ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 აგვისტოს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ" №23 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№39
სარეგისტრაციო კოდი
210070000.35.113.016015
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 42, 22/10/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება№39

2010 წლის 6 ოქტომბერი

ქ. ოზურგეთი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 აგვისტოს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ №23 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1.ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 აგვისტოს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ №23 დადგენილებ აში შევიდეს ცვლილებები და დამატებები:

ა) №23 დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის განაკვეთების შემოღებისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ’’;

ბ) №23 დადგენილების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,დაწესებულებებისთვის, ორგანიზაციებისა და იურიდიული პირებისათვის დაწესდეს დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი და მისი ოდენობა ერთ კუბურ მეტრ ნარჩენებზე განისაზღვროს 11.42 ლარით,თანახმად №2 დანართისა’’;

გ) №23 დადგენილების მე-3 პუნქტს დაემატოს 31 (პრიმა) პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,31. დამტკიცდეს დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადახდის ქვითრის ტიპური ფორმა თანახმად №3 დანართისა’’;

დ) №23 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. მოსაკრებლის გადახდაზე ხელშეკრულებებს დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან,იურიდიულ პირებთან და მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოსახლეობასთან ამზადებს და დებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – „დასუფთავების სამსახური’’;

ე) №23 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 7. პასუხისმგებლობა მოსაკრებლის გადახდევინებისათვის

  მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება – ოზურგეთის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს – „დასუფთავების სამსახურს’’;

ვ) №23დადგენილებას დაემატოს №3 დანართი – „ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიების დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადახდის ქვითრის ტიპური ფორმ ა“, (დანართი თან ერთვის).

2.დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საკრებულოს თავჯდომარე                                                                                         ა.მამეშვილი


ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 აგვისტოს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ" №23 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 06.10.2010.
როდის იქნა მიღებული „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 აგვისტოს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ" №23 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“?
„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 აგვისტოს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ" №23 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ მიღებულია 06.10.2010. მიმღები ორგანო — ოზურგეთის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №39. სარეგისტრაციო კოდი — 210070000.35.113.016015.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 აგვისტოს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ" №23 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 აგვისტოს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ" №23 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 06.10.2010 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 აგვისტოს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ" №23 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“, №39, 06.10.2010, სარეგისტრაციო კოდი 210070000.35.113.016015 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.10.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1041188/