,,კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“
მიღების თარიღი 26.12.2008
ძალის დაკარგვა 09.01.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №622
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.08.002.004
გამოქვეყნების წყარო სსმ, 184, 26/12/2008
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
,,კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; }
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; }
p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:595.45pt 841.7pt; margin:1.0in .9in 45.0pt .9in;}
div.Section1 {page:Section1;}
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.08.002.004
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №622
2008 წლის 26 დეკემბერი
ქ. თბილისი
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განსაზღვრის, საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის განახლებისა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმის შემუშავების, შესრულებისა და მისი განხორციელების მონიტორინგის, უწყებათაშორისი საქმიანობის კოორდინაციის, აგრეთვე შესაბამისი წინადადებებისა და დასკვნების შემუშავების მიზნით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან შეიქმნას კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო შემდეგი შემადგენლობით:
ზურაბ ადეიშვილი – საქართველოს იუსტიციის მინისტრი, საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე
ვახტანგ ლეჟავა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველი, საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე
კახა ბენდუქიძე – საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსი
ლევან ბეჟაშვილი – საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე
თინა ბურჯალიანი – საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე
მურთაზ ზოდელავა – საქართველოს პარლამენტის წევრი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე
ეკატერინე ზღულაძე – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე
პავლე კუბლაშვილი – საქართველოს პარლამენტის წევრი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე
ზაზა მეიშვილი – საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე/სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარე
ვაჟა პეტრიაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე
გიორგი ქადაგიძე – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსი
დიმიტრი ძაგნიძე – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე.
2. ეთხოვოთ საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა:
თამუნა ქაროსანიძეს – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელ დირექტორს
თამარ ხიდაშელს – ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარეს
ნინო ხურციძეს – აშშ იურისტთა ასოციაციის მთავარ იურიდიულ მრჩეველს
ქეთევან ხუციშვილს – ფონდის „ღია საზოგადოება – საქართველოს“ აღმასრულებელ დირექტორს.
3. დამტკიცდეს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს თანდართული დებულება.
4. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო (შემდეგში – საკოორდინაციო საბჭო) შექმნილია საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.
2. საკოორდინაციო საბჭო თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
3. საკოორდინაციო საბჭოს სტრუქტურა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით.
მუხლი 2🔗. საკოორდინაციო საბჭოს სტრუქტურა
1. საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობას განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი.
2. საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობაში სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან ერთად შეიძლება შედიოდნენ შესაბამის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები და მეცნიერები.
3. საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობაში საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის მოწვევით შეიძლება მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წევრები, სახელმწიფო უწყებათა ხელმძღვანელები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დამოუკიდებელი ექსპერტები.
4. საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობიდან წევრის გამოწვევა ხდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ საკუთარი ინიციატივით ან საკოორდინაციო საბჭოს წევრის წარმდგენი ორგანოს წინადადებით.
მუხლი 3🔗. საკოორდინაციო საბჭოს ამოცანები
საკოორდინაციო საბჭოს ძირითადი ამოცანებია:
ა) კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განსაზღვრა;
ბ) საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმის შემუშავება, პერიოდული განახლება და მონიტორინგი;
გ) საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და განხორციელების პროცესში შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების გათვალისწინება;
დ) საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, უწყებათაშორისი საქმიანობის კოორდინაცია;
ე) საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მომზადებული რეკომენდაციების შესრულების უზრუნველყოფა, მათი იმპლემენტაციის შესახებ სახელმწიფო ანგარიშის მომზადების უზრუნველყოფა და ინფორმაციის მიწოდება.
მუხლი 4🔗. საკოორდინაციო საბჭოს უფლებამოსილება
დასახული მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად საკოორდინაციო საბჭო უფლებამოსილია:
ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს სახელმწიფო ორგანოებიდან და დაწესებულებებიდან გამოითხოვოს საქმიანობისათვის საჭირო ინფორმაცია;
ბ) შეიმუშაოს წინადადებები და რეკომენდაციები საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმის განახლებისა და სრულყოფის მიზნით;
გ) საქართველოს სახელმწიფო ორგანოებიდან და დაწესებულებებიდან გამოითხოვოს ინფორმაცია საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებისა და საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ.
მუხლი 5🔗. საკოორდინაციო საბჭოს მუშაობის ორგანიზაცია
1. საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელობს და მის სხდომებს წარმართავს საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე.
2. საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ასრულებს საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.
3. საკოორდინაციო საბჭოს სხდომები იმართება სამ თვეში ერთხელ.
4. საჭიროების შემთხვევაში, დასაშვებია საკოორდინაციო საბჭოს ვადამდე მოწვევა საბჭოს თავმჯდომარის მიერ.
5. საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დღის წესრიგს ამტკიცებს საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე.
6. საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე საკითხის გატანის უფლება აქვთ საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარეს და წევრებს, აგრეთვე სამუშაო ჯგუფის მომხსენებელს და დამოუკიდებელ ექსპერტს.
7. საკოორდინაციო საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საკოორდინაციო საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი.
8. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის ხმა.
9. საკოორდინაციო საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე.
მუხლი 6🔗. დასკვნითი დებულება
საკოორდინაციო საბჭოს დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.