"საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№3658-IIს
სარეგისტრაციო კოდი
010110000.04.001.016003
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 53, 11/10/2010

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ორგანული კანონი

„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, №5, მარტი, 1993 წელი, მუხ. 66) შეტანილ იქნ ე ს შემდეგი ცვლილებები:

1. 34-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს მოქალაქეობის მიღების, მოქალაქეობიდან გასვლისა და მოქალაქეობის აღდგენის შესახებ განცხადებები დაინტერესებულ პირებს შეაქვთ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში (შემდგომში – სააგენტო). საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები პირები განცხადებებს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების მეშვეობით უგზავნიან სააგენტოს ან პირდაპირ უგზავნიან საქართველოს პრეზიდენტს.“.

2. 37-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს მოქალაქეობიდან პირის გასვლის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება ძალაში შედის:

ა) საქართველოს კომპეტენტური ორგანოების მიერ ამ პირის მიერ უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის მიღებისთანავე;

ბ) მისი ხელმოწერის დღიდან, თუ წარმოდგენილია უცხო ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლ ითაც ცალსახად დასტურ დება, რომ პირი საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის შემთხვევაში აუცილებლად მიიღებს შესაბამისი ქვეყნის მოქალაქეობას. “.

3. 44-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „2. სხვა სახელმწიფოში დროებით ან მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობას და პასპორტს გასცემს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება სააგენტოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში .“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 1 ოქტომბერი.

№3658– IIს

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 01.10.2010.
როდის იქნა მიღებული "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
"საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 01.10.2010. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №3658-IIს. სარეგისტრაციო კოდი — 010110000.04.001.016003.
სად არის "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 01.10.2010 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს ორგანული კანონი "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №3658-IIს, 01.10.2010, სარეგისტრაციო კოდი 010110000.04.001.016003 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.10.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1042297/