საქალაქო სასამართლოს განჩინება -კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2/5183-06
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 76, 19/10/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

განჩინება

საქართველოს სახელით

კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე

2010 წლი ს  4 ოქტომბერი                                        

ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ბესიკ სისვაძემ, ზეპირი მოსმენის გარეშე, ერთპიროვნულად განიხილა შპს „სპას“ მიმართ წარმოებულ გაკოტრების საქმეზე კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და

გამოარკვია:

2010 წლის 28 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მ ი მართა შპს „სპას“ გაკოტრების მმართველმა ლევან იორამაშვილმა და განმარტა, რომ მოვალის ქონების რეალიზაციის მიზნით ჩატარებულ პირველ და მეორე აუქციონებზე ვერ მოხერხდა სამეურვეო ქონების გასხვისება მყიდველის არარსებობის გამო. გაკოტრების მმართველს მიაჩნია, რომ გაკოტრების საქმის წარმოების შემდგომი გაგრძელებისათვის აუცილებლობას წარმოადგენს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ კანონის 38-ე მუხლის 121 პუნქტით გათვალისწინებული შესაძლებლობების – კრედიტორების მიერ სამეურვეო ქონების ნატურით მიღების გამოყენება.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ კანონის 38-ე მუხლის 121 პუნქტის თანახმად, თუ მე-2 აუქციონზე სამურვეო ქონება ვერ გაიყიდა, კრედიტორები უფლებამოსილნი არიან ქონება ნატურით მიიღონ საკუთრებაში ან გაკოტრების მმართველს განუსაზღვრონ ქონების გაყიდვის წესი. ამდენად, ამ დანაწესის თანახმად, საჭიროა კრედიტორებმა მიიღონ გადაწყვეტილება. შესაბამისად, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს კრედიტორთა კრების მოწვევას.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” კანონის მე-7, მე-8, 25-ე, 27-ე, 38-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და

დაადგინა:

1. შპს „სპას“ (ს/კ 201950175) მიმართ გახსნილი გაკოტრების საქმეზე მოწვეულ იქნ ე ს კრედიტორთა კრება შემდეგი დღის წესრიგით: ა) გაკოტრების მმართველის მიერ გაწეული საქმიანობის და მისგან გამომდინარე შედეგების თაობაზე ინფორმაციის მიღება ანალიზი; ბ) კრედიტორების მიერ ქონების ნატურით მიღების ან გაკოტრების მმართველისათვის ქონების გაყიდვის წესის განსაზღვრის თაობაზე გადაწყვეტილებათა მიღება.

2. კრედიტორთა კრების ჩატარების დროდ და ადგილად განისაზღვროს 2010 წლის            29 ოქტომბერი 13 (ცამეტი) საათი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია მდებარე თბილისში, დავით აღმაშენებლის მე-12 კილომეტრი, №6. მისამართზე: სასამართლო სხდომის დარბაზი №22.

3. განჩინების შესავალი და სარეზოლუციო ნაწილები გამოქვეყნდეს არა უგვიანეს 2010 წლის 22 ოქტომბრისა გაზეთ „საკანონმდებლო მაცნეში“. განჩინება გამოქვეყნდეს სასამართლო დაფაზეც. ბეჭდვით ორგანოშო განჩინების გამოქვეყნება დაევალოს შპს „სპას“ გაკოტრების მმართველს ლევან იორამაშვილს, მასვე დაევალოს კრედიტორთათვის კრების მოწვევის შესახებ შეტყობინებების ჩაბარება და აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებების სასამართლოში წარდგენა.

4. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს განჩინებაზე შეუძლიათ კერძო საჩივრის შეტანა განჩინების გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.

მოსამართლე                        ბ. სისვაძე