ცალი; საერთო ტირაჟიდან დაბეჭდილია: 10 000 ცალი – 2-მარკიანი მცირე ფურცელი (თითოეული სახის მარკა – 10 000 ცალი), მათ შორის, არაპერფორირებული სახით – 50 ფურცელი (თითოეული სახის მარკა  – 50 ცალი);  8000 ცალი – 8-მარკიანი ფურცელი (თითოეული სახის მარკა – 32 000 ცალი), მათ შორის, არაპერფორირებული სახით – 50 ფურცელი (თითოეული სახის მარკა – 200 ცალი); 11600 ცალი – 10-მარკიანი ფურცელი (თითოეული სახის მარკა – 58 000 ცალი), მათ შორის, არაპერფორირებული სახით – 100 ფურცელი (თითოეული სახის მარკა – 500 ცალი).

 

მარკები  № 477, 478

(მარკების ნომრები აითვლება მარცხნიდან მარჯვნივ)

 

 

 

ზ) „საქართველოს ფლორა – ყვავილები (ზამბახი,შროშანი, ია, ენძელა)” –  4 მარკა; ავტორი – შ. ლურსმანაშვილი; მარკების ნომინალები – 1.0 ლარი, 1.2 ლარი, 2.0 ლარი, 3.0 ლარი; თითოეული სახის მარკის ტირაჟი – 100 000 ცალი; თითოეული სახის მარკის ზომა – 20X25,5მმ; ბეჭდვა – ოფსეტური, მრავალფერიანი.

 

მარკა № 479

 

მარკა № 480

 

მარკა № 481

 

მარკა № 482

 

 

 

თ) „საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი  ფრინველები (რუხი წერო, გნოლი, კასპიური შურთხი, როჭო, სარსარაკი)”  –5 მარკა; ავტორი – ბ. გაგნიძე;  მარკების ნომინალები – 0.2 ლარი, 0.4 ლარი, 0.5 ლარი, 0.6 ლარი, 1.00 ლარი; თითოეული სახის მარკის  ტირაჟი – 50 000 ცალი; თითოეული სახის მარკის ზომა – 37,5X39მმ; ბეჭდვა – ოფსეტური, მრავალფერიანი.

 

 

მარკა № 483

 

მარკა № 484

 

 

 

 

 

მარკა № 485

 

მარკა № 486

მარკა № 487

 

 

2. ბრძანება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

ვ. ქობალია

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს საფოსტო მარკების ნომინალის,ტირაჟისა და მიმოქცევაში გაშვების შესახებ“?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს საფოსტო მარკების ნომინალის,ტირაჟისა და მიმოქცევაში გაშვების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 07.10.2010.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს საფოსტო მარკების ნომინალის,ტირაჟისა და მიმოქცევაში გაშვების შესახებ“?
„საქართველოს საფოსტო მარკების ნომინალის,ტირაჟისა და მიმოქცევაში გაშვების შესახებ“ მიღებულია 07.10.2010. მიმღები ორგანო — საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №1-1/1648. სარეგისტრაციო კოდი — 320110000.22.024.016010.
სად არის „საქართველოს საფოსტო მარკების ნომინალის,ტირაჟისა და მიმოქცევაში გაშვების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 07.10.2010 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს საფოსტო მარკების ნომინალის,ტირაჟისა და მიმოქცევაში გაშვების შესახებ“, №1-1/1648, 07.10.2010, სარეგისტრაციო კოდი 320110000.22.024.016010 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.10.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1039441/