აუქციონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განცხადება აუქციონის შესახებ
ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 3 აპრილის №2/309-09 განჩინების საფუძველზე დანიშნული ინდივიდუალური მეწარმე „როინ ბახსოლიანის” გაკოტრების მმართველი გიორგი ზედელაშვილი გაცნობებთ, რომ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, 2010 წლის 2 ნოემბერს დანიშნულია მეორე აუქციონი ინდივიდუალური მეწარმე „როინ ბახსოლიანის” უძრავ-მოძრავ ქონებაზე:
1) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე:ქ. თელავი, თბილისის გზატკეცილი,შესახ. №3, კვარტლის №03, ნაკვეთის №654, სარეგისტრაციო №532003654, ფა რ თობი – 250კვ.მ., შეფასებულია 1250 (ათას ორას ორმოცდაათი) ლარად;
2) ავტომანქანა „ბმვ 520”, გამოშვებული 1993წ.,ტიპი – სედანი, ფერი – რუხი, სახელმწიფო ნომერი GTS 699 - მდებარეობა:თბილისი, შეფასებულია 4000 (ოთხი ათასი) ლარად;
3) სს „ავტომოტოსერვისის” 3249 ჩვეულებრივი სახელობითი აქცია (შენიშვნა – წილი კაპიტალში 2,139273%) – მდებარეობა:თელავი, 1 აქციის ნომინალური ღირებულება 1 აშშ დოლარი, რაც ჯამში შეადგენს 3249 აშშ დოლარს,ანუ 08.10.2010წ. მდგომარეობით 5880,4 ლარს;
4) სალარო აპარატი – მდებარეობა:თელავი, შეფასებულია 150 (ას ორმოცდაათი) ლარად;
შენიშვნა: უძრავ-მოძრავი ქონების მახასიათებლების შესახებ ინფორმაციის თაობაზე შეგიძლიათ მიმართოთ გაკოტრების მმართველს.
აუქციონზე ქონება იყიდება ერთიანი კომპლექსის სახით. აუქციონზე გასატანი უძრავ-მოძრავი ქონების საერთო ღირებულება „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“კანონის 38.10 მუხლის შესაბამისად შეადგენს 5640,2 ლარს.
შემძენის მიერ თანხის 1/3-ის გადახდა უნდა მოხდეს აუქციონის ჩატარების დღესვე, ხოლო დარჩენილი 2/3-ის – აუქციონის ჩატარებიდან 7 დღის ვადაში.
აუქციონში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ განაცხადი აუქციონში მონაწილეობის შესახებ არა უგვიანეს 2010 წლის 2 ნოემბრამდე ქ. თბილისში, ვაჟა-ფშაველას 6, ბინა 36-ში, 10-18 სთ-მდე. განცხადებას თან უნდა დაერთოს პირადობის მოწმობა (ფიზიკური პირის შემთხვევაში), ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა, თუ იგი მოქმედებს სხვა პირის სახელით. იურიდიული პირები დამატებით წარმოადგენენ სადამფუძნებლო დოკუმენტაციას და ამონაწერს სამეწარმეო რეესტრიდან.
აუქციონი ჩატარდება 2010 წლის 2 ნოემბერს 17 საათზე ქ. თბილისში, ვაჟა-ფშაველას 6, ბინა 36-ში.
აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდება ის პირი,ვინც გადაიხდის აუქციონზე გასატანი უძრავ-მოძრავი ქონების საერთო ღირებულების შესაბამისად მაქსიმალურ თანხას.
დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ ინდივიდუალური მეწარმე „როინ ბახსოლიანის” გაკოტრების მმართველს გიორგი ზედელაშვილს ქ. თბილისში, ვაჟა-ფშაველას 6, ბინა 36-ში, 10-18 სთ-მდე,შაბათ-კვირის გარდა.