„ვიზის გაცემის, გაგრძელებისა და მოქმედების ვადის შეწყვეტის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №399 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№598
სარეგისტრაციო კოდი
010.120.000.08.002.004
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 180, 18/12/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №598

2008 წლის 17 დეკემბერი

ქ. თბილისი

„ვიზის გაცემის, გაგრძელებისა და მოქმედების ვადის შეწყვეტის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №399 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „ვიზის გაცემის, გაგრძელებისა და მოქმედების ვადის შეწყვეტის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №399 ბრძანებულებით (სსმ III, №88, 2006 წ., მუხ. 1168) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დებულების მე-2 მუხლის „ტ“ და „უ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტ) ვიზის გამცემი ორგანო – საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა და/ან საკონსულო დაწესებულება, აგრეთვე, კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანო;

უ) სასაზღვრო კონტროლის ქვედანაყოფები – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საამისოდ უფლებამოსილი ორგანოები, რომლებიც თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში აწარმოებენ სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებული პირების, სატრანსპორტო საშუალებების, ტვირთებისა და სხვა ქონების სასაზღვრო კონტროლს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გახსნილ სასაზღვრო-გამტარ პუნქტებში.“;

ბ) დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ დებულებით დადგენილ შემთხვევებში, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე არსებულ საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილ სასაზღვრო-გამტარ პუნქტებში ვიზა/სამთვიანი შემოსვლის ნებართვა შეიძლება გასცეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულმა უფლებამოსილმა ორგანომ.“;

გ) დებულების მე-15 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სასაზღვრო კონტროლის ქვედანაყოფების მიერ სასაზღვრო-გამტარ პუნქტებში საქართველოს ვიზების გაცემისათვის პასუხისმგებელ პირებსა და მათ კომპეტენციას განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ვიზის გაცემის, გაგრძელებისა და მოქმედების ვადის შეწყვეტის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №399 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 17.12.2008.
როდის იქნა მიღებული „ვიზის გაცემის, გაგრძელებისა და მოქმედების ვადის შეწყვეტის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №399 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“?
„ვიზის გაცემის, გაგრძელებისა და მოქმედების ვადის შეწყვეტის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №399 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 17.12.2008. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №598. სარეგისტრაციო კოდი — 010.120.000.08.002.004.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ვიზის გაცემის, გაგრძელებისა და მოქმედების ვადის შეწყვეტის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №399 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ვიზის გაცემის, გაგრძელებისა და მოქმედების ვადის შეწყვეტის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №399 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 17.12.2008 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „ვიზის გაცემის, გაგრძელებისა და მოქმედების ვადის შეწყვეტის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №399 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, №598, 17.12.2008, სარეგისტრაციო კოდი 010.120.000.08.002.004 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/104068/