„საქართველოს ანტიკრიზისული საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 24 ოქტომბრის №506 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№635
სარეგისტრაციო კოდი
010.210.040.08.002.004.
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 187, 31/12/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება (1)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.210.040.08.002.004

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №635

2008 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს ანტიკრიზისული საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 24 ოქტომბრის №506 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს ანტიკრიზისული საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართვე­ლოს პრეზიდენტის 2008 წლის 24 ოქტომბრის №506 ბრძანებულებას (სსმ III, 2008 წ., №156, მუხ. 1544) დაემა­ტოს მე-5-9 პუნქტები შემდეგი რედაქციით:

„5. საქართველოს ანტიკრიზისული საბჭოს საქმია­ნობის საინფორმაციო-ანალიტიკურ და ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართვე­ლოს ანტიკრიზისული საბჭოს აპარატი.

6. აპარატს ხელმძღვანელობს საქართველოს ანტი­კრი­ზისული საბჭოს აღმასრულებელი მდივანი, რომელ­საც საქართველოს ანტიკრიზისული საბჭოს წარდგი­ნებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქარ­თვე­ლოს პრეზიდენტი.

7. საქართველოს ანტიკრიზისული საბჭოს აღმასრუ­ლებელი მდივანი:

ა) ხელმძღვანელობს საქართველოს ანტიკრიზისული საბჭოს აპარატს და უზრუნველყოფს კომპეტენციის ფარ­გლებში საჭირო ღონისძიებების განხორციელებას საქართველოს ანტიკრიზისული საბჭოს გადაწყვეტი­ლებე­ბისა და დავალებების შესრულების მიზნით;

ბ) საქართველოს ანტიკრიზისული საბჭოს აპარატის მიერ დაკისრებული ფუნქციების შესრულების უზრუნ­ველყოფის მიზნით იწვევს ექსპერტებს და სხვა სპეცია­ლისტებს;

გ) ადგენს საქართველოს ანტიკრიზისული საბჭოს აპარატის ხარჯთა ნუსხას და დასამტკიცებლად წა­რუდ­­გენს საბჭოს;

დ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

8. საქართველოს ანტიკრიზისული საბჭოს აპარატის ხარჯთა ნუსხას საქართველოს პრეზიდენტის ადმინის­ტრა­ციასთან შეთანხმებით ამტკიცებს საქართველოს ანტიკრიზისული საბჭო.

9. საქართველოს ანტიკრიზისული საბჭოს აპარატის დაფინანსება ხორციელდება მისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.“.

2. საქართველოს მთავრობამ საქართველოს ანტი­კრიზისული საბჭოს აპარატის დასაფინანსებლად საჭი­რო ასიგნებების წლიურ საბიუჯეტო კანონში ასახვის მიზნით უზრუნველყოს შესაბამისი კანონპროექ­ტის მომ­ზადება.

3. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნე­ბისთანავე.

მ. სააკაშვილი