ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 04.10.2010
ძალის დაკარგვა 05.08.2014
გამომცემი ორგანო ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
ნომერი №27
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.107.016015
გამოქვეყნების წყარო სსმ, 41, 21/10/2010
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 2 აქტით
- „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 ივლისის №21 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 10.01.2015
- ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 30.07.2014
დოკუმენტის ტექსტი
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h4 {mso-style-link:"Heading 4 Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; text-indent:35.45pt; line-height:150%; page-break-after:avoid; background:white; text-autospace:none; font-size:14.0pt; font-family:"Times New Roman","serif"; color:black; font-weight:normal; font-style:italic;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {mso-style-link:"Balloon Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.MsoNoSpacing, li.MsoNoSpacing, div.MsoNoSpacing {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} span.BalloonTextChar {mso-style-name:"Balloon Text Char"; mso-style-link:"Balloon Text"; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.a, li.a, div.a {mso-style-name:"Абзац списка"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.aCxSpFirst, li.aCxSpFirst, div.aCxSpFirst {mso-style-name:"Абзац спискаCxSpFirst"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.aCxSpMiddle, li.aCxSpMiddle, div.aCxSpMiddle {mso-style-name:"Абзац спискаCxSpMiddle"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.aCxSpLast, li.aCxSpLast, div.aCxSpLast {mso-style-name:"Абзац спискаCxSpLast"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.a0, li.a0, div.a0 {mso-style-name:"Без интервала"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} span.Heading4Char {mso-style-name:"Heading 4 Char"; mso-style-link:"Heading 4"; font-family:"Times New Roman","serif"; color:black; background:white; font-style:italic;} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:35.45pt 42.5pt 35.45pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №27
2010 წლის 4 ოქტომბერი
დ. ჩხოროწყუ
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 38-ე მუხლის მე-7 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. დამტკიცდეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანდართული დებულება.
2. ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 18 იანვრის №2 დადგენილება.
3. ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. ლემონჯავა
დანართი №1
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. ეს დებულება შემუშავებულია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 ოქტომბრის №18 დადგენილების შესაბამისად.
2. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახური (შემდეგში – სამსახური) არის სახანძრო-სამაშველო უსაფრთხოების სფეროში შექმნილი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოქმედებს მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე.
3. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, „სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“ და „ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებისგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონებით, „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით, მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.
4. სამსახურს აქვს ბეჭედი და ბლანკი საკუთარი სახელწოდებით.
5. სამსახური ანგარიშვალდებულია და პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტის გამგებლის წინაშე.
6. სამსახურის დაფინანსება ხორციელდება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან.
7. სამსახურის იურიდიული მისამართია: დაბა ჩხოროწყუ, ზ. ნაჭყებიას ქ. №5.
მუხლი 2🔗. სამსახურის უფლებამოსილება
სამსახური:
1. უზრუნველყოფს და ორგანიზაციას უწევს სახანძრო-სამაშველო ზედამხედველობის განხორციელებას აღმასრულებელი ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებზე, კულტურის, საგანმანათლებლო, სააღმზრდელო, სამედიცინო დაწესებულებებზე, საკონცერტო და სამაყურებლო დანიშნულების, სარკინიგზო და საჰაერო ტრანსპორტის ობიექტებზე.
2. ხელშეკრულების საფუძველზე უზრუნველყოფს ეროვნული მეურნეობის ობიექტებზე ხანძრების თავიდან აცილების ორგანიზაციასა და ჩაქრობას, სამუშაოების შესრულებასა და მომსახურების გაწევას სახანძრო-სამაშველო უსაფრთხოების სფეროში.
3. აკონტროლებს დაქვემდებარებულ დანაყოფებში სამსახურისა და ხანძრის ჩაქრობის ორგანიზაციასა და განხორციელების წესის შესრულებას, ტაქტიკური და პროფესიული მომზადების სრულყოფას.
4. ახორციელებს ხანძრების ჩაქრობის ღონისძიებებს.
5. ორგანიზაციას უწევს ხანძრებისა და მათი შედეგების, ასევე პირველი რიგის საავარიო-სამაშველო (ტექნიკური) სამუშაოების აღრიცხვას.
6. სახანძრო-სამაშველო დაცვის ზედამხედველობის გავრცელების სფეროში ასრულებს „სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
7. სახელმწიფო სახანძრო-სამაშველო ზედამხედველობის და სამსახურის ორგანიზაციის დახვეწის მიზნით აკონტროლებს და მეთოდურ დახმარებას უწევს დაქვემდებარებულ დანაყოფებს.
8. აანალიზებს ხანძრებზე სამსახურის დანაყოფების მუშაობას, ამზადებს წინადადებებსა და ღონისძიებებს პირადი შემადგენლობის საბრძოლო მომზადების ამაღლებისათვის.
9. ახორციელებს ხანძრის ჩაქრობაში მონაწილე ყველა ფორმირების ოპერატიულ მართვას.
10. მიწისძვრის, წყალდიდობისას და სხვა ფორსმაჟორულ სიტუაციებში გეგმავს და ახორციელებს სამაშველო ოპერაციებს.
11. საჭიროების შემთხვევაში მონაწილებას იღებს სამაშველო ოპერაციებში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ.
12. ოპერატიულად რეაგირებს სამაშველო საჭიროებასთან დაკავშირებით შემოსულ ყველა შეტყობინებაზე.
13. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შედგენასთან დაკავშირებით შეიმუშავებს და წარუდგენს თვითმმართველობის ორგანოებს ხარჯთა ნუსხის პროექტებს, ამზადებს წინადადებებს სამსახურის ორგანიზაციისათვის საჭირო რიცხოვნობისა და სტრუქტურული საკითხების გადასაწყვეტად.
14. აკონტროლებს დაქვემდებარებულ დანაყოფებში სახანძრო-სამაშველო ტექნიკისა და ტექნიკური შეიარაღების ექსპლოატაციის მდგომარეობას.
15. სახანძრო-სამაშველო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებში ურთიერთთანამშრომლობს მუნიციპალიტეტის სხვა სამსახურებთან და ორგანიზაცია-დაწესებულებებთან.
16. ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებას.
მუხლი 3🔗. სამსახურის ორგანიზაცია და სტრუქტურა
1. სამსახურის სტრუქტურას გამგებლის წარდგინებით განსაზღვრავს საკრებულო.
2. სამსახურის საშტატო განრიგს გამგებელის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე.
3. სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი.
4. სამსახურის უფროსი:
ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ სამსახურის მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოსამსახურეთა შორის;
გ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
დ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს; სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;
ე) გამგებელს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებს და რეკომენდაციებს;
ვ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;
ზ) ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.
5. სამსახურის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი.
6. სამსახურის თანამშრომლებს სამსახურის უფროსის წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი.
7. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფია ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის განყოფილება.
8. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომელსაც სამსახურის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებას მუნიციპალიტეტის გამგებელი.
9. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში სამსახურის უფროსის წარდგინებითა და გამგებლის დავალებით განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფიელების ერთ-ერთი მოსამსახურე.
10. განყოფილების უფროსი:
ა) წარმოადგენს განყოფილებას თავისი მოვალეობის შესრულებისას, წარუდგენს სამსახურის უფროსს შესაბამის წინადადებებს, დასკვნებსა და გადაწყვეტილებათა პროექტებს;
ბ) თვალყურს ადევნებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, ხელს აწერს განყოფილებაში მომზადებულ დოკუმენტებს;
გ) კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს სამსახურის უფროსის დავალებებს.
11. ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედეველობის განყოფილება:
ა) აკონტროლებს დაქვემდებარებულ დანაყოფებში სამსახურისა და ხანძრის ჩაქრობის ორგანიზაციასა და განხორციელების წესის შესრულებას, ტაქტიკური და პროფესიული მომზადების სრულყოფას;
ბ) ორგანიზებას უწევს ხანძრების ჩაქრობის ღონისძიებებს;
გ) ახორციელებს ხანძრებისა და მათი შედეგების, ასევე პირველი რიგის საავარიო-სამაშველო (ტექნიკური) სამუშაოების აღრიცხვას;
ე) ახორციელებს ხანძრის ჩაქრობაში მონაწილე ყველა ფორმირების ოპერატიულ მართვას;
ვ) აანალიზებს ხანძრებზე სამსახურის მუშაობას, ამზადებს წინადადებებსა და ღონისძიებებს პირადი შემადგენლობის საბრძოლო მომზადების ამაღლებისათვის;
ზ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
მუხლი 4🔗. დასკვნითი დებულებები
1. სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება გამგებლის წარდგინებით, საკრებულოს დადგენილებით.
2. სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.