„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ესტონეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ"
მიღების თარიღი 13.09.2010
ძალაში შესვლა 13.09.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №0
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016001
გამოქვეყნების წყარო სსმ, 6, 08/12/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ესტონეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ"
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {mso-style-link:"Header Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {mso-style-link:"Footer Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.MsoNoSpacing, li.MsoNoSpacing, div.MsoNoSpacing {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} span.HeaderChar {mso-style-name:"Header Char"; mso-style-link:Header;} span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; mso-style-link:Footer;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 63.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} შეთანხმება
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ესტონეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და ესტონეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრო, შემდგომში წოდებულნი როგორც „მხარეები“;
სურთ რა, განავითარონ და გააძლიერონ თავიანთ ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები;
დარწმუნებულნი რა, ადამიანის სიცოცხლის, ფიზიკური უსაფრთხოების, ქონების, ადამიანის სხვა უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობაში;
გაცნობიერებული აქვთ რა, რომ ნებისმიერი ფორმის დანაშაული საფრთხეს უქმნის საერთაშორისო მშვიდობას, მართლწესრიგს, კანონის უზენაესობას, უსაფრთხოებას, სტაბილურობას, თავიანთი ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას, ხელს უშლის ეკონომიკის განვითარებას, საინვესტიციო გარემოს შექმნას, დემოკრატიული ღირებულებებისა და კანონიერების დამკვიდრებას;
გაცნობიერებული აქვთ რა, რომ თანამშრომლობა აუცილებელია დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტურად საბრძოლველად და ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად;
ითვალისწინებენ რა, წინამდებარე შეთანხმების სფეროში მოქმედ საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებს და იმ კონვენციებსა და საერთაშორისო ხელშეკრულებების დებულებებს, რომელთა მხარეებსაც ისინი წარმოადგენენ;
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗. თანამშრომლობის სფეროები
1. მხარეები თანამშრომლობენ და უწევენ ერთმანეთს ტექნიკური და ოპერატიული სახის დახმარებას შემდეგი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლაში:
a) ორგანიზებული დანაშაული;
b) ტერორიზმი;
c) ნარკოტიკებით, ფსიქოტროპული ნივთიერებებითა და მათი პრეკურსორებით უკანონო ვაჭრობა;
d) ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალებით, ფეთქებადი ნივთიერებებით და სხვა სახიფათო მასალებით უკანონო ვაჭრობა;
e) ადამიანებით ვაჭრობა (ტრეფიკინგი);
f) კულტურისა და ხელოვნების მოპარული ნიმუშებით ვაჭრობა;
g) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია (ფულის გათეთრება);
h) ფულის ნიშნებისა და ფასიანი ქაღალდების გაყალბება;
i) კომპიუტერული ტექნიკის გამოყენებით ჩადენილი დანაშაულები;
j) სხვა ტრანსსასაზღვრო და საერთაშორისო დანაშაულები.
2. მხარეები თანამშრომლობენ და ცვლიან ინფორმაციასა და გამოცდილებას შემდეგ სფეროებში:
a) სამოქალაქო თავდაცვა/სამაშველო სამუშაოები;
b) პარტნიორობა მობილურობისათვის მიგრაციის სფეროში;
c) შიდა უსაფრთხოებასთან, სამოქალაქო თავდაცვასა და სამართალდაცვასთან დაკავშირებული განათლება.
მუხლი 2🔗. თანამშრომლობის ფორმები
1. წინამდებარე შეთანხმების პირველი მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით, მხარეები თანამშრომლობენ შემდეგ საკითხებში:
a) პერსონალური ინფორმაციის და კანონმდებლობის გაცვლა;
b) წინამდებარე შეთანხმების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „d“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის თავიდან აცილების მიზნით მეორე მხარის სახელმწიფოს მოქალაქეების ან მოქალაქეობის არმქონე პირების მიერ, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის ან რეგისტრაციის ნებისმიერ ფაქტთან დაკავშირებით მონაცემებისა და ინფორმაციის გაცვლა;
c) ეჭვმიტანილ ან ბრალდებულ პირთა შესახებ ინფორმაციის გაცვლა, მათი იდენტიფიკაცია და ძებნა;
d) გამოძიებაში ურთიერთდახმარება.
2. მხარეები აგრეთვე ითანამშრომლებენ შემდეგ სფეროებში:
a) შესაბამისი ექსპერტების გაცვლა და მათი ტრენინგი;
b) ერთობლივი სემინარების ჩატარება;
c) პროფესიონალი კადრების მომზადებაში დახმარება;
d) სამეცნიერო მიღწევების გაზიარება;
e) საპოლიციო ტექნიკით, მოწყობილობებითა და სხვა აღჭურვილობით დახმარება;
f) დანაშაულთან ბრძოლაში გამოყენებული მეთოდებისა და საშუალებების შესახებ გამოცდილების გაზიარება.
3. წინამდებარე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული თითოეული ღონისძიების განხორციელებაზე მხარეები ცალკე შეთანხმდებიან.
4. წინამდებარე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ თანამშრომლობას მხარეები ახორციელებენ თავიანთი ქვეყნების შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის და საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპებისა და ნორმების დაცვით.
მუხლი 3🔗. საკონტაქტო ინფორმაცია
1. წინამდებარე შეთანხმების განხორციელების მიზნით, მხარეებმა უნდა მიაწოდონ ერთმანეთს საკონტაქტო ინფორმაცია.
2. მხარეებმა უნდა აცნობონ ერთმანეთს თავიანთ სახელწოდებაში, უფლებამოსილებაში ან საკონტაქტო ინფორმაციაში ნებისმიერი ცვლილების შეტანის შესახებ.
მუხლი 4🔗. თანამშრომლობის შესახებ მოთხოვნები
1. წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში თანამშრომლობა უნდა განხორციელდეს ერთ-ერთი მხარის მოთხოვნის საფუძველზე.
2. თანამშრომლობის შესახებ მოთხოვნა უნდა შეიცავდეს:
a) მომთხოვნი მხარის დასახელებას;
b) მოთხოვნის მიმღები მხარის დასახელებას;
c) მოთხოვნის საგანს;
d) მოთხოვნის მიზეზს;
e) სხვა ნებისმიერი სახის ინფორმაციას, რაც ხელს შეუწყობს მოთხოვნის შესრულებას.
3. მოთხოვნები და პასუხები შედგნილი უნდა იქნეს წერილობითი ფორმით ერთ-ერთი მხარის ენაზე, რომელსაც თან უნდა ახლდეს ინგლისურ ენაზე შესრულებული თარგმანი.
4. გადაუდებელ შემთხვევებში, მხარეებს შეუძლიათ ზეპირი ფორმით მიმართონ ერთმანეთს. ზეპირი მიმართვა შემდეგ უნდა იქნეს შედგენილი წერილობითი ფორმით და უნდა გაიგზავნოს გონივრულ ვადებში.
მუხლი 5🔗. პირადი მონაცემების დაცვა
მხარეებს შორის პირადი მონაცემების ორმხრივი გაცვლა უნდა განხორციელდეს მათი ქვეყნების შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის, მიმწოდებელი მხარის მიერ დადგენილი პირობებისა და იმ ქვემოთ მოცემული პრინციპების შესაბამისად, რომლებიც ვრცელდება პირადი მონაცემების როგორც ავტომატურ, ისე არაავტომატურ დამუშავებაზე:
1. მიმწოდებელი მხარის თანხმობის გარეშე, გადაცემული მონაცემები არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვა მიზნებით, გარდა იმ მიზნებისა, რომლისთვისაც ისინი თავდაპირველად იქნა გადაცემული;
2. გადაცემული მონაცემები უნდა განადგურდეს/განახლდეს იმ შემთხვევაში, თუ:
- მონაცემები აღმოჩნდა არასწორი, ან
- მიმწოდებელმა მხარემ აცნობა, რომ მონაცემები იქნა მოპოვებული და გადაცემული კანონის დარღვევით, ან
- მონაცემები აღარ არის აუცილებელი იმ მიზნისთვის, რისთვისაც ისინი იქნა გადაცემული, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არსებობს სპეციალური ნებართვა, რის თანახმადაც გადაცემული მონაცემები შეიძლება აგრეთვე გამოყენებულ იქნეს სხვა მიზნებისთვის.
3. მიმწოდებელი მხარის მოთხოვნის საფუძველზე, მიმღებ მხარეს შეუძლია გადასცეს ინფორმაცია მონაცემების გამოყენების შესახებ.
4. მიმწოდებელმა მხარემ უნდა უზრუნველყოს, რომ გადაცემული მონაცემები იყოს სწორი და დამაკმაყოფილებელი. თუ შემდეგ დადგინდება, რომ გადაცემული მონაცემები არ არის სწორი ან ისინი არ უნდა გაგზავნილიყო, ან, თუ მიმწოდებელი ან მიმღები მხარის ქვეყნის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად კანონიერად გადაცემული მონაცემები შემდეგში უნდა განადგურდეს, მიმწოდებელ ან მიმღებ მხარეს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ამის შესახებ, რათა მან გაანადგუროს ეს მონაცემები ან შეიტანოს მათში შესაბამისი ცვლილებები მე-2 პუნქტის თანახმად.
5. მიმღებ მხარეს აქვს ვალდებულება სათანადოდ დაიცვას გადაცემული მონაცემები არაუფლებამოსილი შეღწევისაგან, მათში ცვლილებების შეტანისაგან ან მათი გავრცელებისაგან.
6. გადაცემულ მონაცემებთან არაუფლებამოსილი შეღწევის ან მათი გავრცელების შემთხვევაში, მიმღებმა მხარემ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს მიმწოდებელ მხარეს არაუფლებამოსილი შეღწევით ან გავრცელებით გამოწვეული გარემოებების შესახებ, აგრეთვე იმ ღონისძიებებთან დაკავშირებით, რომლებიც გატარდება ასეთი შემთხვევების მომავალში თავიდან აცილების მიზნით.
7. მიმწოდებელმა და მიმღებმა მხარეებმა უნდა აწარმოონ რეესტრი მონაცემთა გადაცემის, მიღების, შეცვლის ან განადგურების შესახებ.
8. მონაცემების გადაცემისას მიმწოდებელმა მხარემ უნდა მიუთითოს მონაცემების განადგურების საბოლოო ვადა თავისი ქვეყნის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის თანახმად.
9. პირს, რომელთან დაკავშირებითაც გადაიცა ან უნდა იქნეს გადაცემული მონაცემები, შეუძლია წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე მიიღოს ინფორმაცია გადაცემული მონაცემების და მათი გადაცემის მიზნის შესახებ მხარეთა ქვეყნების შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ პირი, რომელსაც ეხება ეს მონაცემები, წარადგენს მოთხოვნას ამ მონაცემების გაცნობის, მათში ცვლილებების შეტანის ან მათი განადგურების შესახებ, მიმღებმა მხარემ აღნიშნულთან დაკავშირებით უნდა მიიღოს გადაწყვეტილება მიმწოდებელი მხარის განცხადების შესაბამისად.
10. იმ შემთხვევაში, თუ მხარე მიიღებს მოთხოვნას ინფორმაციის მიწოდების შესახებ მეორე მხარის სახელმწიფოს მოქალაქისაგან, ასეთი ინფორმაციის გაგზავნამდე მან დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ამის შესახებ მეორე მხარეს.
11. მონაცემები შეიძლება აგრეთვე გადაცემულ იქნეს მესამე მხარისათვის, თუ არსებობს მიმწოდებელი მხარის წერილობითი თანხმობა.
12. მონაცემების გადაცემაზე უარის თქმა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საფრთხე ეროვნული უსაფრთხოების ან საზოგადოებრივი წესრიგის წინაშე.
13. მხარეებმა უნდა გაატარონ ყველა აუცილებელი ღონისძიება თავიანთი ქვეყნების შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, რათა თავიდან აიცილონ მესამე მხარისათვის ნებისმიერი ზიანი, რომელიც შეიძლება გამოწვეულ იქნეს მონაცემთა გადაცემის, მიღების ან გამოყენების გამო, აგრეთვე აღმოფხვრან ის არსებითი გარემოებები, რომლებმაც შესაძლოა არახელსაყრელი შედეგები გამოიწვიოს.
მუხლი 6🔗. საიდუმლო ინფორმაციის გაცვლა
საიდუმლო ინფორმაციის გაცვლა უნდა განხორციელდეს 2006 წლის 27 ოქტომბერს ქ. თბილისში ხელმოწერილი „საქართველოსა და ესტონეთის რესპუბლიკას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და დაცვის შესახებ” შეთანხმების დაცვით.
მუხლი 7🔗. ენა
წინამდებარე შეთანხმების განხორციელებისას მხარეებმა უნდა გამოიყენონ ინგლისური ენა. სხვა ენების გამოყენების შემთხვევაში, მხარეებმა უნდა უზრუნველყონ ინგლისური თარგმანი.
მუხლი 8🔗. უარის თქმა მოთხოვნების შესრულებაზე
1. მოთხოვნის მიმღებ მხარეს შეუძლია სრულად ან ნაწილობრივ თქვას უარი მოთხოვნის შესრულებაზე, თუ მოთხოვნის შესრულებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს მისი ქვეყნის სუვერენიტეტს, უსაფრთხოებას, საზოგადოებრივ წესრიგს და ეროვნულ ინტერესებს, ან თუ ეს ეწინააღმდეგება მისი ქვეყნის შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობას.
2. მოთხოვნის შესრულებაზე სრულად ან ნაწილობრივ უარის თქმის შემთხვევაში, მოთხოვნის მიმღებმა მხარემ დროულად უნდა აცნობოს წერილობით მომთხოვნ მხარეს უარის თქმის მიზეზების შესახებ.
მუხლი 9🔗. ხარჯები
თითოეულმა მხარემ უნდა დაფაროს წინამდებარე შეთანხმების განხორციელებასთან დაკავშირებული თავისი ყველა ხარჯი, თუ კონკრეტულ შემთხვევაში ისინი სხვაგვარად არ შეთანხმდებიან.
მუხლი 10🔗. კონსულტაციები
აუცილებლობის შემთხვევაში, მხარეების მაღალი თანამდებობის პირებს შეუძლიათ გამართონ კონსულტაციები, რათა განიხილონ წინამდებარე შეთანხმების განხორციელების ეფექტური საშუალებები და გზები, აგრეთვე მიიღონ სათანადო ზომები თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისა და გაუმჯობესებისათვის.
მუხლი 11🔗. ურთიერთობა სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებთან
წინამდებარე შეთანხმებამ არ უნდა მიაყენოს ზიანი მხარეთა უფლებებსა და ვალდებულებებს, რომლებიც გამომდინარეობს იმ საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან, რომელთა წევრები საქართველო და ესტონეთის რესპუბლიკა არიან.
მუხლი 12🔗. დავების მოგვარება
წინამდებარე შეთანხმების დებულებათა განმარტებისას ან განხორციელებისას წარმოშობილი ყველა სადავო საკითხი უნდა გადაწყდეს მხარეთა შორის კონსულტაციებით ან დიპლომატიური არხების გზით.
მუხლი 13🔗. ცვლილებები და დამატებები
წინამდებარე შეთანხმებაში შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები წერილობითი ფორმით მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. აღნიშნული ცვლილებები ან დამატებები გაფორმდება ცალკე დოკუმენტების სახით და წინამდებარე შეთანხმების განუყოფელი ნაწილი იქნება. ხსენებული ოქმი ძალაში უნდა შევიდეს წინამდებარე შეთანხმების მე-14 მუხლის 1-ლი პუნქტით დადგენილი პროცედურის შესაბამისად.
მუხლი 14🔗. ძალაში შესვლა, ხანგრძლივობა და შეწყვეტა
1. წინამდებარე შეთანხმება ძალაში უნდა შევიდეს ხელმოწერის დღიდან და უნდა დაიდოს განუსაზღვრელი ვადით.
2. წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ 1992 წლის 24 აპრილს ქ. ალმა-ატაში ხელმოწერილმა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ესტონეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ” შეთანხმებამ უნდა შეწყვიტოს მოქმედება.
3. თითოეულ მხარეს შეუძლია შეწყვიტოს შეთანხმების მოქმედება მეორე მხარისათვის დიპლომატიური არხების გზით გაგზავნილი წერილობითი შეტყობინების საფუძველზე. წინამდებარე შეთანხმება შეწყდება მეორე მხარის მიერ ასეთი შეტყობინების მიღების დღიდან 6 (ექვსი) თვის გასვლის შემდეგ.
შესრულებულია ქ. ტალინში, 2010 წლის 13 სექტემბერს ორ დედნად, თითოეული ქართულ, ესტონურ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. მხარეთა მიერ წინამდებარე შეთანხმების დებულებათა განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
ივანე მერაბიშვილი მარკო პომერანტსი
საქართველოს შინაგან საქმეთა ესტონეთის რესპუბლიკის
სამინისტროს შინაგან საქმეთა სამინისტროს
სახელით სახელით