„საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 6 თებერვლის №160 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№569
სარეგისტრაციო კოდი
010.220.020.05.002.004.
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 168, 27/11/2008

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №569

2008 წლის 25 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 6 თებერვლის №160 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად „საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 6 თებერვლის №160 ბრძანებულებაში (საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების კრებული, 1996 წლის თებერვალი, გვ. 32) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

ა) ბრძანებულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მიწების დაცვისა და მიზნობრივი გამოყენების ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების მიზნით შეიქმნას საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი ხაჩიძე – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

ვლადიმერ გეგელაშვილი – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

არჩილ ადამია – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი

ნინო ბახტაძე – ქ. თბილისის მერიის ადგილობრივი ქონების მართვის საქალაქო სამსახურის უფროსი

მირზა დევიძე – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული სამსახურის უფროსის მოადგილე

დავით იოსელიანი – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე

დავით კერესელიძე – საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსის პირველი მოადგილე – იურიდიული დეპარტამენტის უფროსი

გოჩა მამაცაშვილი – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე

პაპუნა პეტრიაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე

ალექსანდრე ცინცაძე – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე

გიორგი ცხაკაია – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე

პაატა ჭიპაშვილი – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიწის მართვის სამსახურის უფროსი

ლაშა ჭკადუა – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სატყეო დეპარტამენტის თავმჯდომარე

შალვა ჯავახაძე – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი

დავით ჯალაღანია – საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის მოადგილე.“.

ბ) ბრძანებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ 2009 წლის 1 მარტამდე უზრუნველყოს სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებისათვის სპეციალური დანიშნულების კატეგორიის მინიჭების წესის შესახებ დებულების დამტკიცება.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

 

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 6 თებერვლის №160 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 25.11.2008.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 6 თებერვლის №160 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“?
„საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 6 თებერვლის №160 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 25.11.2008. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №569. სარეგისტრაციო კოდი — 010.220.020.05.002.004..
სად არის „საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 6 თებერვლის №160 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.11.2008 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 6 თებერვლის №160 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“, №569, 25.11.2008, სარეგისტრაციო კოდი 010.220.020.05.002.004. (კონსოლიდირებული რედაქცია 25.11.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/103978/