მცხეთის მუნიციპალიტეტის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 08.10.2010
ძალის დაკარგვა 17.08.2011
გამომცემი ორგანო მცხეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №45
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.153.016014
გამოქვეყნების წყარო სსმ, 43, 25/10/2010
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 2 აქტით
- მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 04.02.2013
- მცხეთის მუნიციპალიტეტის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 12.08.2011
დოკუმენტის ტექსტი
მცხეთის მუნიციპალიტეტის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:35.95pt 46.3pt 45.0pt 45.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №45
2010 წლის 8 ოქტომბერი
ქ. მცხეთა
მცხეთის მუნიციპალიტეტის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ’’ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1. დამტკიცდეს მცხეთის მუნიციპალიტეტის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 16 თებერვლის №53 დადგენილება „მცხეთის მუნიციპალიტეტის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“.
3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. კალანდაძე
მცხეთის მუნიციპალიტეტის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულება
1. ეს დებულება განსაზღვრავს მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის (შემდგომში – სამსახური) სამართლებრივ-ეკონომიკურ და სოციალურ საფუძვლებს, აწესრიგებს მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობებს.
2. სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახური წარმოადგენს მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს.
3. სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის საქმიანობის სამართლებრივ საფუძვლებს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’, საქართველოს კანონები „საჯარო სამსახურის შესახებ’’, „სახანძრო უსაფრთხოების შესახებ’’, საქართველოს მოქმედი სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, ეს დებულება და სხვა.
4. სამსახურის კომპეტენცია და საქმიანობის წესი განისაზღვრება მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით და ამ დებულებით, რომელსაც „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით ამტკიცებს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
5. სამსახურს აქვს ბეჭედი დადგენილი ფორმის სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და სამსახურის სახელწოდების აღნიშნვით, ბლანკი სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით და სხვა საჭირო რეკვიზიტებით.
6. სამსახურის ადგილსამყოფელია: ქ. მცხეთა, ღვინჯილიას ქ. №7.
მუხლი 2🔗. სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის უფლება-მოვალეობები
1. სამსახურის ძირითად უფლება-მოვალეობებს წარმოადგენს:
ა) შესაბამისი საავარიო-სამაშველო სამუშაოების განხორციელება მცხეთის მუნიციპალიტეტის საზღვრებში;
ბ) საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობის მიღება საქართველოს ტერიტორიაზე ხანძრების, ავარიების, კატასტროფების, სტიქიური უბედურებებისა და სხვა სახანძრო სალიკვიდაციო სამუშაოებში;
გ) ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების ორგანიზება;
დ) სახანძრო ძალებისა და საშუალებების მართვის ერთიანი სისტემების შექმნა;
ე) სხვადასხვა სახეობის სამსახურებთან ერთობლივი ღონისძიებების ორგანიზება და ჩატარება;
ვ) სახანძრო ძალებისა და საშუალებების აღრიცხვა და კონტროლი;
ზ) ხანძრების ჩაქრობისა და საავარიო გადაუდებელი სამუშაოების ჩატარებისათვის სახანძრო ძალებისა და საშუალებების გამოყენება;
თ) სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულების ორგანიზება და განხორციელება;
ი) გამოძახების მიღების და რეგისტრაციის, აგრეთვე საინფორმაციო სისტემების მუშაუნარიანობის უზრუნველყოფა;
კ) დიდი ხანძრების, აგრეთვე ავარიების, კატასტროფების და სხვა საგანგებო სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციაში სახანძრო დაცვის მორიგეობიდან თავისუფალი პირადი შემადგენლობის ჩაბმის ორგანიზება;
ლ) ხანძრის, ავარიების, კატასტროფების, სტიქიური უბედურებებისა და სახანძრო სიტუაციის შემთხვევაში სხვა სახანძრო ძალებისა და საშუალებების ჩაბმა;
მ) სახელმწიფო და ადგილობრივი მიზნობრივი პროგრამების შესრულებაში მონაწილეობა;
ნ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.
2. სამსახურის საშტატო რაოდენობას, კანონით დადგენილი წესით, გამგებლის წარდგინებით, ამტკიცებს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.
3. სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას იქ მომუშავე პირები სარგებლობენ დადგენილი ფორმის ტანსაცმლით, რომელიც მათ ეძლევათ უფასოდ, ნორმის ფარგლებში.
4. აკრძალულია სახანძრო და სამაშველო ტექნიკის, ტექნიკური შეიარაღების არადანიშნულებისამებრ გამოყენება.
მუხლი 3🔗. სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის სტრუქტურა და მართვა
1. სამსახურს ჰყავს უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი.
2. სამსახურის უფროსი წარმოადგენს ამ სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს, რომელიც პასუხისმგებელია სამსახურზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე.
3. სამსახურის ხელძმღვანელი:
ა) ხელმძღვანელობს სამსახურს და პასუხისმგებელია მისი საქმიანობის სწორად წარმართვაზე;
ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოსამსახურეთა შორის;
გ) თვალყურს ადევნებს სამსახურის მოსამსახურეთა მოვალეობის შესრულებას. თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით;
დ) გამგებელს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს, ასევე, სამსახურის წლიური ხარჯების საკითხებთან დაკავშირებით;
ე) უზრუნველყოფს მზადყოფნას ხანძრის ჩასაქრობად და საავარიო სამუშაოების ჩასატარებლად;
ვ) უზრუნველყოფს ხანძარსაწინააღმდეგო, წყალმომარაგების, კავშირგაბმულობის საშუალებებზე გასვლისათვის მუნიციპალიტეტში დროული გამოცხადების განხორციელებას;
ზ) სამსახურის საქმიანობიდან გამომდინარე, ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამათლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს;
თ) ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წინაშე.
მუხლი 4🔗. სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის მოსამსახურეთა სამართლებრივი და სოციალური გარანტიები
1. სამსახურის პირადი შემადგენლობის სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიები და შეღავათები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 5🔗. სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა
1. სამსახურის დაფინანსება და მისი მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა ხორციელდება მცხეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან.
2. სამსახურის ფინანსურ და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას, ასევე მათი პირადი შემადგენლობის სოციალური დაცვის გარანტიებისა და კომპენტენციების შესრულებისთვის საჭირო დაფინანსებას, კანონით დადგენილი წესით, ახორციელებს მცხეთის მუნიციპალიტეტი.
მუხლი 6🔗. სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის ქონება
1. სამსახური თავისი საჭიროების და კომპეტენციის შესრულებისთვის იყენებს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ქონებას.
მუხლი 7🔗. დასკვნითი დებულება
1. სამსახურის დებულების პროექტს, საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს გამგებელი, საკრებულოს მიერ დასამტკიცებლად.
2. ამ დებულების ძალადაკარგულად გამოცხადება და მასში ცვლილებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. სამსახურის რეორგანიზაციის ან/და ლიკვიდაციის საფუძველია მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაციის ან/და ლიკვიდაციის შესახებ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი დადგენილება.