⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (12.08.2014)
გაუქმებულია:

,,საგარეო კონტრდაზვერვითი საქმიანობის ორგანიზაციისა და სახელმწიფო უწყებებთან ამ საქმიანობის კოორდინაციის ერთიანი წესის შესახებ“

მიღების თარიღი 28.01.2009
ძალის დაკარგვა 12.08.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №31
სარეგისტრაციო კოდი 130.050.000.08.
გამოქვეყნების წყარო სსმ, 11, 30/01/2009
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 552 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.01.2009 მიღება
12.08.2014 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

,,საგარეო კონტრდაზვერვითი საქმიანობის ორგანიზაციისა და სახელმწიფო უწყებებთან ამ საქმიანობის კოორდინაციის ერთიანი წესის შესახებ“ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-weight:normal;} h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; font-size:15.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; } p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-weight:bold;} span.FooterChar { } @page Section1 {size:595.45pt 841.7pt; margin:.9in .7in .9in .7in;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №31 2009 წლის 28 იანვარი ქ. თბილისი საგარეო კონტრდაზვერვითი საქმიანობის ორგანიზაციისა და სახელმწიფო უწყებებთან ამ საქმიანობის კოორდინაციის ერთიანი წესის შესახებ 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, „სადაზვერვო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლისა და მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების გათვალისწინებით, დამტკიცდეს საგარეო კონტრდაზვერვითი საქმიანობის ორგანიზაციისა და სახელმწიფო უწყებებთან ამ საქმიანობის კოორდინაციის თანდართული ერთიანი წესი. 2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალურმა სამსახურმა 1 თვეში შეიმუშაონ საქართველოს იმ დიპლომატიურ წარმომადგენლობათა და საკონსულო დაწესებულებათა ნუსხა, სადაც შესაქმნელია უსაფრთხოების ოფიცერთა საშტატო თანამდებობები და დებულება უსაფრთხოების ოფიცერთა შესახებ. 3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის ბიუჯეტების ფორმირებისას გაითვალისწინოს ამ ბრძანებულებით განსახორციელებელი ღონისძიებების ფინანსური უზრუნველყოფა. 4. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. მ. სააკაშვილი საგარეო კონტრდაზვერვითი საქმიანობის ორგანიზაციისა და სახელმწიფო უწყებებთან ამ საქმიანობის კოორდინაციის ერთიანი წესი 1. საგარეო კონტრდაზვერვითი საქმიანობის ორგანიზაციასა და კოორდინაციას ახორციელებს საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახური (შემდეგში – სამსახური). 2. საგარეო კონტრდაზვერვითი საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული სამსახურის მოთხოვნები და მითითებები სავალდებულოა შესასრულებლად ყველა სახელმწიფო უწყებისათვის. 3. სპეციალური სამსახურები და სხვა სახელმწიფო უწყებები ვალდებული არიან სამსახურს მიაწოდონ მათ ხელთ არსებული ნებისმიერი ინფორმაცია საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების, საკონსულო დაწესებულებებისა და სხვა ოფიციალური წარმომადგენლობების (შემდეგში – წარმომადგენლობები), მათი პერსონალის, საქმიანობის, უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და საიდუმლოების რეჟიმის დაცვის შესახებ. 4. ქვეყნის სხვა სპეცსამსახურები საზღვარგარეთ ყოველ კონკრეტულ კონტრდაზვერვით ღონისძიებას ახორციელებენ სამსახურთან შეთანხმებით და მასთან კოორდინაციაში. 5. წარმომადგენლობაში საგარეო კონტრდაზვერვით ღონისძიებებს ახორციელებს უსაფრთხოების ოფიცერი, რომელიც არის სამსახურის მოსამსახურე და რომელსაც წარმომადგენლობის შტატში ნიშნავს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო (შემდეგში – სამინისტრო), სამსახურის წარდგინებით. 6. მე-5 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, სამსახურის მოსამსახურეს თანამდებობრივი სარგოთი და დანამატებით უზრუნველყოფს სამინისტრო, ხოლო სამსახურისა და სამინისტროს თანამდებობრივ სარგოებში სხვაობას (არსებობის შემთხვევაში) ანაზღაურებს სამსახური. 7. იმ წარმომადგენლობებში, სადაც არ არის უსაფრთხოების ოფიცერი, საგარეო კონტრდაზვერვითი ღონისძიებები ხორციელდება პერიოდულად, ხანმოკლე ვადით მივლინებული სამსახურის სპეციალური ჯგუფის მიერ ან ეს ფუნქციები ეკისრება სამსახურის ოფიციალურ წარმომადგენელს ქვეყანაში. 8. უსაფრთხოების ოფიცერი (ან უფლებამოსილი პირი/ჯგუფი) ახორციელებს სახელმწიფო საიდუმლოების რეჟიმის დაცვის, წარმომადგენლობის ფიზიკური დაცვისა და ტექნიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის ზედამხედველობას. 9. წარმომადგენლობების განსათავსებელი შენობები შეირჩევა ფიზიკური და ტექნიკური უსაფრთხოების მოთხოვნების გათვალისწინებით, სამსახურის რეკომენდაციისა და დასკვნის საფუძველზე. 10. წარმომადგენლობებში დასანიშნი დიპლომატები და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალი გადიან სამსახურის მიერ ორგანიზებულ სპეციალურ გასაუბრებასა და სპეციალური მომზადების მოკლევადიან კურსს. 11. წარმომადგენლობებში ადგილსამყოფელი ქვეყნის მოქალაქეებისა თუ სხვა ქვეყნის მოქალაქეების ხელშეკრულებით აყვანა შესაძლებელია მხოლოდ სამსახურის თანხმობით.