„სახელმწიფო დახმარების ადმინისტრირების წესის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 11 იანვრის №4/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№329/ნ
სარეგისტრაციო კოდი
470230000.22.035.016004
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 130, 11/10/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

მინისტრის ბრძანება №329/ნ

2010 წლის 11 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო დახმარების ადმინისტრირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 11 იანვრის №4/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”

    მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 20-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ :

„სახელმწიფო დახმარების ადმინისტრირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 11 იანვრის №4/ნ ბრძანებით დამტკიცებული (სსმ, III, №3, მუხ. 19) „სახელმწიფო დახმარების ადმინისტრირების წესის” მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სახელმწიფო დახმარების დანიშვნა ხორციელდება სააგენტოში განცხადებისა და შესაბამისი დოკუმენტ(ებ)ის წარდგენიდან მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. სახელმწიფო დახმარების დანიშვნისათვის საჭირო დოკუმენტ(ებ)ის არა უგვიანეს 2011 წლის 1 იანვრამდე წარდგენის შემთხვევაში, სახელმწიფო დახმარების გაცემა განხორციელდება 2010 წლის 1 იანვრიდან, სახელმწიფო პენსიის/კომპენსაციის დანიშვისა და სტატუსის მინიჭების თარიღის მიუხედავად.“.

    მუხლი 2

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტომ უზრუნველყოს 2010 წლის 1 იანვრიდან სახელმწიფო დახმარების ანაზღაურება იმ პირებისათვის, რომლებსაც აღნიშნული გასაცემელი დანიშნული ჰქონდათ ამ ბრძანების ამოქმედებამდე.

    მუხლი 3

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ურუშაძე

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო დახმარების ადმინისტრირების წესის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 11 იანვრის №4/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 11.10.2010.
როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო დახმარების ადმინისტრირების წესის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 11 იანვრის №4/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„სახელმწიფო დახმარების ადმინისტრირების წესის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 11 იანვრის №4/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 11.10.2010. მიმღები ორგანო — საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №329/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 470230000.22.035.016004.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „სახელმწიფო დახმარების ადმინისტრირების წესის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 11 იანვრის №4/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „სახელმწიფო დახმარების ადმინისტრირების წესის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 11 იანვრის №4/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 11.10.2010 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „სახელმწიფო დახმარების ადმინისტრირების წესის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 11 იანვრის №4/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №329/ნ, 11.10.2010, სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016004 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.10.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1041485/