„საქართველოში ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხთა განხილვა-გადაწყვეტის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №400 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№33
სარეგისტრაციო კოდი
010.110.000.08
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 11, 30/01/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №33

2009 წლის 30 იანვარი

ქ. თბილისი

„საქართველოში ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხთა განხილვა-გადაწყვეტის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის     2006 წლის 28 ივნისის №400 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოში ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხთა განხილვა-გადაწყვეტის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №400 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ III, 2006 წ., №88, მუხ. 1169) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. პირველი მუხლის:

ა) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. უცხოელისათვის საქართველოში მუდმივი ან დროებითი ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხს იხილავს და წყვეტს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამოქალაქო რეესტრის სააგენტო (შემდეგში – სააგენტო).

4. საქართველოში ბინადრობის ნებართვის მისაღებად უცხოელი განცხადებით მიმართავს სააგენტოს პირადად ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით, ხოლო თუ იგი იმყოფება საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ – საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების მეშვეობით.“;

ბ) მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება უცხოელის განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტაციას მიღებიდან ერთ კვირაში განსახილველად გადაუგზავნის სააგენტოს პირდაპირ ან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით.“;

დ) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. სააგენტო უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, დამატებით მოითხოვოს იმ დოკუმენტების წარმოდგენა, რომლებიც ასაბუთებენ ამ დებულებით გათვალისწინებულ ცალკეულ ფაქტებსა და გარემოებებს. უცხოელს ასევე შეუძლია სააგენტოში საკითხის განხილვის პროცესში თავისი ინიციატივით წარმოადგინოს საკითხის განხილვისათვის საჭირო დამატებითი დოკუმენტები.“.

2. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 81–85 პუნქტები:

„81. საჭირო დოკუმენტაციის არასრულად წარდგენის შემთხვევაში, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება განცხადების მიღებიდან ერთ კვირაში მიმართავს განმცხადებელს და განუსაზღვრავს მას გონივრულ ვადას ხარვეზის აღმოფხვრისა და სრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოდგენის მიზნით.

82. განმცხადებლის მიერ ხარვეზის აღმოფხვრიდან ერთ კვირაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება უზრუნველყოფს სრულყოფილი დოკუმენტაციის გადაგზავნას სააგენტოსათვის პირდაპირ ან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით.

83. თუ განმცხადებელი საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ ვადაში არ აღმოფხვრის ხარვეზს, ამ ვადის გასვლიდან ერთ თვეში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება განმცხადებლის მიერ პირველად წარმოდგენილ განცხადებასა და დოკუმენტაციას უგზავნის სააგენტოს.

84. საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება წერილობით განცხადებებსა და საკითხის განხილვისათვის საჭირო დოკუმენტებს ამ მუხლით დადგენილ ვადებში სააგენტოსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უგზავნის წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. ელექტრონული ფორმით გაგზავნის შემთხვევაში, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება ვალდებულია გონივრულ ვადაში უზრუნველყოს ასევე განცხადებებისა და დოკუმენტაციის წერილობითი ფორმით გადაგზავნა.

85. საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება პასუხისმგებელია ელექტრონული და წერილობითი ფორმით გაგზავნილი დოკუმენტების იდენტურობისათვის.“.

3. მე-4 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დროებითი ბინადრობის ნებართვა პირველად გაიცემა ერთი წლით; მისი გაგრძელება შეიძლება მხოლოდ ერთხელ – 5 წლით.

3. ნებართვის ვადის შეწყვეტა ავტომატურად ხდება მისი ვადის ამოწურვისას. სააგენტო ასევე უფლებამოსილია ვადამდე შეუწყვიტოს უცხოელს დროებითი ბინადრობის ნებართვა, თუ:

ა) გამოვლინდა მის მიერ საქართველოში ბინადრობის ნებართვის ან საქართველოს ვიზის მოსაპოვებლად ყალბი ან ძალის არმქონე დოკუმენტების წარმოდგენის ფაქტი;

ბ) ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფოს უშიშროებას ან/და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას;

გ) ვადამდე შეწყვიტა ურთიერთობები, რომლის საფუძველზეც ჰქონდა მოპოვებული დროებითი ბინადრობის ნებართვა;

დ) გამოვლინდა ბინადრობის ნებართვის მოპოვების მიზნით მისი ფიქციურ ქორწინებაში შესვლის ფაქტი;

ე) იგი გაძევებულ იქნა საქართველოდან.“.

4. მე-7 მუხლის 1-ლი–მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ბინადრობის ნებართვის მიღებასა და გაგრძელებაზე განცხადების განხილვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს სააგენტოში საჭირო დოკუმენტაციის სრულად წარმოდგენიდან 30 დღეს.

2. უცხოელი ვალდებულია ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად საჭირო ყველა საბუთი წარადგინოს განცხადებასთან ერთად. წინააღმდეგ შემთხვევაში, სააგენტო დოკუმენტაციის გადმომგზავნ ორგანოს ან უცხოელს ხარვეზის აღმოსაფხვრელად განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 2 კვირას.

3. სააგენტო დადგენილ ვადაში ამოწმებს წარმოდგენილ დოკუმენტაციას და მის შესაბამისობას ამ დებულებასა და საქართველოს კანონმდებლობასთან. ამ მიზნით, ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად, იგი უფლებამოსილია განცხადების მიღებიდან 2 დღეში კითხვით მიმართოს საქართველოს სახელმწიფო ორგანოებს, აგრეთვე ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც ვალდებული არიან მიმართვის მიღებიდან 5 დღეში გასცენ სააგენტოს წერილობითი პასუხი. თუ აღნიშნული ვადა საკმარისი არ არის წერილობითი პასუხის გასაცემად, სახელმწიფო ორგანოები, ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებული არიან ამის თაობაზე წერილობით აცნობონ სააგენტოს, რის შემდეგაც მათ მიეცემათ დამატებით ორდღიანი ვადა. სახელმწიფო ორგანოების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ აღნიშნულ ვადებში სააგენტოსათვის საჭირო ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, ითვლება, რომ არ არსებობს საქართველოს ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები და სააგენტო ვალდებულია დაასრულოს საკითხის განხილვა კანონით განსაზღვრულ ვადაში.

4. უცხოელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და მოპოვებული მასალის საფუძველზე სააგენტო გასცემს ბინადრობის ნებართვას ან გამოაქვს მოტივირებული დასკვნა განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.“.

    მუხლი 2

ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2009 წლის 1 თებერვლიდან.

მ. სააკაშვილი