„გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 28 აპრილის №160 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №617
2008 წლის 23 დეკემბერი
ქ. თბილისი
„გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 28 აპრილის №160 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 28 აპრილის №160 ბრძანებულებაში (სსმ III, 2001წ., №43, მუხ. 326) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) ბრძანებულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოში გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის საკითხთა შესწავლისა და შესაბამისი დასკვნების მომზადების მიზნით, შეიქმნას გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის სამთავრობო კომისია და დამტკიცდეს კომისიის თანდართული შემადგენლობა:
დავით ტყეშელაშვილი – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეგიონული მართვის საკითხებში, კომისიის თავმჯდომარე
ზვიად ბერიძიშვილი – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სტატისტიკის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე
რამინ გობეჯიშვილი – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი
მიხეილ კვესაძე – რეგიონული მართვის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი
ვაჟა კიკნაძე – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი
ირაკლი ლეჟავა – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სამსახურის უფროსი
ვახტანგ მაღრაძე – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი
მარიკა ოძელი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტოს ქართული ენის სამსახურის უფროსი
ვლადიმერ სირაძე – რეგიონული მართვის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი
თეა ტეტელოშვილი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ქართული ენის სამსახურის მთავარი სპეციალისტი.“;
ბ) ბრძანებულების მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი