„საგადასახადო დავალიანების მქონე გადასახადის გადამხდელის ქონებაზე ყადაღის დადებისა და ყადაღადადებული ქონების ამოღების, შეფასებისა და შენახვის წესების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 25 იანვრის №14 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება№301
2010 წლის 28 სექტემბერი
ქ. თბილისი
„საგადასახადო დავალიანების მქონე გადასახადის გადამხდელის ქონებაზე ყადაღის დადებისა და ყადაღადადებული ქონების ამოღების, შეფასებისა და შენახვის წესების დამტკიცების შესახებ“საქართველოს მთავრობის 2005 წლის 25 იანვრის №14 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,„საგადასახადო დავალიანების მქონე გადასახადის გადამხდელის ქონებაზე ყადაღის დადებისა და ყადაღადადებული ქონების ამოღების, შეფასებისა და შენახვის წესების დამტკიცების შესახებ“საქართველოს მთავრობის 2005 წლის 25 იანვრის №14 დადგენილებით (სსმIII,2005 წელი, №10, მუხლი 107) დამტკიცებული წესების მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 და მე-4 პუნქტები:
„3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „დ“და „ე“ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირობების არსებობისას გადასახადის გადამხდელი ვალდებულია, დაფაროს საგადასახადო ორგანოს მიერ ქონებაზე ყადაღის დადებასთან და ყადაღადადებული ქონების რეალიზაციასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯი (შეფასების, ამოღების, შენახვის და სხვ.).
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს მიერ ქონებაზე ყადაღის დადებასთან და ყადაღადადებული ქონების რეალიზაციასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯი (შეფასების, ამოღების, შენახვის და სხვ.) დადგენილი წესით დაიფარება ქონების რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავლიდან.“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური