⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (27.11.2014)
გაუქმებულია:

,,ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“

მიღების თარიღი 26.12.2008
ძალის დაკარგვა 27.11.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №625
სარეგისტრაციო კოდი 010.020.030.08.002.004.
გამოქვეყნების წყარო სსმ, 185, 29/12/2008
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 932 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.12.2008 მიღება
27.11.2014 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

,,ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif"; font-weight:normal;} h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} h3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.45pt 841.7pt; margin:1.0in .7in 63.0pt .7in;} div.Section1 {page:Section1;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.020.030.08.002.004 საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №625 2008 წლის 26 დეკემბერი ქ. თბილისი ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ 1. შეიქმნას ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საბჭო შემდეგი შემადგენლობით: ლალი ფაფიაშვილი – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე, საუწყებათაშორისო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი გიორგობიანი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე ზღულაძე – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ნინო კალანდაძე – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თამარ კინწურაშვილი – საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი მაია კოპალეიშვილი – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ანა ჟვანია – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ხუციშვილი – დამოუკიდებელი ექსპერტი. 2. ეთხოვოთ საუწყებათაშორისო საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა: ლელა ბაქრაძეს – (UNFPA) გაეროს მოსახლეობის ფონდის წარმომადგენელს კობა ბოჭორიშვილს – კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრის თავმჯდომარეს ია დადუნაშვილს – შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელს მარინა თაბუკაშვილს – ფონდ „ტასოს“ თავმჯდომარეს დონალდ კეროლს – აშშ-ის საელჩოს პოლიტიკურ ოფიცერს ჯოი დევის კიჩნერს – აშშ-ის საელჩოს პოლიტიკურ ოფიცერს ირინა ლორთქიფანიძეს – ამერიკის იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელს თამარ (ბაია) რომელაშვილს – საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გამოძიებისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსს თამარ საბედაშვილს – (UNIFEM) გაეროს ქალთა ფონდის წარმომადგენელს ნათია ფარცხალაძეს – გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს რუსუდან ფხაკაძეს – არასამთავრობო ორგანიზაცია „სახლის“ თავმჯდომარეს ნინო ქოჩიშვილს – საქართველოში ევროკომისიის დელეგაციის წარმომადგენელს ნატო შავლაყაძეს – ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის თავმჯდომარეს ნათია ჩერქეზიშვილს – (UNDP) გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენელს ხათუნა ჭითანავას – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელს მარკ ჰულსტს – საქართველოში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ტრეფიკინგის საწინააღმდეგო პროგრამის ოფიცერს. 3. დამტკიცდეს საუწყებათაშორისო საბჭოს თანდართული დებულება. 4. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. მ. სააკაშვილი ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საბჭოს დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საბჭო (შემდეგში – საუწყებათაშორისო საბჭო) შექმნილია საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით. 2. საუწყებათაშორისო საბჭო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და ამ დებულებით. 3. საუწყებათაშორისო საბჭოს სტრუქტურა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით.     მუხლი 2🔗. საუწყებათაშორისო საბჭოს სტრუქტურა 1. საუწყებათაშორისო საბჭოს შემადგენლობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა და ბრძანებულებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი. 2. საუწყებათაშორისო საბჭოს შემადგენლობაში სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან ერთად შედიან შესაბამის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლები, ამავე სფეროს სპეციალისტები და მეცნიერები. 3. საუწყებათაშორისო საბჭოს საქმიანობაში საუწყებათაშორისო საბჭოს თავმჯდომარის მოწვევით შეიძლება მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წევრები, სახელმწიფო უწყებათა ხელმძღვანელები, არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. 4. საუწყებათაშორისო საბჭოს შემადგენლობიდან წევრის გამოწვევა ხდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ საკუთარი ინიციატივით ან საუწყებათაშორისო საბჭოს წევრის წარმდგენი ორგანოს წინადადებით.     მუხლი 3🔗. საუწყებათაშორისო საბჭოს ამოცანები საუწყებათაშორისო საბჭოს ძირითადი ამოცანებია: ა) ოჯახში ძალადობის აღკვეთის, მისი თავიდან აცილების, მის წინააღმდეგ ბრძოლისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის სფეროში შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებისათვის განსაზღვრული ფუნქციების ეფექტიანად განხორციელებაში ხელის შეწყობა და მათი საქმიანობის კოორდინაცია; ბ) ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და მის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის, ოჯახში ძალადობის ხელშემწყობი მიზეზების აღმოფხვრის თაობაზე წინადადებების შემუშავება და საქართველოს პრეზიდენტისათვის განსახილველად წარდგენა; გ) ოჯახში ძალადობის აღკვეთის, მსხვერპლთა დაცვასა და დახმარებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის პროცესში მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოს სახელმწიფო უწყებებთან, არასამთავრობო სექტორთან, ამ პრობლემებზე მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან, აგრეთვე ერთობლივი წინადადებების შემუშავება საქართველოს პრეზიდენტისათვის წარსადგენად; დ) ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებული მდგომარეობის მონიტორინგი.     მუხლი 4🔗. საუწყებათაშორისო საბჭოს მუშაობის ორგანიზაცია 1. საუწყებათაშორისო საბჭოს საქმიანობას ხელმძღვანელობს და საუწყებათაშორისო საბჭოს სხდომებს წარმართავს საუწყებათაშორისო საბჭოს თავმჯდომარე, რომელსაც საუწყებათაშორისო საბჭოს შემადგენლობიდან ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. 2. საუწყებათაშორისო საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებას საუწყებათაშორისო საბჭოს თავმჯდომარის დავალებით ახორციელებს საუწყებათაშორისო საბჭოს ერთ-ერთი წევრი. 3. საუწყებათაშორისო საბჭოს სხდომები, როგორც წესი, ტარდება სამ თვეში ერთხელ. 4. საუწყებათაშორისო საბჭოს თავმჯდომარემ შეიძლება საუწყებათაშორისო საბჭოს სხდომები საჭიროებისამებრ მოიწვიოს დადგენილ ვადაზე ადრე. 5. საუწყებათაშორისო საბჭოს სხდომის მომზადებას უზრუნველყოფს საუწყებათაშორისო საბჭოს სხდომის მდივანი. 6. საუწყებათაშორისო საბჭოს სხდომაზე საკითხის გატანის უფლება აქვთ საუწყებათაშორისო საბჭოს თავმჯდომარეს და საუწყებათაშორისო საბჭოს წევრებს. 7. საუწყებათაშორისო საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საუწყებათაშორისო საბჭოს წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტი. 8. საუწყებათაშორისო საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია საუწყებათაშორისო საბჭოს თავმჯდომარის ხმა. 9. საუწყებათაშორისო საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საუწყებათაშორისო საბჭოს თავმჯდომარე და მდივანი.     მუხლი 5🔗. დასკვნითი დებულება საუწყებათაშორისო საბჭოს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.