ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 აგვისტოს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" №21 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№37
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.113.016013
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 42, 22/10/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება№37

2010 წლის 6 ოქტომბერი

ქ. ოზურგეთი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 აგვისტოს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“  № 21 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, საკრებულომ დაადგინა:

1. შევიდეს ცვლილებები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 აგვისტოს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ №21 დადგენილებაში, კერძოდ, დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

ა) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე.ა’’  და ,,ე.დ’’ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე.ა) მუნიციპალიტეტის გამგებელთან შეთანხმებით, მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა და პრიორიტეტულ სახეობათა შერჩევა შესაბამის სამსახურებთან ერთად ;“ ;

„ე.დ) კოორდინაციას უწევს სხვა სპორტულ საზოგადოებებთან ერთად მუნიციპალიტეტის მასშტაბით. მასობრივ გამაჯანსაღებელი, სპორტული ღონისძიებების, სპორტული მოძრაობების, სპორტული შეჯიბრებების და სასწავლო-საწვრთნელი შეჯიბრებების მოწყობას. ხელმძღვანელობს პერსპექტიული სპორტსმენების გამოვლენის მიზნით სპორტის სახეების მიხედვით მუნიციპალური და საქალაქო პირველობების ჩატარებას ბავშვთა ყველა ასაკობრივ ჯგუფში და ნაკრები გუნდების მივლინებას რესპუბლიკურ პირველობას’’.;

ბ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. სამსახური დასახული მიზნისა და ამოცანების შესრულებისათვის უფლებამოსილია განახორციელოს, გამოიყენოს სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებები მუნიციპალიტეტის კულტურული, შემოქმედებითი თუ სხვა მემკვიდრეობის პოპულარიზაციისათვის.’’;

გ) მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 9. სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

სამსახურის  რეორგანიზაცია ან/და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.’’.

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                                       ა. მამეშვილი