ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 აგვისტოს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" №15 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№34
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.113.016010
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 42, 22/10/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)

დოკუმენტის ტექსტი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება№34

2010 წლის 6 ოქტომბერი

ქ. ოზურგეთი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 აგვისტოს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ “№15 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, საკრებულომ  დაადგინა:

1. შევიდეს ცვლილებები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 აგვისტოს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“№15 დადგენილებაში, კერძოდ, დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

ა) პირველი მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი, „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარისა და გამგებლის შესაბამისი სამართლებრივი აქტები და ეს დებულება.’’;

ბ) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შმდეგი რედაქციით:

,,2. სამსახურის სტრუქტურას გამგებელი წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს საკრებულოზე დამტკიცების მიზნით, ხოლო საშტატო ნუსხასა და თანამდებობრივ ინსტრუქციებს გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე.’’;

გ) მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის ,,კ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,კ) თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე კონსულტაციებს უწევს გამგებელს, გამგებლის მოადგილეებს, გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელებს’’.

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                                           ა. მამეშვილი