⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (16.08.2011)
გაუქმებულია:

ახალციხის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის და საკუთრების მოწმობის ტიპიური ფორმის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 12.10.2010
ძალის დაკარგვა 16.08.2011
გამომცემი ორგანო ახალციხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №34
სარეგისტრაციო კოდი 040110030.35.138.016003
გამოქვეყნების წყარო სსმ, 44, 28/10/2010
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 3,516 სიტყვა · ~18 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
12.10.2010 მიღება
16.08.2011 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ახალციხის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის და საკუთრების მოწმობის ტიპიური ფორმის დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {mso-style-link:"Body Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-autospace:none; font-size:14.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {mso-style-link:"Balloon Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} span.BalloonTextChar {mso-style-name:"Balloon Text Char"; mso-style-link:"Balloon Text"; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.BalloonText1, li.BalloonText1, div.BalloonText1 {mso-style-name:"Balloon Text1"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} span.BodyTextChar {mso-style-name:"Body Text Char"; mso-style-link:"Body Text"; font-family:LitNusx;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:42.5pt 57.0pt 42.5pt 70.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №34 2010 წლის 12 ოქტომბერი ქ. ახალციხე    ახალციხის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის და საკუთრების მოწმობის ტიპური ფორმის დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ” საქართველოს კანონის 19​1 მუხლის მე-13 პუნქტის, 19​4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, 1. დამტკიცდეს ახალციხის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესი დანართი №1-ის მიხედვით. 2. დამტკიცდეს ახალციხის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმა დანართი №2-ის მიხედვით. 3. დამტკიცდეს ახალციხის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას პირობებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმა დანართი №3-ის მიხედვით. 4. ახალციხის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი საკუთრების მოწმობის ტიპური ფორმა დანართი №4-ის მიხედვით. 5. დადგენილება ამოქმედდეს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გამოქვეყნებისთანავე. საკრებულოს თავმჯდომარე   მ. გიქოშვილი დანართი №1            ახალციხის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესი     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. აღნიშნული წესი შემუშავებულია „ადგილობრივი თვითმართველობის შესახებ“ ორგანული კანონის და „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის – ახალციხის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესს. 2. „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო (შემდგომში – გამყიდველი).    3. აუქციონის ფორმით ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზების მიზანია საკუთრების უფლება გადაეცეს მყიდველს, რომელიც ვაჭრობის პროცესში გამყიდველს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს, ხოლო თუ აუქციონი გამოცხადდა პირობებით – საკუთრების უფლება მიანიჭოს იმ მყიდველს, რომელიც აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და ვაჭრობის პროცესში გამყიდველს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს. 4. აუქციონის ფორმით ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებას ახორციელებს შესაბამის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღამსრულებელი ორგანო. მათ შეუძლიათ შეასრულონ გამყიდველის ფუნქციები უშუალოდ, ან იმოქმედონ წარმომადგენლის ან შუამავლის მეშვეობით, რომელსაც გამყიდველის მიერ მინიჭებული აქვს სათანადო უფლებამოსილება. 5. აუქციონის ფორმით საპრივატიზებო ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების საწყისი ფასი გამყიდველის მიერ დგინდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დამტკიცებული საპრივატიზებო ქონების საწყისი ფასის განსაზღვრის წესის შესაბამისად ან/და ინდივიდუალური აუდიტორიული დასკვნის საფუძველზე, რისთვისაც მუნიციპალიტეტში იქმნება საპრივატიზებო კომისია. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად შექმნილი საპრივატიზებო კომისია ადგენს გაყიდვის ფორმას, ქონების საწყის ფასს, ბეს, ბიჯს და სააუქციონო ბილეთის ღირებულებას. 7. აუქციონის ფორმით ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების მყიდველი შეიძლება იყოს საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკური ან იურიდიული პირი ან ამ პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია. 8. აუქციონი ცხადდება შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღამსრულებელი ორგანოს ინიციატივით. 9. აუქციონის ჩატარებამდე ინფორმაცია აუქციონში მონაწილეთა შესახებ (მათ შორის, აუქციონში მონაწილეთა რაოდეობის შესახებ) კონფიდენციალურია.     მუხლი 2🔗. აუქციონის ორგანიზება 1. აუქციონის ორგანიზებას ახორციელებს გამყიდველი. 2. აუქციონის ფორმით ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზების შესახებ ინფორმაცია განთავსდება ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების განმკარგავი სუბიექტის ინტერნეტვებგვერდზე. 3. უძრავი ნივთის შემთხვევაში ვადა აუქცინის გამოცხადებიდან მის დასრულებამდე უნდა შეადგენდეს არანაკლებ 15 კალენდარულ დღეს, ხოლო მოძრავი ნივთის შემთხვევაში – არანაკლებ 5 კალენდარულ დღეს. 4. იმ შემთხვევაში, როცა გამყიდველი აუქციონის ორგანიზატორის ფუნქციებს გადასცემს წარმომადგენელს ან შუამავალს, მათ შორის, იდება ხელშეკრულება, რომელშიც გათვალისწინებული უნდა იყოს: ა) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების საწყისი ფასი; ბ) აუქციონის ჩატარების ვადა; გ) წარმომადგენელის ან შუამავლისათვის ავანსის ან/და საკომისიო ანაზღაურების ოდენობა და მისი გაცემის წესი; დ) ურთიერთვალდებულებანი და მხარეთა პასუხისმგებლობა ხელშეკრულების დარღვევისათვის; ე) სხვა ინფორმაცია გამყიდველის შეხედულებისამებრ. 5. გამყიდველი „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, უზრუნველყოფს ინფორმაციის გამოქვეყნებას საინფორმაციო საშუალებებში. 6. გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა) გამყიდველის დასახელებას; ბ) პირობებს და გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებს (აუქციონის პირობებით გამოცხადების შემთხვევაში); გ) საპრივატიზებო ქონების დასახელებას; დ) განაცხადის მიღების დაწყების, დამთავრების და აუქციონის (ჩატარების თარიღს; ე) ბეს, ბიჯის სიდიდეს და აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასს, რომლის ოდენობას განსაზღვრავს გამყიდველი; ვ) განაცხადის მიღების ადგილს (მისამართი) და საკონტაქტო ტელეფონს; ზ) ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც გამყიდველი ჩათვლის მიზანშეწონილად. 7. აქციების ან აქციათა პაკეტის (წილი) გაყიდვის შემთხვევაში ინფორმაცია დამატებით უნდა შეიცავდეს: ა) სააქციო საზოგადოების (შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების) დასახელებას და იურიდიულ მისამართს; ბ) გამოშვებული აქციების საერთო რაოდენობას; გ) ერთი აქციის ნომინალურ ღირებულებას; დ) აქციების ან აქციათა პაკეტის (წილის) საწყის ფასს და წილს საზოგადოების საწესდებო კაპიტალში. 8. მყიდველს უფლება აქვს მიიღოს გასაყიდი ქონების შესახებ გამყიდველის ხელთ არსებული, კანონმდებლობით დაშვებული, ნებისმიერი ინფორმაცია. 9. ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ ყველა დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირს უფლება აქვს წინასწარ გაეცნოს საპრივატიზებო ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონებას. 10. გამყიდველი აუქციონის ორგანიზების მიზნით ქმნის სააუქციონო კომისიას, რომელშიც შედიან კომისიის თავმჯდომარე, აუქციონატორი, რეგისტრატორი, კომისიის მდივანი და სააუქციონო კომისიის წევრები. აღნიშნული კომისია ადგენს საკრებულოს მიერ დამტკიცებულ აუქციონში გამარჯვებულის დამადასტურებელ ოქმს (ხელშეკრულებას).     მუხლი 3🔗. აუქციონში მონაწილეობის პირობები 1. აუქციონში მონაწილეობაზე განაცხადების მიღება მთავრდება დადგენილ დღეს და საათს. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ შემოსული განაცხადი არ მიიღება. 2. აუქციონი ტარდება დადგენილ დღესა და საათს. აუქციონში მონაწილეობაზე განაცხადების მიღება მიმდინარეობს აუქციონის ჩატარების დღის ჩათვლით და გამყიდველის მიერ დადგენილ საათამდე. 3. იმ შემთხვევაში, თუ პრივატიზების განმახორციელებელმა სუბიექტმა გადაავადა აუქციონის ჩატარება, ან მის ჩატარებამდე გააუქმა აუქციონის გზით ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, აუქციონში მონაწილეს გადახდილი ბე უკან უბრუნდება. 4. აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველი (შემდგომში – მონაწილე) აუქციონის რეგისტრატორს წარუდგენს: ა) განაცხადს, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მონაწილეზე, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების დასახელებას, იმ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების საწყის ფასს, რომლის შეძენაც სურს მონაწილეს. პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში განაცხადში უნდა აისახოს მონაწილის თანხმობა პირობების შესრულებაზე; ბ) ბეს, რომელიც ადგილობრივი თვითმართველი ერთეულის ქონების საწყისი საფასურის 30%-ია და მონაწილის ბილეთის საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს (ბილეთის და ბე საფასურის გადახდა უნდა მოხდეს გამყიდველის მიერ მითითებულ ანგარიშზე);     გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლს (ფიზიკური პირის შემთხვევაში); დ) ნოტარიალურად დამოწმებულ მინდობილობას, თუ მონაწილე მოქმედებს სხვა პირის სახელით; ე) სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლებს და განაცხადის შეტანის მომენტისთვის მოქმედ ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში); ვ) პრივატიზების განმახორციელებელი სუბიექტის მოთხოვნის შემთხვევაში სხვა დამატებით დოკუმენტაციას. 5. მონაწილემ, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისათვის მოწყობილ აუქციონში, ბე და მონაწილის ბილეთის საფასური უნდა გადაიხადოს თითოეული ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონებისათვის ცალ-ცალკე. 6. თუ ყველა წარმოდგენილი დოკუმენტი აკმაყოფილებს მოთხოვნებს, რეგისტრატორი მონაწილეზე აკეთებს შესაბამის ჩანაწერს „აუქციონის მონაწილეთა რეგისტრაციის ჟურნალში“, იტოვებს წარმოდგენილ დოკუმენტაციას და მონაწილეს გადასცემს აუქციონში მონაწილის ბილეთს. მონაწილის ბილეთით მონაწილე ღებულობს აუქციონში მონაწილის სტატუსს. 7. მონაწილეს უფლება აქვს ბეს დაუკავებლად უარი აუქციონში მონაწილეობაზე განაცხადოს მხოლოდ განაცხადების მიღების პერიოდში. 8. მონაწილეს შეიძლება უარი ეთქვას აუქციონში მონაწილეობაზე, თუ: ა) განაცხადის წარმომდგენი პირი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, არ შეიძლება ცნობილ იქნეს საპრივატიზებო ქონების შემძენად; ბ) დარღვეულია ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-4 და მე-5 პუნქტის მოთხოვნები. 9. აუქციონის შედეგები უქმდება, თუ: ა) აუქციონში გამარჯვებულმა განსაზღვრულ ვადაში არ წარმოადგინა საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი; ბ) აუქციონში გამარჯვებულმა აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმზე ხელის მოწერაზე უარი განაცხადა. 10. თუ არ მოხდება აუქციონის ფორმით გამოტანილი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების განკარგვა, ამ ქონების შეცვლილი საწყისი საფასურით ან/და პირობებით აუქციონის ფორმით ქონების განკარგვის შესახებ გადაწყვეტილება განიხილება როგორც განმეორებითი აუქციონი. განმეორებით აუქციონზე ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების საწყისი საფასური შეიძლება 50%-მდე შემცირდეს, ხოლო თუ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონება ამ საფასურად გამოტანის შემდეგაც არ გაიყიდა, საფასური შეიძლება კიდევ შემცირდეს. 11. თუ არ მოხდება აუქციონის ფორმით გამოტანილი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების განკარგვა, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების განმკარგავი სუბიექტი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება მისი იმავე პირობით, ვადაგაგრძელებული აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ.     მუხლი 4🔗. აუქციონის ჩატარების წესი 1. აუქციონში მონაწილე აუქციონის დაწყებამდე შედის დარბაზში, სადაც ტარდება აუქციონი, აუქციონის რეგისტრატორს წარუდგენს აუქციონში მონაწილის ბილეთს და იღებს სპეციალურ დაფას, რომლის ნომერიც შეესაბამება მის ბილეთზე აღნიშნულ ნომერს. 2. აუქციონატორი ადარებს გაცემული ნომრიანი დაფების რაოდენობას შემოსული განაცხადების რაოდენობასთან, რითაც აზუსტებს აუქციონში მონაწილეთა რაოდენობას. 3. აუქციონს ატარებს აუქციონატორი. 4. თითოეულ ობიექტზე ვაჭრობის დაწყებისას აუქციონატორი აცხადებს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების დასახელებას, მის საწყის ფასს, ბიჯს (ბიჯის სიდიდეს ყოველი კონკრეტული ქონებისათვის განსაზღვრავს გამყიდველი). 5. აუქციონზე ვაჭრობის დასაწყისად ითვლება საწყისი ფასის გამოცხადების მომენტი. ვაჭრობის მიმდინარეობის დროს დაუშვებელია მონაწილეთა დარბაზში გადაადგილება. 6. აუქციონში მონაწილე, რომელსაც სურს საწყისი ფასიდან დაიწყოს ვაჭრობა, სწევს თავის დაფას (რაც ნიშნავს საწყის ფასზე ბიჯის დამატებას). აუქციონატორი აფიქსირებს მას და სთხოვს აუქციონში მონაწილეებს, გააგრძელონ ვაჭრობა, სანამ რომელიმე არ დაასახელებს ყველაზე მაღალ ფასს. ფასის სამჯერ გამოცხადებისა და აუქციონატორის მიერ ჩაქუჩის დარტყმის შემდეგ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონება ითვლება გაყიდულად იმ აუქციონის მონაწილეზე, ვინც აუქციონატორს ყველაზე მაღალი ფასი შესთავაზა. 7. აუქციონის დამთავრების შემდეგ დგება ოქმი, რომელიც წარმოადგენს წერილობით ხელშეკრულებას, ოქმს ხელს აწერს მყიდველი და სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე როგორც გამყიდველი. 8. თუ აუქციონში გამარჯვებული პირი უარს განაცხადებს აუქციონის შედეგების ოქმის ხელმოწერაზე, მას ჩამოერთმევა აუქციონში გამარჯვებულის სტატუსი და შეტანილი ბე არ დაუბრუნდება. 9. თუ აუქციონი არ შედგება იმ მიზეზით, რომ აუქციონის მონაწილეები, რომლებიც ესწრებიან აუქციონს, არ მიიღებენ მონაწილეობას სააუქციონო ვაჭრობაში, შედგება ოქმი არშემდგარი აუქციონის შესახებ და აუქციონის მონაწილეებს შეტანილი ბე არ დაუბრუნდებათ. 10. სააუქციონო კომისია აუქციონის ჩატარებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში ამზადებს მოხსენებით ბარათს, რომლის საფუძველზეც აუქციონში მონაწილე პირებს, რომლებმაც ვერ გაიმარჯვეს უბრუნდებათ მათ მიერ გადახდილი ბეს ოდენობა. მოხსენებით ბარათს ხელს აწერს სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი.     მუხლი 5🔗. გარიგებათა გაფორმების წესი 1. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას გამყიდველისა და მყიდველის მიერ ხელმოწერილი აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმი წარმოადგენს წერილობით ხელშეკრულებას. 2. აუქციონში გამარჯვებული პირი აუქციონის ჩატარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში იხდის საბოლოო თანხას. პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში – აუქციონის პირობებით გათვალისწინებულ ვადაში, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 2 წელს. მყიდველმა ოქმში მითითებულ საბანკო ანგარიშზე უნდა შეიტანოს თანხა, რომელიც შეესატყვისება მის მიერ აუქციონზე დასახელებულ საბოლოო ფასს. 3. გამარჯვებული პირის მიერ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმზე ხელის მოწერაზე უარის თქმა, ართმევს მას გამარჯვებულის სტატუს და გადახდილი ბე არ უბრუნდება. 4. აუქციონში გამარჯვებულ პირს ბე ეთვლება ანგარიშსწორებისას. 5. პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისას შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანოს ინიციატივით და შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს თანხმობით, შესაძლებელია გაფორმდეს დამატებითი წერილობითი ხელშეკრულება, რომელიც იდება აუქციონის ჩატარებიდან არა უგვიანეს 3 თვისა. 6. იმ შემთხვევაში, თუ მხაარეებს შორის უნდა გაფრომდეს დამატებითი წერილობითი ხელშეკრულება, ხელშეკრულებაში შეტანილ უნდა იქნეს შემდეგი მონაცემები: ა) ცნობები გამყიდველისა და მყიდველის შესახებ; ბ) შეძენილი ქონების დასახელება და მისამართი; გ) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების ნასყიდობის საფასური; დ) პირობებიდან გამომდინარე მხარეთა ურთიერთვალდებულებები ქონების შემდგომი გამოყენების შესახებ; ე) სხვა მონაცემები გამოცხადებული აუქციონის და ხელშეკრულების სპეციფიკის გათვალისწინებით. 7. თუ აუქციონი გამოცხადებული იყო პირობების გარეშე, ოქმი (ხელშეკრულება) უნდა შეიცავდეს ამ წესის მე-7 მუხლით მოთხოვნებით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. 8. თუ გამოცხადებული იყო აუქციონი პირობებით, ოქმი (ხელშეკრულება) უნდა შეიცავდეს გამყიდველის მიერ დადგენილ საპრივატიზებო პირობებს, თანხის გადახდის ვადებს და ამ წესის მე-6 მუხლით გათვალისწინებულ ვალდებულებას. 9. ოქმის (ხელშეკრულების) მოქმედების პერიოდში ქონების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფასის სრულად დაფარვამდე მყიდველს ქონება გადაეცემა მფლობელობაში და სარგებლობაში, ხოლო აქციები ან წილი – მართვის უფლებით, თუ ოქმით (ხელშეკრულებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 10. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების საკუთრების უფლება გამყიდველის მიერ მყიდველს გადაეცემა ქონების საბოლოო ნასყიდობის ფასის სრულად დაფარვის და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის შემდეგ, ხოლო უძრავი ნივთის, აქციების ან წილების პრივატიზებისას – აგრეთვე საჯარო რეესტრში ან შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ. იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შემძენმა უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შემძენს საკუთრების უფლება ეძლევა ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით. 11. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმას ამტკიცებს შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანო – საკრებულო.     მუხლი 6🔗. მყიდველის პასუხისმგებლობა პირობების გარეშე გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში თუ მყიდველი პირობების გარეშე გამოცხადებულ აუქციონში, დადგენილ ვადებში არ გადაიხდის ქონების საპრივატიზებო საფასურს, მას არ გადაეცემა საკუთრების უფლება ქონებაზე და შეტანილი ბე არ დაუბრუნდება.     მუხლი 7🔗. მყიდველის პასუხისმგებლობა პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში 1. პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში მყიდველი ვალდებულია, შეძენილი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შემდგომი გამოყენებისას დაიცვას ოქმით (ხელშეკრულებით) ნაკისრი ვალდებულებები (აუქციონის პირობები), მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები და მათ შესრულებაზე გამყიდველს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ინფორმაცია. 2. მყიდველს შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების დადასტურებამდე, გამყიდველთან შეთანხმების გარეშე არა აქვს უფლება გაცემული ქონება განკარგოს, გასცეს სარგებლობის უფლებით ან სხვაგვარად დატვირთოს იგი. ამასთან, იგი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობაზე და დაცვაზე. 3. გამყიდველის მიერ მყიდველზე საკუთრების უფლების დადასტურების შემდეგ, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, მყიდველის მიერ პრივატიზებული ქონების გასხვისების შემთხვევაში, მყიდველი ვალდებულია ქონება ახალ მესაკუთრეზე გაასხვისოს იმავე პირობებით, რაც გათვალისწინებული იყო ოქმით (ხელშეკრულებით). ქონების გასხვისების შესახებ წერილობით უნდა ეცნობოს გამყიდველს. 4. ოქმით (ხელშეკრულებით) ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულად ითვლება შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის მიერ მათი დადასტურების მომენტიდან. 5. ოქმით (ხელშეკრულებით) ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მყიდველი იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა. პირგასამტეხლო განისაზღვრება ოქმით (ხელშეკრულებით) სააუქციონო პირობებიდან გამომდინარე, კერძოდ: ა) თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელი თანხის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; ბ) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0.1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; გ) მყიდველის მიერ სხვა სააუქციონო და ოქმის პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა წარმოადგენს ყოველ დარღვევაზე ქონების ღირებულების 0,05%. 6. ოქმის (ხელშეკრულებით) გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა გამყიდვლის მიერ განიხილება აუქციონის შედეგების გაუქმების (ოქმის) საფუძვლად. ასეთ შემთხვევაში პრივატიზებული ქონება უბრუნდება პრივატიზების განმახორციელებელ სუბიექტს. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შემძენს არ უნაზღაურდება გადახდილი თანხები და გაწეული დანახარჯები.     მუხლი 8🔗. გარიგებათა ბათილად ცნობა აუქციონის შედეგებთან დაკავშირებულ სადავო და ბათილად ცნობის საკითხებს განიხილავს სასამართლო. დანართი №2 ახალციხის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმა აუქციონის მომწყობი კომისია ახალციხის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი № „----“ “-----------------“ ქ. ახალციხე 1. ეს ოქმი (ხელშეკრულება) გაიცა ------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------ ------------------------------------------------------------------------------------------------------------ ------------------------------------------------------------------------------------ აუქციონში გამარჯვებულის (მყიდველის) ფიზიკური პირის სახელი, გვარი, იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმა, სახელწოდება და წარმომადგენლის სახელი გვარი და მისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, მისამართი და საიდენტიფიკაციო დოკუმენტების მონაცემები. 2. მასზე, რომ “ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების: ---------------------------------------------------------------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------- ქონების დასახელება, მისამართი (მონაცემები შესაბამისი რეესტრიდან) ქონების საწყისი საფასური ---------------- (---------------------------------------------------)                                                     ციფრებით სიტყვიერად 3. შემდგომში პრივატიზების მიზნით ------------------------------------------- სააუქციონო კომისიის მიერ 201 – წლის „------“ „-------------------“ მოწყობილ აუქციონზე მის მიერ შემოთავაზებული საფასურის ------------------- (---------------------------------) ლარი                                                      ციფრებით სიტყვიერად საფუძველზე ის გამოვლინდა გამარჯვებულად (შემდგომში – მყიდველი) და მას  „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად, ოქმით (ხელშეკრულებით) ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით, საკუთრებაში გადაეცა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის  საკუთრებაში არსებული ---------------------------------------------------------------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------------------------------- ნების დასახელება, მისამართი მონაცემები შესაბამის რეესტრიდან/მარეგისტრირებელი ორგანოდან, მათ შორის, ინფორმაცია ქონების დატვირთვის თაობაზე) ------------------- შემდგომში – ქონება 4. მყიდველი ვალდებულია: აუქციონზე შეძენილი ქონების საფასური (საბოლოო თანხა) გადაიხადოს აუქციონის ჩატარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში შემდეგ საბანკო ანგარიშზე N---------------------- ---------------------------------------------------------------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------------------------------- 5. მყიდველს გადახდილი ბე ეთვლება ანგარიშსწორებისას. 6. მყიდველს უფლება არა აქვს საკუთრების დადასტურებამდე განკარგოს, დააგირაოს, იპოთეკით ან/და სხვაგვარად დატვირთოს გადაცემული ქონება. 7. თუ მყიდველი დადგენილ ვადებში არ გადაიხდის ქონების საბოლოო თანხას, აუქციონის შედეგები უქმდება და მყიდველს არ გადაეცემა საკუთრების უფლება ქონებაზე და შეტანილი ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია არ დაუბრუნდება. 8. მყიდველის მიერ საბოლოო თანხის დადგენილ ვადაში სრულად გადახდის შემდეგ მასზე გაიცემა საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობა. 9. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისას მყიდველზე საკუთრების უფლება გადადის თანხის მთლიანად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის და შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ. 10. ოქმიდან (ხელშეკრულებიდან) წარმოშობილი სადავო საკითხები განიხილება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 11. ოქმი (ხელშეკრულებია) შედგენილია ქართულ ენაზე 3 (სამი) თანაბარი ძალის მქონე ეგზემპლარად. ერთი რჩება ქონების განმკარგავ სუბიექტს( შემდგომში – განმკარგავი), ხოლო ორი გადაეცემა მყიდველს. 12. მყიდველი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება ოქმის (ხელშეკრულების) შინაარსს და სრული ნებაყოფლობის საფუძველზე ხელს აწერს ამ ოქმს (ხელშეკრულებას). 13. ოქმს (ხელშეკრულებას), რომელიც გამკარგავთან რჩება, თან ერთვის:  ა) ამონაწერი შესაბამისი რეესტრიდან; ბ) იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი იურიდიული პირია, მყიდველის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, წესდება და წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება; გ) იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი მოქმედებს წარმომადგენლის მეშვეობით, წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი კომისიის თავმჯდომარე /------------------------------------- /-----------------------/                                             ხელმოწერა სახელი, გვარი აუქციონში გამარჯვებული პირი (მყიდველი) /--------------/ ----------------------                                                                                       ხელმოწერა სახელი, გვარი ----------------------------------------------------------- ბეჭდის ადგილი დანართი №3 ახალციხის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას პირობებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმა აუქციონის მომწყობი კომისია ახალციხის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას პირობებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი № „----“ “-----------------“ ქ. ახალციხე 1. ეს ოქმი (ხელშეკრულება) გაიცა ------------------------------------------------------- --------------------------------------------------------------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------------------------------- --------------------------------------------------------------------------------------------------- აუქციონში გამარჯვებულის (მყიდველის) ფიზიკური პირის სახელი, გვარი, იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმა, სახელწოდება და წარმომადგენლის სახელი, გვარი და მისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, მისამართი და საიდენტიფიკაციო დოკუმენტების მონაცემები. 2. მასზე, რომ „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების: ------------------------------------------------------------------------------------------------------------ ------------------------------------------------------------------------------------------------------------ ------------------------------------------------------------------------------------------------ ქონების დასახელება, მისამართი (მონაცემები შესაბამისი რეესტრიდან) ქონების საწყისი საფასური --------------- (---------------------------------------------------)                                                     ციფრებით სიტყვიერად 3. შემდგომში პრივატიზების მიზნით ------------------------------- სააუქციონო კომისიის მიერ 201 – წლის „----------“ „------------------------------“ მოწყობილ აუქციონზე მის მიერ შემოთავაზებული საფასურის ----------------------- (-------------------------------) ლარი                                                     ციფრებით სიტყვიერად საფუძველზე ის გამოვლინდა გამარჯვებულად (შემდგომში – მყიდველი) და მას „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ” საქართველოს კანონის  მოთხოვნების შესაბამისად, ოქმით (ხელშეკრულებით) ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით, საკუთრებაში გადაეცა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის  საკუთრებაში არსებული ---------------------------------------------------------------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------------------------------- ----------------------------------------------------------------------------------------------------------------  (ქონების დასახელება, მისამართი მონაცემები შესაბამის რეესტრიდან/მარეგისტრირებელი  ორგანოდან, მათ შორის, ინფორმაცია ქონების დატვირთვის თაობაზე) -------------------                                                                                                                   შემდგომში – ქონება 4. მყიდველი ვალდებულია: აუქციონზე შეძენილი ქონების ფასი (საბოლოო თანხა) გადაიხადოს აუქციონის ჩატარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში შემდეგ საბანკო ანგარიშზე N-------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------------------------------- 5. მყიდველს გადახდილი ბე ეთვლება ანგარიშსწორებისას. 6. მყიდველი ვალდებულია დაიცვას, დათქმულ ვადაში და ჯეროვნად შეასრულოს შემდეგი პირობები: ა) --------------------------------------------------------------------------------------------- ბ) --------------------------------------------------------------------------------------------- გ) --------------------------------------------------------------------------------------------- დ) და ა.შ. 7. მყიდველი ვალდებულია ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობად საინვესტიციო ვალდებულების არსებობის შემთხევაში აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის გაფორმებიდან 1 თვის ვადაში წარადგინოს საინვესტიციო ვალდებულების არანაკლებ 10%-ის ოდენობის ან საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შემცირებული უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე, რომლის ვადაც არანაკლებ 2 თვით უნდა აღემატებოდეს საინვესტრიციო ვალდებულების შესრულების ვადას. 8. მყიდველს გადაცემულ ქონებაზე საკუთრების უფლების დადასტურებამდე, ქონების განმკარგავ სუბიექტთან (შემდგომში – განმკარგავი) შეთანხმების გარეშე არ აქვს უფლება განკარგოს, გასცეს სარგებლობის უფლებით ან სხვაგვარად დატვირთოს იგი. ამასთან, იგი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობაზე და დაცვაზე. 9. მყიდველი ვალდებულია ოქმის (ხელშეკრულების) მოქმედების პერიოდში, განმკარგავს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ინფორმაცია ოქმით (ხელშეკრულებით) გათვალისწინებული პირობების შესრულების შესახებ. 10. განმკარგავის მიერ მყიდველზე საკუთრების უფლების დადასტურების შემდეგ, ოქმის (ხელშეკრულების) მოქმედების პერიოდში, მყიდველის მიერ გადაცემული ქონების გასხვისების შემთხვევაში, მყიდველი ვალდებულია ქონება ახალ მესაკუთრეზე გაასხვისოს იმავე პირობებით, რაც გათვალისწინებული იყო ოქმით (ხელშეკრულებით). ქონების გასხვისების შესახებ წერილობით უნდა ეცნობოს განმკარგავს. 11. ოქმით (ხელშეკრულებით) ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულად ითვლება განმკარგავის მიერ მათი დადასტურების მომენტიდან. 12. ოქმით (ხელშეკრულებით) ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში მყიდველი იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა. ა) თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელი თანხის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; ბ)საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; გ) მყიდველის მიერ ოქმის (ხელშეკრულების) სხვა პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს ყოველ დარღვევაზე ქონების ღირებულების 0,05%. 13. ოქმით (ხელშეკრულებით) გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა განმკარგავის მიერ განიხილება აუქციონის შედეგების (ოქმის) გაუქმების საფუძვლად. 14. მყიდველის მიერ საბოლოო თანხის დადგენილ ვადაში სრულად გადახდის შემდეგ მასზე გაიცემა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით. 15. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისას მყიდველზე საკუთრების უფლება გადადის თანხის მთლიანად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის და საჯარო რეესტრში ან შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მყიდველმა უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები მყიდველს საკუთრების უფლება ეძლევა ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით. 16. მყიდველი ვალდებულია ოქმით (ხელშეკრულებით) ნაკისრი ვალდებულებები, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის შემდეგ აგრეთვე დაარეგისტრიროს საჯარო რეესტრში ან შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში. 17. ოქმიდან (ხელშეკრულებიდან) წარმოშობილი სადავო საკითხები განიხილება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 18. ოქმი (ხელშეკრულება) შედგენილია ქართულ ენაზე 3 (სამი) თანაბარი ძალის მქონე ეგზემპლარად. ერთი რჩება განმკარგავს, ხოლო ორი გადაეცემა მყიდველს. 19. მყიდველი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება ოქმის (ხელშეკრულების) შინაარსს და სრული ნებაყოფლობის საფუძველზე ხელს აწერს ამ ოქმს (ხელშეკრულებას). 20. ოქმს (ხელშეკრულებას), რომელიც განმკარგავთან რჩება, თან ერთვის: ა) ამონაწერი შესაბამისი რეესტრიდან; ბ) იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი იურიდიული პირია, მყიდველის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, წესდება და წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება; გ) იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი მოქმედებს წარმომადგენლის მეშვეობით, წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი კომისიის თავმჯდომარე /------------------------------------- /-----------------------/                                                           ხელმოწერა სახელი, გვარი აუქციონში გამარჯვებული პირი (მყიდველი) /------------------/ ---------------------                                                                     ხელმოწერა სახელი, გვარი ----------------------------------------------------------- ბეჭდის ადგილი დანართი №4 ახალციხის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი საკუთრების მოწმობის ტიპური ფორმა ახალციხის მუნიციპალიტეტი საკუთრების უფლების მოწმობა №------ ეძლევა ----------------------------------------------------------------- მასზე, რომ მას გადაეცა საკუთრებაში ------------------------------------------------------------------------------------------------ ---------------------------------------------------------------------------------------------------------------- (ქონების დასახელება, მისამართი და სხვა მაიდენტიფიცირებელი მონაცემები)  მიწის ფართობი --------------------------------------------------------------                               (მიწათსარგებლობის ფორმა) საფუძველი -------------------------------------------------------------------------------------------------- ხელშეკრულების თარიღი --------------------------------------------------------------------------------- მოწმობა შედგენილია 3 ეგზემპლარად, ორი ეგზემპლარი გადაეცემა ------------------------------------------------------------------------------------ (მესაკუთრის სახელი, გვარი/დასახელება),  რომელიც ერთ ეგზემპლარს წარუდგენს შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოს, ხოლო მესამე ეგზემპლარი ინახება საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გამცემ ორგანოში. მოწმობა ძალაშია ხელშეკრულებასთან ერთად, რომელიც მოწმობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.  გაცემულია 2010 წლის ––––– –––––––––––– ---------------------------------------------------------