„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№618
სარეგისტრაციო კოდი
010.210.040.08.002.004
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 183, 25/12/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №618

2008 წლის 24 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულებით (სსმ III, 2005 წ., №78, მუხ. 831) დამტკიცებულ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

ა) მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ს“ ქვეპუნქტი:

„ს) კულტურულ ღონისძიებათა უზრუნველყოფის სამსახური.“;

ბ) მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-18 პუნქტი:

„18. კულტურულ ღონისძიებათა უზრუნველყოფის სამსახურის ფუნქციებია:

ა) ადმინისტრაციის კომპეტენციის ფარგლებში გასამართი კულტურული ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებაში მონაწილეობა და მათი განხორციელების უზრუნველყოფა;

ბ) დავალების შესაბამისად, კულტურული ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან და აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების შესაბამის სამსახურებთან ურთიერთობის კოორდინაცია;

გ) ადმინისტრაციის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 24.12.2008.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე“?
„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 24.12.2008. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №618. სარეგისტრაციო კოდი — 010.210.040.08.002.004.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.12.2008 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე“, №618, 24.12.2008, სარეგისტრაციო კოდი 010.210.040.08.002.004 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.12.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/104176/