“საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სალიკვიდაციო კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №163
2005 წლის 21 სექტემბერი
ქ. თბილისი
“საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სალიკვიდაციო კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად „საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სალიკვიდაციო კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 იანვრის №2 დადგენილებაში შეტანილ იქნეს ცვლილებები და პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სალიკვიდაციო ღონისძიებათა ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით შეიქმნას სალიკვიდაციო კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:
შალვა ჯანაშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე
აპოლონ გოლეთიანი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის წინასწარი გამოძიებისა და დისციპლინური დევნის სამმართველოს ფინანსებისა და აუდიტის განყოფილების უფროსი
ლევან დვალიშვილი – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების მართვის პოლიტიკის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი
მაყვალა იორდანიშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს ფინანსების მართვის სამმართველოს ცენტრალური ბუღალტერიის განყოფილების უფროსი
ვაჟა მაისურაძე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე
პავლე მაწკეპლაძე – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ბიუჯეტის სამმართველოს უფროსი
ონისე მეტრეველი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის იურიდიული სამმართველოს უფროსი
შალვა ტურაშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, კომისიის პასუხისმგებელი მდივანი
დავით ფრუიძე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს უფროსი
გივი ქვრივიშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს მატერიალური რესურსების მართვის სამმართველოს უფროსი.
2. კომისიამ უზრუნველყოს საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ბალანსზე რიცხულ მატერიალურ ფასეულობათა, დებიტორულ-კრედიტორულ დავალიანებათა სრული ინვენტარიზაცია და სალიკვიდაციო ბალანსის წარმოდგენა 2005 წლის 1 დეკემბრამდე, კანონმდებლობით დადგენილი წესით”.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა “საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სალიკვიდაციო კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 21.09.2005.
- როდის იქნა მიღებული “საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სალიკვიდაციო კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”?
- “საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სალიკვიდაციო კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე” მიღებულია 21.09.2005. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №163. სარეგისტრაციო კოდი — 010.220.020.10.003.000.297.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ “საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სალიკვიდაციო კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის “საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სალიკვიდაციო კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 21.09.2005 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება “საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სალიკვიდაციო კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, №163, 21.09.2005, სარეგისტრაციო კოდი 010.220.020.10.003.000.297 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.09.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/10432/