⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (31.12.2010)
გაუქმებულია:

,,საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულებისა და საშტატო განრიგის დამკიცების შესახებ“

მიღების თარიღი 06.01.2009
ძალის დაკარგვა 31.12.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №5
სარეგისტრაციო კოდი 010.210.050.08.002.004
გამოქვეყნების წყარო სსმ, 2, 09/01/2009
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,082 სიტყვა · ~10 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
06.01.2009 მიღება
31.12.2010 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (15)
1 საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი
2 ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე
3 ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე
4 ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანაშემწე
5 უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის მრჩეველი
6 სპეციალისტი
7 დეპარტამენტის დირექტორი
8 მთავარი მრჩეველი
9 მრჩეველი
10 სპეციალისტი
11 დეპარტამენტის დირექტორი
12 მთავარი მრჩეველი
13 მრჩეველი
14 სპეციალისტი
15 დეპარტამენტის დირექტორი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

,,საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულებისა და საშტატო განრიგის დამკიცების შესახებ“ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; text-autospace:none; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; text-autospace:none; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 42.0pt 47.6pt 70.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №5 2009 წლის 6 იანვარი ქ. თბილისი სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს აპა­რა­ტის დე­ბუ­ლე­ბი­სა და საშ­ტა­ტო განრი­გის დამ­ტკი­ცე­ბის შე­სა­ხებ „ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს ორგანუ­ლი კა­ნო­ნის მე-7 მუხ­ლის შესაბა­მი­სად: 1. დამ­ტკიც­დეს საქართველოს ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს აპა­რა­ტის თანდარ­თუ­ლი დებულე­ბა (დანართი №1) და საშ­ტა­ტო გან­რი­გი (დანართი №2). 2. საშ­ტა­ტო გან­რი­გის შე­სა­ბა­მი­სად გა­ნი­საზ­ღვროს ეროვ­ნუ­ლი უშიშროების საბ­ჭოს აპა­რა­ტის საჯარო მო­ხე­ლე­თა თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბის დასახელე­ბა და თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი სარ­გო­ე­ბი. 3. ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის მოხელეთა საერთო რიცხოვნობა განისაზღვროს 42 (ორმოცდაორი) საშტატო ერთეულით. 4. ძა­ლა­და­კარ­გუ­ლად ჩა­ით­ვა­ლოს „სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი უშიშროე­ბის საბ­ჭოს აპა­რა­ტის დებულებისა და საშ­ტა­ტო გან­რი­გის დამტკიცების შე­სა­ხებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 ოქტომბრის №846 ბრძანებულება. 5. ბრძანებულება ამოქმედდეს 2009 წლის 1 თებერვლიდან. მ. სააკაშვილი დანართი №1 საქართველოს ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს აპა­რა­ტის დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატი (შემდგომში – აპარატი) არის საქართველოს კონსტიტუციის, „ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად შექმნილი დაწესებულება, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს ეროვნული უშიშროების საბჭოს ინფორმაციულ-ანალიტიკურ და ორგანიზაციულ საქმიანობას. 2. აპა­რა­ტი არის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის, სრუ­ლი­ად საიდუმ­ლო და სა­ი­დუმ­ლო ინფორ­მა­ცი­ა­ზე მო­მუ­შა­ვე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის რეჟი­მის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა და თავის საქმი­ანო­ბას ახორ­ცი­ე­ლებს საქართველოს კანონმდებლობის შე­სა­ბა­მი­სად. 3. აპარატს უშუალოდ ხელმძღვანელობს საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, რომელიც ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტის წინაშე. 4. აპარატის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, „ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, საქართველოს კანონები, კონსტიტუციური შეთანხმება, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებები და განკარგულებები, ეს დებულება და საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის სამართლებრივი აქტები. 5. აპა­რატ­ში სამ­სა­ხუ­რი არის სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რი, რო­მე­ლიც რეგულირდება მოქ­მე­დი კანონმდებლო­ბით. 6. აპარატის დაფინანსების წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი და კა­ნონ­მდებ­ლო­ბით დად­გე­ნი­ლი სხვა შე­მო­სავ­ლე­ბი. 7. აპარატს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიშსწორების ანგარიში, სათანადო ხარჯთა ნუსხა, ემბლემა, ბეჭედი და ტიტულოვანი ფურცელი თავისი დასახელებითა და საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით. 8. აპარატის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ინგოროყვას ქ. №7.     მუხლი 2🔗. აპარატის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები 1. აპა­რა­ტის ძი­რი­თა­დი ამო­ცა­ნაა „ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს შესახებ“ სა­ქარ­თვე­ლოს ორგანუ­ლი კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად ხე­ლი შეუწყოს საქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი­ს საქმიანობასა და ეროვ­ნუ­ლი უშიშრო­ე­ბის საბ­ჭოს მუ­შა­ო­ბას, აგრეთვე ქვეყ­ნის უსაფ­რთხო­ე­ბის სფერო­ში უმაღლესი პოლიტიკური გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბის პროცე­სის კოორ­დი­ნა­ცი­ა­სა და მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების კონტროლს. 2. აპა­რა­ტი კო­ორ­დი­ნა­ცი­ასა და ორ­გა­ნი­ზებას უწევს სახელმწიფო სტრატე­გიის შე­მუ­შა­ვე­ბას თავდაც­ვი­ს, უშიშ­რო­ე­ბის, სა­მარ­თალ­დაც­ვისა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სხვა სფეროებში, რის­თვი­საც იგი: ა) ა­ხორ­ცი­ე­ლებს ქვეყ­ნის უსაფ­რთხო­ე­ბის სფეროში არსებული მდგომარეო­ბის, შიდა და ­გა­რე საფრთხეები­ს ძირი­თა­დი მიმართულებებისა და გა­მოწ­ვე­ვე­ბის შეფასე­ბა­სა და პროგ­ნო­ზი­რე­ბას; ბ) შე­ი­მუ­შა­ვებს წი­ნა­და­დე­ბებსა და რე­კო­მენ­და­ცი­ებ­ს ქვეყ­ნის უსაფრთხოების პო­ლი­ტი­კი­სა და სტრატეგი­ის შესახებ; გ) ა­ხორ­ცი­ე­ლებს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ულ და ანალიტი­კურ უზრუნველყოფას ქვეყ­ნის უსაფ­რთხო­ე­ბას­თან დაკავშირებუ­ლ საკით­ხე­ბზე; დ) ა­ხორ­ცი­ე­ლებს ქვეყნის თავდაცვის, უშიშ­რო­ე­ბის, დამნაშა­ვე­ო­ბას­თან ბრძო­ლი­ს და საზოგადოებ­რი­ვი წეს­რი­გის დაც­ვის სფეროში შესაბამისი სამსახურების საქმიანობის კოორდინაციას; ე) საქართველოს პრეზიდენტის დავალების შესაბამისად უზრუნველ­ყოფს ქვე­ყა­ნა­ში სა­გან­გე­ბო და კრი­ზი­სუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მართვის კო­ორ­დი­ნა­ცი­ას; ვ) ახორციელებს ქვეყნის თავდაცვის, სამართალდამცავი და სპეციალური სამსახურების მიერ საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტებისა და დავალებების შესრულების საერთო კონტროლს; ზ) ახორციელებს შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულებებიდან ინფორმაციისა და დოკუმენტაციის გამოთხოვასა და მიღებას, საჭიროების შემთხევევაში მათ წარდგენას საქართველოს პრეზიდენტისათვის; თ) ამ­ზა­დებს ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს სხდო­მებს; ი) საქართველოს პრე­ზი­დენტს წა­რუდ­გენს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე განსახილველ სა­კით­ხთა შესახებ წინადა­დე­ბებ­სა და რეკომენ­და­ცი­ებს; კ) სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის და­ვა­ლე­ბის, ეროვ­ნუ­ლი უშიშროების საბჭოს რე­კო­მე­ნ­და­ცი­ის საფუძ­ველ­ზე, კა­ნონ­მდებ­ლო­ბით დად­გე­ნი­ლი წე­სით ამზა­დებს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ნორმატიული აქ­ტე­ბის პრო­ექ­ტებს და ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს კომ­პე­ტენ­ცი­ას მიკუთვნებულ სა­კით­ხებ­ზე ახორ­ცი­ე­ლებს სა­ქარ­თვე­ლოს პრეზიდენტის გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბა­თა აღსრულების მდგო­მა­რე­ო­ბის შეფასებასა და სა­თა­ნა­დო რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის შემუ­შა­ვე­ბას; ლ) ამ­ზა­დებს საქართველოს პრე­ზი­დენ­ტის ნორმატიული აქ­ტე­ბის პროექტებს თავ­დაც­ვის, უშიშრო­ე­ბისა და სა­მარ­თალ­დაც­ვი­ს სფე­რო­ში კანონმდებ­ლო­ბით გან­საზ­ღვრუ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირთა და­ნიშ­ვნის, მათ­თვის სამ­ხედ­რო და სპე­ცი­ა­ლუ­რი წო­დე­ბე­ბის მი­ნი­ჭე­ბის შე­სა­ხებ; მ) საქართველოს პრეზიდენტისათვის მოსახსენებლად განიხილავს სამხედ­რო, სპე­ცი­ა­ლუ­რი სამსა­ხუ­რე­ბი­სა და სა­მარ­თალ­დამცა­ვი ორგანოე­ბის მიმარ­თვებ­სა და წერი­ლებს; ნ) საქართველოს პრეზიდენტის დავალებით წარ­მარ­თავს და ორგანიზაცი­უ­ლად უზრუნველყოფს ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს­თან არსებუ­ლი მუდ­მი­ვი და დრო­ე­ბი­თი საუწყებათა­შო­რი­სო კო­მი­სი­ე­ბის საქმიანობას; ო) ორგანიზებას უწევს სახელმწიფო სტრუქტურების უწყებათაშორის თანამშრომლობას. 3. აპა­რა­ტი, და­კის­რე­ბულ ამო­ცა­ნა­თა შეს­რუ­ლე­ბი­სას, სამსახურებრი­ვად ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლია მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს პრეზი­დენ­ტის წი­ნა­შე.     მუხლი 3🔗. ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის ხელმძღვანელობა 1. აპა­რატს ხელ­მძღვა­ნე­ლობს საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვ­ნუ­ლი უშიშროების საბ­ჭოს მდივანი, რო­მელ­საც თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ნიშ­ნავს და თანამ­დე­ბო­ბი­დან ათავისუფლებს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი. 2. საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდი­ვა­ნი: ა) უზრუნველყოფს ეროვნული უშიშროების საბჭოს მუშაობის ორგანიზებას; ბ) ხელმძღვანელობს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატს; გ) ახორციელებს ორგანიზაციულ ღონისძიებებს ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად; დ) ახორციელებს ღონისძიებებს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნების, საქართველოს კანონებისა და საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტების შესასრულებლად; ე) წარ­მარ­თავს აპა­რა­ტის საქ­მი­ა­ნო­ბას, ახორციელებს აპარატის თანამდებობის პირთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას; ვ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გამოსცემს სამართლებრივ აქტებს, ასევე აწესებს კონტროლს მათ შესრულებაზე, ხელს აწერს სამ­სა­ხუ­რებ­რივ დო­კუ­მენ­ტებს; ზ) საქართველოს პრეზიდენტს დასანიშნად წარუდგენს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეების კანდიდატურებს; თ) თა­ნამ­დე­ბობა­ზე ნიშ­ნავს და თანამდებობი­დან ათა­ვი­სუფ­ლებს აპარატის სხვა მო­ხე­ლე­ებს, დამხმარე და შტატ­გა­რე­შე მო­სამ­სა­ხუ­რე­ებს; ი) უფლებამოსილია შექმნას სა­კონ­კურ­სო-სა­ა­ტეს­ტა­ციო კო­მი­სი­ა; კ) დად­გე­ნი­ლი წე­სით იღებს გადაწყვეტილებას აპა­რა­ტის მოხელეთა წახა­ლი­სე­ბი­სა და დისციპლი­ნური პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის შესახებ; ლ) ამ­ტკი­ცებს აპა­რა­ტის ში­ნა­გა­ნა­წესს; მ) დადგენილი წესით ანიჭებს აპარატში მომუშავე საჯარო მოხელეებს საჯარო სამსახურის შესაბამის საკლასო ჩინებს; ნ) განსაკუთრებული დამსახურებისათვის წარადგენს აპარატის თანამშრომლებს სახელმწიფო ჯილდოზე; ო) წარადგენს წინადადებებს აპარატის წლიური ბიუჯეტის შემოსავლისა და გასავლის საკითხების შესახებ და აუცილებლობის შემთხვევაში, ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფის თაობაზე; პ) იღებს გადაწყვეტილებას აპარატის საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ; ჟ) საქართველოს პრეზიდენტს დასამტკიცებლად წარუდგენს აპარატის დებულებასა და საშტატო განრიგს; რ) საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს წინადადებებს მუდ­მივი და დრო­ე­ბითი საუწყებათაშორისო კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების შექმნის შესახებ; ს) კოორ­დი­ნა­ცი­ას უწევს მუდ­მივი ან დრო­ე­ბითი კო­მი­სი­ე­ბის საქმიანობას. უფ­ლე­ბა აქვს ცალკეულ და­ვა­ლე­ბა­თა შეს­რუ­ლე­ბის ვა­დით კომისი­ის მუ­შა­ო­ბა­ში მონაწი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად სახელ­შეკ­რუ­ლე­ბო საფუძველზე მო­იწ­ვი­ოს სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც არ არი­ან სა­ჯა­რო მოსამსახუ­რე­ე­ბი; ტ) სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს აბა­რებს ან­გა­რიშს აპა­რა­ტის საქმიანო­ბის შე­სა­ხებ; უ) დად­გე­ნი­ლი წე­სით ას­რუ­ლებს საქართველოს პრე­ზი­დენ­ტის ცალკე­ულ დავალე­ბებს. 3. საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწეს ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდი­ვანს ჰყავს ორი მოადგი­ლე, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის წარდგინებით. 4. საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდი­ვნის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებას ახორციელებს ეროვნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდი­ვნის ერთ-ერთი მოადგილე.     მუხლი 4🔗. აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფები და მათი ძირითადი ამოცანები 1. აპა­რა­ტის სტრუქ­ტუ­რუ­ლი ქვე­და­ნა­ყო­ფე­ბია: ა) სამხედრო აღმშენებლობისა და ქვეყნის თავდაცვის ორგანიზაციის დეპარტამენტი: მონაწილეობს სამხედრო ძალების მშენებლობისა და განმტკიცების პროგრამების განხილვაში და უზრუნველყოფს მათი განხორციელების ორგანიზებას; ორგანიზებას უწევს სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავებას თავდაცვის სფეროში; შეიმუშავებს კანონებისა და სხვა ნორმატიული აქტების პროექტებს სახელმწიფო თავდაცვის საკითხებში; საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსათვის შეიმუშავებს წინადადებებს საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის შესახებ, მონაწილეობს სამხედრო ძალების საბრძოლო და სამობილიზაციო მზადყოფნის საკითხების განხილვაში; საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მიერ განსახილველად ამზადებს სახელმწიფო თავდაცვის მიზნით განსაკუთრებულ და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ქვეყანაში სხვა სახელმწიფოს სამხედრო ძალების შემოყვანის, გამოყენებისა და გადაადგილების საკითხებს; საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსთვის განსახილველად ამზადებს სამხედრო მრეწველობის ფუნქციონირების საკითხს და მათი განვითარების პერსპექტივებს, მონაწილეობს სამხედრო კადრების მომზადების, განაწილების და სამხედრო სამსახურში გაწვევის და მობილიზაციის საკითხების განხილვაში, უზრუნველყოფს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მიერ სახელმწიფო თავდაცვის სფეროში საქართველოს სამინისტროებისა და სხვა სახელმწიფო უწყებების საქმიანობის კონტროლის განხორციელებას, ამზადებს სამხედრო ძალებისათვის საქართველოს პრეზიდენტის – სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის სადირექტივო დოკუმენტებს სამხედრო ძალების მიერ მათ წინაშე დასახული ამოცანების შესასრულებლად; ბ) ეროვნულ უშიშროებასთან დაკავშირებული საშინაო და საგარეო პოლიტიკის დეპარტამენტი: უზრუნველყოფს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის შემუშავებას; ორგანიზებას უწევს სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავებას სახელმწიფო უშიშროების და ქვეყნის უსაფრთხოების სხვა სფეროებში; შეიმუშავებს წინადადებებს კოლექტიური უშიშროების და ქვეყნის უსაფრთხოების სხვა სფეროებში; საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსათვის შეიმუშავებს წინადადებებს კოლექტიური უშიშროების სისტემებთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ; საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მიერ განსახილველად ამზადებს საკითხებს საქართველოს მიერ დადებული ან აღიარებული საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესაბამისად ქვეყნის საზღვრებს გარეთ უშიშროების უზრუნველყოფის ღონისძიებებში საქართველოს მონაწილეობის შესახებ; შეიმუშავებს კანონებისა და სხვა ნორმატიული აქტების პროექტებს სახელმწიფო უშიშროების საკითხებზე; უზრუნველყოფს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მიერ სახელმწიფოს უშიშროების სფეროში საქართველოს სამინისტროებისა და სხვა სახელმწიფო უწყებების საქმიანობის კონტროლის განხორციელებას; გ) სტაბილურობისა და მართლწესრიგის უზრუნველყოფის დეპარტამენტი: ორგანიზებას უწევს სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავებას სამართალდაცვის, კორუფციასთან ბრძოლის სფეროებში; შეიმუშავებს კანონებისა და სხვა ნორმატიული აქტების პროექტებს სამართალდაცვითი და კორუფციასთან ბრძოლის საკითხებში; უზრუნველყოფს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მიერ სამართალდაცვით სფეროში საქართველოს სამინისტროების და სხვა სახელმწიფო უწყებების საქმიანობის კონტროლის განხორციელებას; საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მიერ საქართველოს პრეზიდენტისათვის წარსადგენად შეიმუშავებს აუცილებელ ღონისძიებათა კომპლექსს ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესების საწინააღმდეგო შიდა საფრთხეების პროგნოზირების, გამოვლენის, თავიდან აცილების და ნეიტრალიზაციისათვის; საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსათვის შეიმუშავებს წინადადებებს მოვლენათა მძიმე პოლიტიკური, ეკოლოგიური შედეგების თავიდან ასაცილებლად ან აღმოსაფხვრელად; საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მიერ განსახილველად ამზადებს საკითხს იმ რეგიონში საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლის დანიშვნასთან დაკავშირებით, სადაც საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული; დ) ანალიტიკური დეპარტამენტი: საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მიერ საქართველოს პრეზიდენტისათვის წარსადგენად შეიმუშავებს აუცილებელ ღონისძიებათა კომპლექსს ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესების საწინააღმდეგო შიდა და გარე საფრთხეების პროგნოზირების, გამოვლენის, თავიდან აცილების და ნეიტრალიზაციისათვის; შეისწავლის და აანალიზებს კონფლიქტურ ზონებში არსებულ მდგომარეობას და პერსპექტივებს; კოორდინაციას უწევს სამხედრო სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებს; საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსათვის შეიმუშავებს წინადადებებს მოვლენათა მძიმე პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური, ეკოლოგიური და სხვა შედეგების თავიდან ასაცილებლად ან აღმოსაფხვრელად; ახორციელებს ეროვნული უშიშროების საბჭოსათვის კანონმდებლობით მიკუთვნებული უფლებამოსილების ფარგლებში ინფორმაციის მოძიებას, ანალიზს და საქართველოს პრეზიდენტისათვის წარსადგენად ამზადებს შესაბამის წინადადებებს და რეკომენდაციებს; ე) საგარეო და ეკონომიკური პოლიტიკის დეპარტამენტი: იკვლევს საგარეო და ეკონომიკურ საფრთხეებს; უზრუნველყოფს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მიერ ეკონომიკური ბლოკის საჯარო დაწესებულებების საქმიანობის კოორდინაციას ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების დაცვის მიზნით; უზრუნველყოფს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მიერ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობის კოორდინაციას ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში; ვ) საინფორმაციო პოლიტიკის კოორდინაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი: კომპეტენციის შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტისათვის წარსადგენად ამზადებს წინადადებებს საქართველოს ხელისუფლების საინფორმაციო პოლიტიკის ზოგადი მიმართულებების შესახებ; უზრუნველყოფს საქართველოს ხელისუფლების მიერ შემუშავებული საინფორმაციო პოლიტიკის განხორციელებისას უწყებათაშორის კოორდინაციას; უზრუნველყოფს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს საზოგადოებასთან ურთიერთობის პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებას; ზ) საორგანიზაციო დეპარტამენტი: უზრუნველყოფს ორგანიზაციულ და ადმინისტრაციულ საქმიანობას, რაც მოიცავს საფინანსო-სამეურნეო, საკადრო, იურიდიულ და საქმისწარმოების ფუნქციებს; ახორციელებს აპარატში სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის კონტროლს, ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომების ორგანიზებას, საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი საიდუმლო გრიფის მქონე დოკუმენტების რეგისტრაციას, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის საკონტროლო დავალებათა შესრულებას. 2. აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს ხელმძღვანელობენ დეპარტამენტის დირექტორები და სამმართველოს უფროსები. დეპარტამენტის დირექტორს (სამმართველოს უფროსს) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი.     მუხლი 5🔗. დასკვნითი დებულებანი დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით. დანართი №2 N თანამდებობა საშტატო ერთეულის რაოდენობა თანამდებობრივი სარგო 1 საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი 1 3540 2 ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე 1 2950 3 ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე 1 2950 4 ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანაშემწე 2 1200 5 უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის მრჩეველი 2 850 6 სპეციალისტი 1 700 სამხედრო აღმშენებლობისა და ქვეყნის თავდაცვის ორგანიზაციის დეპარტამენტი 7 დეპარტამენტის დირექტორი 1 2 100 8 მთავარი მრჩეველი 1 1100 9 მრჩეველი 1 850 10 სპეციალისტი 1 700 ეროვნულ უშიშროებასთან დაკავშირებული საშინაო და საგარეო  პოლიტიკის დეპარტამენტი 11 დეპარტამენტის დირექტორი 1 2100 12 მთავარი მრჩეველი 1 1100 13  მრჩეველი 1 850 14 სპეციალისტი 1 700 სტაბილურობისა და მართლწესრიგის უზრუნველყოფის დეპარტამენტი 15 დეპარტამენტის დირექტორი 1 2100 16 მთავარი მრჩეველი 1 1100 17 მრჩეველი 1 850 18  სპეციალისტი 1 700 ანალიტიკური დეპარტამენტი 19 დეპარტამენტის დირექტორი 1 2100 20 მთავარი მრჩეველი 1 1100 21 მრჩეველი 1 850 22 სპეციალისტი 1 700 საგარეო და ეკონომიკური პოლიტიკის დეპარტამენტი 23 დეპარტამენტის დირექტორი 1 2100 24 მთავარი მრჩეველი 2 1100 25 სპეციალისტი 1 700 საინფორმაციო პოლიტიკის კოორდინაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი 26 დეპარტამენტის დირეტორი 1 2100 27 მთავარი მრჩეველი 2 1 100 28 მრჩეველი 1 850 საორგანიზაციო დეპარტამენტი 29 დეპარტამენტის დირექტორი 1 2100 30 მთავარი მრჩეველი 4 1 100 31 მრჩეველი 2 850 32 სპეციალისტი 1 700 33 ფინანსური მენეჯერი 1 1300 34 ბუღალტერი 1 850 ს უ ლ : 42 54 400