ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 06.10.2010
გამომცემი ორგანო ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №27
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.113.016003
გამოქვეყნების წყარო სსმ, 42, 22/10/2010
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,872 სიტყვა · ~9 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Cambria; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:"Geo ABC";} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:SPParliament;} @font-face {font-family:LitMtavrPS;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} h1 {mso-style-link:"Heading 1 Char"; margin-top:24.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"Cambria","serif"; color:#365F91;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:10.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} pre {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.LitMtavHead, li.LitMtavHead, div.LitMtavHead {mso-style-name:LitMtavHead; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:LitMtavrPS; layout-grid-mode:line; font-weight:bold;} p.LNBald, li.LNBald, div.LNBald {mso-style-name:LNBald; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:LitNusx; layout-grid-mode:line; font-weight:bold;} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} span.Heading1Char {mso-style-name:"Heading 1 Char"; mso-style-link:"Heading 1"; font-family:"Cambria","serif"; color:#365F91; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 56.7pt 56.7pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №27 2010 წლის 6 ოქტომბერი ქ. ოზურგეთი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის  1-ლი პუნქტის ,,თ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: 1. დამტკიცდეს „ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულება“,  დებულება თან ერთვის. 2. ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე  ძალადაკარგულად გამოცხადდეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 7 მაისის ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ’’ №46 დადგენილება. 3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საკრებულოს თავმჯდომარე                                                                                        ა. მამეშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულება     მუხლი 1🔗. მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო 1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანო (ტექსტში შემდგომ – ტერიტორიული ორგანო) უზრუნველყოფს საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებების აღსრულებას, საკრებულოსა და გამგეობის ურთიერთობას მოსახლეობასთან, ადმინისტრაციული ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების განხორციელებას. 2. ტერიტორიული ორგანო იქმნება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 აგვისტოს ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” №10 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-14 მუხლით  განსაზღვრულ ადმინისტრაციულ ერთეულებში. 3. ტერიტორიული ორგანო თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარის და გამგებლის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 4. ტერიტორიულ ორგანოს აქვს ბეჭედი, რომელსაც იყენებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად, ასევე გააჩნია საკუთარი ბლანკი და შტამპი.     მუხლი 2🔗. ტერიტორიული ორგანოს სტრუქტურა 1. ტერიტორიული ორგანო შედგება გამგეობის რწმუნებულისა და ტერიტორიული ორგანოს მოხელეებისაგან. 2. ტერიტორიული ორგანოს საქმიანობას წარმართავს გამგეობის რწმუნებული, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 42-ე მუხლის, ამ დებულებით და გამგეობის რწმუნებულის სამუშაოთა აღწერილობით. 3. ტერიტორიული ორგანოს – რწმუნებული წარმართავს  ტერიტორიული ორგანოს საქმიანობას გამგეობის დებულების და ამ დებულებით დადგენილი წესით. 4. ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ვალდებულია პერიოდულად, დადგენილი ფორმით წარუდგინოს გამგებელს ინფორმაცია ადმინისტრაციულ ერთეულში: ა) მუნიციპალიტეტის შესაბამის დასახლებაში მოსახლეობის რაოდენობის შესახებ; ბ) მუნიციპალიტეტის შესაბამის დასახლებაში პირების დაბადებისა და გარდაცვალების და ამ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მდგომარეობის შესახებ; გ) მუნიციპალიტეტის შესაბამის დასახლებაში უძრავ ნივთზე ფიზიკურ პირთა უფლებების რეგისტრაციის მდგომარეობის შესახებ; დ) მუნიციპალიტეტის შესაბამის დასახლებაში დასაქმებისა და მიგრაციის შესახებ; ე) იმ პირთა შესახებ, რომელთა დახმარება ხდება სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან; ვ) ჩასახლებული ეკომიგრანტებისა და დევნილების რაოდენობის და მათი საყოფაცხოვრებო და სამეურნეო პირობებით უზრუნველყოფის მდგომარეობის შესახებ; ზ) მოსახლეობის ელექტროენერგიით, გაზით, შეშით, სასმელი და სარწყავი წყლით უზრუნველყოფის მდგომარეობის შესახებ; თ) სოციალური (ჯანდაცვის, განათლების, კულტურის, დასვენების, კეთილმოწყობის და სხვა) და ინფრასტრუქტურის ობიექტების (გზები, ხიდები, სტიქიისაგან დამცავი ნაგებობები და სხვა) მდგომარეობისა და მათ სარეაბილიტაციოდ პირველ რიგში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ. 5. გამგეობის რწმუნებულის არყოფნის შემთხვევაში, მისი დავალებით, რწმუნებულის უფლება-მოვალეობებს ასრულებს ტერიტორიული ორგანოს ერთ-ერთი მოხელე. 6. ტერიტორიული ორგანოს მოხელეების სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება სამუშაოთა აღწერილობით, რომელსაც განსაზღვრავს გამგებელი. 7. ტერიტორიული ორგანოს მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, გამგეობის დებულებით და ამ დებულების  შესაბამისად.     მუხლი 3🔗. ტერიტორიული ორგანოს ფუნქციები მოსახლეობასთან ურთიერთობების სფეროში ტერიტორიული ორგანო დადგენილი წესით: ა) უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის კავშირს საკრებულოსთან, გამგეობასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირებთან; ბ) იღებს ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მოქალაქეებს, უზრუნველყოფს მათ კომუნიკაციას საკრებულოსა და გამგეობასთან; გ) ადგილზე აცნობს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივ აქტებს; დ) აწვდის მოსახლეობას ინფორმაციას საკრებულოს ნორმატიული აქტების პროექტების, საკრებულოს სხდომების დღის წესრიგისა და ჩატარების თარიღის შესახებ; ე) უზრუნველყოფს მოსახლეობის ინფორმირებულობას ადმინისტრაციულ ერთეულში განსახორციელებელი მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების შესახებ; ვ) უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები მოქალაქეების მონაწილეობას ადმინისტრაციულ ერთეულში დასაგეგმი მუნიციპალური პროგრამების, პროექტების, აგრეთვე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემუშავებაში; ზ) ორგანიზებას უწევს ადმინისტრაციული ერთეულის საზოგადოებრივი საინფორმაციო ცენტრის საქმიანობას; თ) უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები მოქალაქეების მიერ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვებს, საჯარო განხილვებზე გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების სისტემატიზაციასა და წარდგენას გამგეობაში; ი) ორგანიზებას უწევს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის გამოკითხვის და სახალხო განხილვების ჩატარებას; კ) უზრუნველყოფს მოქალაქეებზე საქონლის ადგილწარმოშობის და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ცნობების გაცემას; ლ) იმ ადმინისტრაციულ ერთეულებში, სადაც არ მოქმედებს ნოტარიუსი, უზრუნველყოფს გამგეობის რწმუნებულის მიერ ,,ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სანოტარო მოქმედებათა განხორციელებას; მ) ახორციელებს ,,სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ’’ საქართველოს კანონით განსაზღვრულ, მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს; მ) უზრუნველყოფს საკრებულოს წევრების, საკრებულოსა და გამგეობის თანამდებობის პირების მიერ მოსახლეობის წინაშე ანგარიშგების მიზნით ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მოქალაქეებთან საჯარო შეხვედრების ორგანიზებას; ნ) უზრუნველყოფს მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.     მუხლი 4🔗. ტერიტორიული ორგანოს ფუნქციები საბიუჯეტო-საფინანსო სფეროში ტერიტორიული ორგანო დადგენილი წესით: ა) მონაწილეობს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადების პროცესში, ამზადებს წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს ადმინისტრაციულ ერთეულში გასაწევი ხარჯების და შემოსავლების დაგეგმვის შესახებ; ბ) ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით ამზადებს წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღება-გაუქმებისა და მათი ოდენობის განსაზღვრის საკითხებზე; გ) კოორდინაციას უწევს ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირებას; დ) ამზადებს წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს ადმინისტრაციულ ერთეულში ინვესტირების მიმართულებებისა და მიზნობრივი პროგრამების შესახებ; ე) კონტროლს უწევს ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი ბიუჯეტიდან გაწეული ხარჯების მიზნობრიობას, მიზანშეწონილობასა და ეფექტიანობას, შეიმუშავებს შესაბამის წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; ვ) უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები მოქალაქეებისა და გამგეობის ინფორმირებას ადმინისტრაციულ ერთეულში ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ; ზ) უზრუნველყოფს მოქმედი კანონმდებლობითა და საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარის და გამგებლის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.     მუხლი 5🔗. ტერიტორიული ორგანოს ფუნქციები ადმინისტრაციული ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სფეროში ტერიტორიული ორგანო დადგენილი წესით: ა) ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით ამზადებს წინადადებს, დასკვნებსა და რეკომენდაციების ადმინისტრაციული ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტების შესახებ; ბ) მონაწილეობს ადმინისტრაციულ ერთეულში განსახორციელებელი მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დასაგეგმი დოკუმენტაციის მომზადებაში; გ) კოორდინაციას უწევს ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების განხორციელებას; დ) ორგანიზებას უწევს ადმინისტრაციული ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისათვის საჭირო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებას; ე) უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ერთეულის მოქალაქეებისა და გამგეობის ინფორმირებას ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების განხორციელების შესახებ; ვ) უზრუნველყოფს მოქმედი კანონმდებლობითა და საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარის და გამგებლის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.     მუხლი 6🔗. ტერიტორიული ორგანოს ფუნქციები მუნიციპალიტეტის ქონების მართვის სფეროში ტერიტორიული ორგანო დადგენილი წესით: ა) ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით ამზადებს წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციების ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული მუნიციპალური ქონების შექმნის, სარგებლობისა და განკარგვის საკითხებზე; ბ) უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე არსებული მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და რეგისტრაციის მიზნით საჭირო სამუშაოთა ორგანიზებას; გ) აკონტროლებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე არსებული მუნიციპალური ქონების მიზნობრივ გამოყენებას, ამ ქონებით სარგებლობის წესების დაცვას; დ) უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე არსებული მუნიციპალური ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვას; ე) უზრუნველყოფს მოქმედი კანონმდებლობითა და საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარის და გამგებლის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.     მუხლი 7🔗. ტერიტორიული ორგანოს ფუნქციები მიწითა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში მიწითა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში ტერიტორიული ორგანო დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის მართვას, მისი გამოყენებისა და სარგებლობის კონტროლს; ბ) წინადადებების, რეკომენდაციებისა და დასკვნების მომზადებას ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის შესახებ; გ) ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის კონტროლს; დ) მოსახლეობის ინფორმირებას ადმინისტრაციულ ერთეულში ეკოლოგიური მდგომარეობის შესახებ; ე) მოქმედი კანონმდებლობითა და საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარის და გამგებლის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.     მუხლი 8🔗. ტერიტორიული ორგანოს ფუნქციები სივრცით-ტერიტორიული მოწყობის, განაშენიანებისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სფეროში სივრცით-ტერიტორიული მოწყობის, განაშენიანებისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სფეროში ტერიტორიული ორგანო დადგენილი წესით: ა) ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით ამზადებს წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს ადმინისტრაციული ერთეულის სივრცითი მოწყობის შესახებ; ბ) მონაწილეობს ადმინისტრაციული ერთეულის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისა და განაშენიანების რეგულირების გეგმის, აგრეთვე სხვა ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების შემუშავებაში; გ) მონაწილეობს ადმინისტრაციული ერთეულის კეთილმოწყობის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებაში, ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით ამზადებს შესაბამის წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; დ) უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე მუნიციპალური პროგრამებით გათვალისწინებული ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოთა განხორციელებას; ე) უზრუნველყოფს ტერიტორიის დასუფთავებას და საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანას; ვ) უზრუნველყოფს ზედამხედველობას დასუფთავებისა და გარე რეკლამის განთავსების წესების დაცვაზე; ზ) უზრუნველყოფს მოქმედი კანონმდებლობითა და საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარის და გამგებლის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.     მუხლი 9🔗. ტერიტორიული ორგანოს ფუნქციები ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კომუნალური მომსახურების სფეროში ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კომუნალური მომსახურების სფეროში ტერიტორიული ორგანო დადგენილი წესით: ა) ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით ამზადებს წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხებზე; ბ) მონაწილეობს სატრანსპორტო სისტემისა და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებაში; გ) უზრუნველყოფს ზედამხედველობას საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოსახლეობის მომსახურებაზე; დ) უზრუნველყოფს გარე განათების, სანიაღვრე მეურნეობის, ადგილობრივი გზების, ტროტუარების, მოედნების მოვლა-პატრონობას; ე) უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ ერთეულში სასაფლაოების მოვლა-პატრონობას და მოსახლეობის სარიტუალო მომსახურებას; ვ) უზრუნველყოფს მოქმედი კანონმდებლობითა და საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარის და გამგებლის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.     მუხლი 10🔗. ტერიტორიული ორგანოს ფუნქციები ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროში ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროში ტერიტორიული ორგანო დადგენილი წესით: ა) უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ ერთეულში სოციალურად დაუცველი პირების აღრიცხვას; ბ) ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით ამზადებს წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროებში; გ) ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით ამზადებს წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს მოსახლეობის დასაქმების სფეროში, მონაწილეობს დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებაში; დ) მონაწილეობს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლების, კულტურისა და სპორტის მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების შემუშავებაში, კოორდინაციას უწევს მათ განხორციელებას; ე) ადმინისტრაციულ ერთეულში კოორდინაციას უწევს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში მუნიციპალიტეტის დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელებას; ვ) უზრუნველყოფს მოსწავლეთა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მომსახურებას; ზ) კოორდინაციას უწევს ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო ბაღების საქმიანობას; თ) კოორდინაციას უწევს კულტურული და სპორტული დაწესებულებების საქმიანობას; ი) უზრუნველყოფს მოქმედი კანონმდებლობითა და საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარის და გამგებლის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.     მუხლი 11🔗. ტერიტორიული ორგანოს ფუნქციები მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის სფეროში მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის სფეროში ტერიტორიული ორგანო დადგენილი წესით: ა) მონაწილეობს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაში, სამეზობლო და ოჯახური დავების რეგულირებაში; ბ) მონაწილეობს მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის, სამხედრო სამსახურში გაწვევის, სამხედრო-სასწავლო შეკრებების ჩატარების ღონისძიებებში; გ) მონაწილეობს სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზების ღონისძიებებში; დ) უზრუნველყოფს ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებას; მონაწილეობს სამაშველო ღონისძიებებში; ე) მონაწილეობს კატასტროფების, სტიქიური უბედურებების, ეპიდემიებისა და ეპიზოოტიების სალიკვიდაციო ღონისძიებებში; ვ) უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ ერთეულში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა პრევენციასა და აღკვეთას; ზ) უზრუნველყოფს მოქმედი კანონმდებლობითა და საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარის და გამგებლის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.     მუხლი 12🔗. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ტერიტორიული ორგანოს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.