,,საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №20
2009 წლის 20 იანვარი
ქ. თბილისი
„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში (სსმ III, 2001 წ., №78, მუხ. 555) შეტანილ იქნეს ცვლილებები და ბრძანებულებით დამტკიცებული საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის X თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი X. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახელმწიფო თანამდებობები
მუხლი 35. მთავარი საჯარო თანამდებობა
ა) სასაზღვრო პოლიციის უფროსი;
ბ) სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილე, დეპარტამენტის დირექტორი.
მუხლი 36. წამყვანი საჯარო თანამდებობა
ა) სასაზღვრო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი;
ბ) სასაზღვრო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე;
გ) სასაზღვრო პოლიციის სამმართველოს უფროსი;
დ) სასაზღვრო პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე;
ე) სამსახურის უფროსი;
ვ) ხომალდის მეთაური.
მუხლი 37. უფროსი საჯარო თანამდებობა
ა) სამსახურის უფროსის მოადგილე;
ბ) ხომალდის მეთაურის თანაშემწე;
გ) კატარღის მეთაური;
დ) განყოფილების უფროსი;
ე) განყოფილების უფროსის მოადგილე;
ვ) სექტორის უფროსი;
ზ) სექტორის უფროსის მოადგილე;
თ) კატარღის მეთაურის თანაშემწე;
ი) სადგურის უფროსი;
კ) ქვეგანყოფილების უფროსი;
ლ) სადგურის უფროსის მოადგილე;
მ) განსაკუთრებულ მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი;
ნ) განსაკუთრებულ მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი;
ო) მთავარი ინსპექტორი;
პ) მთავარი სპეციალისტი;
ჟ) ოცეულის მეთაური;
რ) ჯგუფის უფროსი;
ს) უფროსი გამომძიებელი;
ტ) უფროსი ინსპექტორი;
უ) წამყვანი სპეციალისტი;
ფ) ოცეულის მეთაურის მოადგილე;
ქ) უფროსი მექანიკოსი;
ღ) ინსპექტორი;
ყ) გამომძიებელი.
მუხლი 38. უმცროსი საჯარო თანამდებობა
ა) სპეციალისტი;
ბ) მცირე კატარღის მეთაური;
გ) უმცროსი ინსპექტორი;
დ) დამხმარე მოსამსახურე.“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 20.01.2009.
- როდის იქნა მიღებული „,,საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““?
- „,,საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““ მიღებულია 20.01.2009. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №20. სარეგისტრაციო კოდი — 010.340.000.05.002.004.
- სად არის „,,საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.01.2009 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „,,საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““, №20, 20.01.2009, სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.05.002.004 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.01.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/104350/