"ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აგრარულ საკითხთა, ბუნებრივი რესურსების, გარემოს დაცვისა და ინფრასტრუქტურის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ" ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 6 სექტემბრის №15 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№31
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.107.016019
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 41, 21/10/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

"ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აგრარულ საკითხთა, ბუნებრივი რესურსების, გარემოს დაცვისა და ინფრასტრუქტურის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ" ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 6 სექტემბრის №15 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება  №31
2010 წლის 4 ოქტომბერი
დ. ჩხოროწყუ
„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აგრარულ საკითხთა, ბუნებრივი რესურსების, გარემოს დაცვისა და ინფრასტრუქტურის  კომისიის  დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 6 სექტემბრის №15 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და   „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის  საკრებულომ დაადგინა:
შეტანილ იქნეს  „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აგრარულ საკითხთა, ბუნებრივი რესურსების, გარემოს დაცვისა და ინფრასტრუქტურის  კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 6 სექტემბრის №15 დადგენილებაში შემდეგი ცვლილებები:
1. დადგენილების მიღების საფუძველში ამოღებულ იქნეს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი.
2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლს დაემატოს მე-2 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კონკრეტული საკითხების დასამუშავებლად, საკრებულოს ბიუროს მიერ განსაზღვრული კვოტების ფარგლებში, კომისიის თავმჯდომარის წინადადებით, საკრებულოს თავმჯდომარე არა უმეტეს 6 თვის ვადით, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე კომისიაში სამუშაოდ იწვევს ექსპერტ-კონსულტანტებს“.
3. ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე                                                                            გ. ლემონჯავა