საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის წესისა და დამატებითი პირობების დადგენის შესახებ
მიღების თარიღი 21.09.2005
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №162
სარეგისტრაციო კოდი 140.130.000.10.003.000.296
გამოქვეყნების წყარო სსმ, 113, 27/09/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.09.2005 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის წესისა და დამატებითი პირობების დადგენის შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-justify:inter-ideograph; line-height:18.0pt; font-size:12.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-justify:inter-ideograph; line-height:18.0pt; font-size:12.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-justify:inter-ideograph; line-height:18.0pt; font-size:12.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-justify:inter-ideograph; line-height:18.0pt; font-size:10.0pt; }
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-justify:inter-ideograph; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-justify:inter-ideograph; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:85.05pt 70.9pt 56.7pt 70.9pt;}
div.Section1 {page:Section1;}
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №162
2005 წლის 21 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ლიცენზიისა და ნებართვების გაცემის წესისა და დამატებითი სანებართვო პირობების დადგენის შესახებ
მუხლი 1🔗.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გასცემს:
ა) დაკვირვების ელექტრონულ საშუალებათა დამზადების, შეძენის, საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის ლიცენზიას;
ბ) იარაღის შეძენის (შენახვის უფლებით) ნებართვას;
გ) იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვას;
დ) უცხო სახელმწიფოს მოქალაქის მიერ იარაღის საქართველოში შეძენის ნებართვას;
ე) იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვის ნებართვას;
ვ) იარაღისა და საბრძოლო მასალის გადაგზავნის ნებართვას;
ზ) იარაღის ერთი სახეობის ცალკეული ეგზემპლარების საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის ნებართვას;
თ) ტირის, სასროლეთის, სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვას.
მუხლი 2🔗.
1. დაკვირვების ელექტრონულ საშუალებათა დამზადების, შეძენის, საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის ლიცენზიის მიღების საფუძველია ლიცენზიის გამცემი ორგანოსადმი ლიცენზიის მაძიებლის წერილობითი განცხადება.
2. განცხადებას თან უნდა ერთოდეს:
ა) ტექნიკური დოკუმენტაცია და ტექნიკური უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტები;
ბ) შესაბამისობის სერტიფიკატი;
გ) სიხშირის ფლობის დოკუმენტი ან ხელშეკრულება სიხშირის მფლობელთან;
დ) დაკვირვების ელექტრონულ საშუალებათა ნიმუშები (ლიცენზიის გამცემის მოთხოვნით);
ე) მონაცემები იმ სპეციალისტთა პროფესიული მომზადების შესახებ, რომლებმაც უნდა განახორციელონ დაკვირვების ელექტრონულ საშუალებებთან დაკავშირებული საქმიანობის განცხადებული სახეობა.
3. ლიცენზიის მაძიებელმა უნდა წარადგინოს დოკუმენტების დედნები ან მათი ასლები.
4. თუ ლიცენზიის მაძიებლის მიერ მოთხოვნილი დაკვირვების ელექტრონულ საშუალებებთან დაკავშირებული საქმიანობის სახეობა შეიცავს სახელმწიფო საიდუმლოებას, მაშინ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის დროს დაცული უნდა იყოს სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები.
მუხლი 3🔗.
1. იარაღის შეძენის ნებართვის (შენახვის უფლებით) ან იარაღის შეძენის ნებართვის (შენახვისა და ტარების უფლებით) მისაღებად ნებართვის მაძიებელი წერილობითი განცხადებით მიმართავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.
2. იარაღის შეძენის (შენახვის უფლებით) ნებართვის ან იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვის მისაღებად წარდგენილ უნდა იქნეს:
ა) იურიდიული პირის მიერ:
ა.ა) იარაღის შენახვისა და ტარებისათვის პასუხისმგებელი პირის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;
ა.ბ) საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციის მოწმობის ასლი;
ა.გ) იარაღის შენახვისა და ტარებისათვის პასუხისმგებელი პირის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ კომისიური წესით გაცემული ჯანმრთელობის დამადასტურებელი ცნობა;
ბ) ფიზიკური პირის მიერ:
ბ.ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;
ბ.ბ) საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციის მოწმობის ასლი;
ბ.გ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ კომისიური წესით გაცემული ჯანმრთელობის დამადასტურებელი ცნობა;
ბ.დ) 2 ფოტოსურათი ზომით 3X4 (ფერადი).
მუხლი 4🔗.
1. უცხო სახელმწიფოს მოქალაქის მიერ იარაღის საქართველოში შეძენის ნებართვის მისაღებად საქართველოში ლეგალურად მყოფმა უცხო სახელმწიფოს მოქალაქემ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა წარუდგინოს:
ა) უცხო სახელმწიფოს მოქალაქეობის დამადასტურებელი მოწმობის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
ბ) საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი ცნობა;
გ) უცხო სახელმწიფოს შუამდგომლობა იარაღის შეძენასთან დაკავშირებით;
დ) 2 ფოტოსურათი ზომით 3X4 (ფერადი);
ე) საქართველოს ტერიტორიაზე დროებით რეგისტრირებულმა უცხო ქვეყნის მოქალაქემ დამატებით უნდა წარადგინოს საქართველოს ტერიტორიაზე საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციის მოწმობის ნოტარიულად დამოწმებული ასლი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირს იარაღის შეძენის ნებართვა მიეცემა შენახვის უფლებით საქართველოში რეგისტრაციის ვადით.
მუხლი 5🔗.
იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვის ნებართვის მისაღებად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა წარედგინოს:
ა) იურიდიული პირის მიერ:
ა.ა) ექსპორტიორის ბეჭდით დამოწმებული მონაცემები იარაღის თითოეული ეგზემპლარის შესახებ (დასახელება, მოდელი, სერია, ნომერი);
ა.ბ) იარაღისა და საბრძოლო მასალის გარკვეული რაოდენობის კანონიერად ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ა.გ) იარაღისა და საბრძოლო მასალის გადაცემაზე შესაბამისი დოკუმენტი, სადაც ნაჩვენებია ზუსტი მონაცემები გადასატან-გადასაზიდ იარაღსა და საბრძოლო მასალაზე;
ა.დ) იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვისათვის პასუხისმგებელ პირთა მონაცემები;
ა.ე) ავტოტრანსპორტის სარეგისტრაციო მონაცემები, რითაც ხორციელდება იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვა;
ბ) ფიზიკური პირის მიერ:
ბ.ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა (პასპორტი) ან მისი ასლი;
ბ.ბ) იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა.
მუხლი 6🔗.
იარაღისა და საბრძოლო მასალის გადაგზავნის ნებართვის მისაღებად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა წარედგინოს:
ა) იურიდიული პირის მიერ:
ა.ა) ექსპორტიორის ბეჭდით დამოწმებული მონაცემები იარაღის თითოეული ეგზემპლარის შესახებ (დასახელება, მოდელი, სერია, ნომერი);
ა.ბ) იარაღისა და საბრძოლო მასალის გარკვეული რაოდენობის საქართველოში იმპორტის შესაბამისი ნებართვის ასლი;
ა.გ) იარაღისა და საბრძოლო მასალის გადაცემაზე შესაბამისი დოკუმენტი, სადაც ნაჩვენებია ზუსტი მონაცემები გადასაგზავნ იარაღსა და საბრძოლო მასალაზე;
ა.დ) იარაღისა და საბრძოლო მასალის გადაგზავნისათვის პასუხისმგებელ პირთა საპასპორტო მონაცემები;
ა.ე) ავტოტრანსპორტის სარეგისტრაციო მონაცემები, რითაც ხორციელდება იარაღისა და საბრძოლო მასალის გადაგზავნა;
ბ) ფიზიკური პირის მიერ:
ბ.ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა (პასპორტი) ან მისი ასლი;
ბ.ბ) იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა.
მუხლი 7🔗.
1. იარაღის ერთი სახეობის ცალკეული ეგზემპლარების საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის ნებართვის მისაღებად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა წარედგინოს:
ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა (პასპორტი) ან მისი ასლი;
ბ) მოქალაქის რეგისტრაციის მოწმობა ან მისი ასლი;
გ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ კომისიური წესით გაცემული ჯანმრთელობის დამადასტურებელი ცნობა;
დ) საბაჟო დეკლარაციის ასლი;
ე) 2 ფოტოსურათი ზომით 3X4 (ფერადი);
ვ) უცხო სახელმწიფოს მოქალაქემ იარაღის (სანადირო და სასპორტო) ერთი სახეობის ცალკეული ეგზემპლარების საქართველოში შემოტანის ნებართვის მისაღებად დამატებით უნდა წარადგინოს შესაბამისი კონტრაქტი (ხელშეკრულება) ნადირობაზე ან მოწვევა სპორტულ ღონისძიებაზე. აღნიშნული ნებართვა გაიცემა შესაბამისად კონტრაქტით (ხელშეკრულებით) ან მოწვევით გათვალისწინებულ ვადებში;
ზ) იარაღის ერთი სახეობის ცალკეული ეგზემპლარების საქართველოდან გატანის ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებელმა დამატებით უნდა წარადგინოს:
ზ.ა) უცხო სახელმწიფოდან სათანადო წესით დამოწმებული ასლი მოწვევისა ნადირობაზე ან სპორტულ ღონისძიებაზე;
ზ.ბ) საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს დასკვნა, რომ იარაღი არ წარმოადგენს კულტურულ, ისტორიულ, მეცნიერულ ან ეთნოგრაფიულ ღირებულებას;
ზ.გ) იარაღის შეძენის (შენახვის უფლებით) ან იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვის ასლი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას ნებართვის გამცემი მოიპოვებს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი „ერთი სარკმლის პრინციპის“ შესაბამისად.
3. აღნიშნული ნებართვის საფუძველზე შემოტანილი იარაღი საჭიროებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ორგანოებში რეგისტრაციას შეძენიდან ათ დღეში.
მუხლი 8🔗.
1. ტირის გახსნის ნებართვის მისაღებად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა წარედგინოს:
ა) იურიდიული პირის მიერ აღნიშნულ დაწესებულებაში მომუშავე ინსტრუქტორის სათანადო განათლების ან/და კვალიფიკაციის დამადასტურებელი ცნობა (სერტიფიკატი, მოწმობა);
ბ) ინდივიდუალური მეწარმის მიერ:
ბ.ა) ცნობა მისი ნასამართლობის არარსებობისა და ნარკოლოგიურ და ფსიქო-ნევროლოგიურ დისპანსერებში აღრიცხვაზე არყოფნის შესახებ;
ბ.ბ) ინსტრუქტორის სათანადო განათლების ან/და კვალიფიკაციის დამადასტურებელი ცნობა (სერტიფიკატი, მოწმობა);
გ) შენობის სიტუაციური ნახაზი, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
გ.ა) სასროლი მანძილი უნდა იყოს არანაკლებ 10 მეტრისა; სიმაღლე – არანაკლებ 2,5 მეტრისა; სიგანე – არანაკლებ 3 მეტრისა;
გ.ბ) შენობას უნდა ჰქონდეს ჰაერგამწოვი და ხმის დამხშობი;
გ.გ) კედლები უნდა იყოს მყარი, არანაკლებ 400 მმ სისქისა;
გ.დ) შენობა-ნაგებობას უნდა ჰქონდეს ტყვიაგაუმტარი კარები;
გ.ე) სამიზნის უკან უნდა იყოს სულ ცოტა 0,5 სმ რკინის ფურცელი, სილის ტომრები 0,5 მეტრი სიგანის, რეზინის ფენა სულ ცოტა 0,4 სმ;
გ.ვ) შენობას არ უნდა ჰქონდეს ფანჯარა;
გ.ზ) შენობის დამცავი ავტონომიური სიგნალიზაცია;
გ.თ) რკინის კარადები და სეიფები, სადაც შეინახება იარაღი და საბრძოლო მასალა;
დ) სასროლი პოზიცია უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
დ.ა) დახლი უნდა იყოს არანაკლებ 1 მეტრი სიმაღლისა;
დ.ბ) დახლის სიგანე არანაკლებ 0,7 მეტრისა;
დ.გ) დახლის სიგრძე არანაკლებ 0,5 მეტრისა.
2. ტირის გახსნის ნებართვას გასცემს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 5 წლის ვადით.
მუხლი 9🔗.
1. სასროლეთის, სასროლოსანადირო სტენდის გახსნის ნებართვის მისაღებად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა წარედგინოს:
ა) იურიდიული პირის მიერ აღნიშნულ დაწესებულებაში მომუშავე ინსტრუქტორის სათანადო განათლების ან/და კვალიფიკაციის დამადასტურებელი ცნობა (სერტიფიკატი, მოწმობა);
ბ) ინდივიდუალური მეწარმის მიერ:
ბ.ა) ცნობა მისი ნასამართლობის არარსებობისა და ნარკოლოგიურ და ფსიქონევროლოგიურ დისპანსერებში აღრიცხვაზე არყოფნის შესახებ;
ბ.ბ) ინსტრუქტორის სათანადო განათლების ან/და კვალიფიკაციის დამადასტურებელი ცნობა (სერტიფიკატი, მოწმობა);
გ) ადგილის სიტუაციური ნახაზი, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
გ.ა) დასახლებული პუნქტიდან დაშორებული უნდა იყოს 3 კმ მანძილით;
გ.ბ) სასროლო მანძილი უნდა იყოს არანაკლებ 100 მეტრისა; სიმაღლე – არანაკლებ 10 მეტრისა; სიგანე – არანაკლებ 30 მეტრისა;
გ.გ) ტერიტორიის ირგვლივ ქვის კედლების სიმაღლე უნდა იყოს არანაკლებ 5 მეტრისა;
გ.დ) სასროლი კედლის უკან უნდა იყოს სულ ცოტა 5,5 მმ სისქის რკინის ფურცელი, სილის ტომრები 2 მეტრი სიგანისა, რეზინის ფენა არანაკლებ 0,6 მეტრისა;
გ.ე) ტერიტორიაზე უნდა იყოს ქვისაგან აშენებული სულ ცოტა 20 კვ.მ ფართობის იზოლირებული შენობა რკინის სეიფებით;
დ) სასროლი პოზიცია უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
დ.ა) სასროლი ადგილი უნდა იყოს გადახურული;
დ.ბ) სასროლი ადგილის სიგრძე – არანაკლებ 5 მეტრისა.
2. სასროლეთის, სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვას გასცემს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 5 წლის ვადით.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი