📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

,,საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადების და წარდგინების განხილვის წესის თაობაზე დებულების დამტკიცების შესახებ“

მიღების თარიღი 30.01.2009
ძალის დაკარგვა 11.06.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №34
სარეგისტრაციო კოდი 010.110.000.08.
გამოქვეყნების წყარო სსმ, 11, 30/01/2009
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 4,688 სიტყვა · ~23 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.01.2009 მიღება
11.06.2014 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🔗 ციტირება სხვა დოკუმენტებში (1)

დოკუმენტის ტექსტი

,,საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადების და წარდგინების განხილვის წესის თაობაზე დებულების დამტკიცების შესახებ“ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-weight:normal;} h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; } h3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-weight:normal;} h4 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-weight:normal;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; font-size:15.0pt; } p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:12.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; } p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; } p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; } p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:63.0pt 63.0pt 63.0pt 63.0pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №34 2009 წლის 30 იანვარი ქ. თბილისი საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადების და წარდგინების განხილვის წესის თაობაზე დებულების დამტკიცების შესახებ 1. „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 41-ე მუხლის საფუძველზე დამტკიცდეს თანდართული დებულება საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადების და წარდგინების განხილვის წესის თაობაზე. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვა-გადაწყვეტის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 9 ნოემბრის №637 ბრძანებულება. 3. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2009 წლის 1 თებერვლიდან. მ. სააკაშვილი დებულება საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადების და წარდგინების განხილვის წესის თაობაზე თავი I. ზოგადი დებულებანი     მუხლი 1🔗 ეს დებულება განსაზღვრავს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (შემდეგში – კანონი) შესაბამისად საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა (საქართველოს მოქალაქეობის მიღება, საქართველოს მოქალაქეობის აღდგენა, საქართველოს მოქალაქეობის დადგენა, საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლა, საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა) განხილვა-გადაწყვეტის, აგრეთვე, მოქალაქეობის საკითხებზე მიღებულ გადაწყვეტილებათა აღსრულების, მათი კონტროლისა და მოქალაქეობის საკითხთა სტატისტიკის წარმოების წესებს.     მუხლი 2🔗 საქართველოს მოქალაქეობის მიღების, საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის, საქართველოს მოქალაქეობის დადგენის, საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლისა და საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შესახებ წერილობითი განცხადებები და საკითხის განხილვისათვის საჭირო დოკუმენტები დაინტერესებულ პირებს შეაქვთ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში (შემდეგში – სააგენტო) ან სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში (შემდეგში – ტერიტორიული სამსახური).     მუხლი 3🔗 1. საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ პირებს წერილობითი განცხადებები და საკითხის განხილვისათვის საჭირო დოკუმენტები შეაქვთ საზღვარგარეთ საქართველოს შესაბამის დიპლომატიურ წარმომადგენლობასა ან საკონსულო დაწესებულებაში, ან პირდაპირ უგზავნიან საქართველოს პრეზიდენტს. 2. საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება დოკუმენტაციის სრულყოფილად წარდგენიდან ერთ კვირაში აღნიშნულ დოკუმენტაციას უგზავნის სააგენტოს პირდაპირ ან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით. 3. არასრულყოფილი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება განცხადების მიღებიდან ერთ კვირაში მიმართავს განმცხადებელს და განუსაზღვრავს მას გონივრულ ვადას ხარვეზის აღმოფხვრისა და დოკუმენტაციის სრულად წარმოდგენის მიზნით. 4. განმცხადებლის მიერ ხარვეზის აღმოფხვრიდან ერთ კვირაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება უზრუნველყოფს სრულყოფილი დოკუმენტაციის გადაგზავნას სააგენტოსათვის პირდაპირ ან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით. 5. თუ განმცხადებელი საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ ვადაში არ აღმოფხვრის ხარვეზს, ამ ვადის გასვლიდან ერთ თვეში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება განმცხადებლის მიერ პირველად წარმოდგენილ განცხადებასა და დოკუმენტაციას უგზავნის სააგენტოს. 6. საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება წერილობით განცხადებებსა და საკითხის განხილვისათვის საჭირო დოკუმენტებს ამ მუხლით დადგენილ ვადებში სააგენტოსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უგზავნის წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. ელექტრონული ფორმით გაგზავნის შემთხვევაში, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება ვალდებულია გონივრულ ვადაში უზრუნველყოს ასევე განცხადებებისა და დოკუმენტაციის წერილობითი ფორმით გადაგზავნა. 7. საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება პასუხისმგებელია ელექტრონული და წერილობითი ფორმით გაგზავნილი დოკუმენტების იდენტურობისათვის.     მუხლი 4🔗 1. მოქალაქეობის საკითხებზე განცხადება/წარდგინება სააგენტოს ან ტერიტორიული სამსახურის მიერ მიღებულად ითვლება განმცხადებლის მიერ დოკუმენტაციის სრულად წარდგენისა და დოკუმენტების სააგენტოში ან შესაბამის ტერიტორიულ სამსახურში რეგისტრაციის დღიდან. 2. საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა ან საკონსულო დაწესებულებაში შეტანილი განცხადებები მიღებულად ითვლება განმცხადებლის მიერ საჭირო დოკუმენტაციის სრულად წარდგენისა და საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა ან საკონსულო დაწესებულებაში რეგისტრაციის დღიდან. 3. განცხადებები და თანდართული დოკუმენტები წარდგენილი უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე. სხვა ენაზე შედგენილი დოკუმენტები მიიღება სათანადო წესით დამოწმებული ფორმით, ქართულენოვან თარგმანთან ერთად.     მუხლი 5🔗 1. მოქალაქეობის საკითხებზე განცხადებებს დაინტერესებული პირები წარადგენენ პირადად, მინდობილობის მქონე პირის ან ფოსტის მეშვეობით. 2. კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, 14-დან 18 წლამდე პირის მიერ განცხადებასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იქნეს სანოტარო წესით დამოწმებული კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობა. 3. 14 წლამდე ასაკის პირთა მოქალაქეობის საკითხი განიხილება მათი კანონიერი წარმომადგენლის მიერ განცხადების წარდგენის საფუძველზე. 4. ფიზიკური ნაკლის, ავადმყოფობის ან სხვა საპატიო მიზეზის არსებობის შემთხვევაში, დაინტერესებული პირის სახელით, მისივე დავალებით, განცხადებასა და შესაბამის დოკუმენტებს ხელს აწერს სხვა პირი, რაც მოწმდება სანოტარო წესით. 5. სხვა სახელმწიფოში მცხოვრებ პირთა ხელმოწერა განცხადებაზე დასტურდება საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების უფლებამოსილი პირის მიერ.     მუხლი 6🔗 საქართველოს მოქალაქეობის მიღების საკითხებზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების ვადა არ უნდა აღემატებოდეს შესაბამის ორგანოში განცხადების/წარდგინების რეგისტრაციის დღიდან 3 თვეს, მოქალაქეობის დადგენის საკითხებზე – 15 დღეს, ხოლო მოქალაქეობის სხვა საკითხებზე – 1 თვეს.     მუხლი 7🔗 1. სააგენტო ვალდებულია განცხადების შეტანიდან 2 დღეში მიმართოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მოქალაქეობიდან გასვლის მსურველი პირის საგადასახადო დავალიანების არსებობის შესახებ ინფორმაციის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს – მოქალაქეობიდან გასვლის, მოქალაქეობის მიღების ან აღდგენისათვის კანონით გათვალისწინებული დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობის, აგრეთვე სხვა შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებს – მოქალაქეობის საკითხის განხილვისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ. 2. სააგენტოს მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოთხოვა შეიძლება განხორციელდეს როგორც წერილობითი, ისე ელექტრონული ფორმით.     მუხლი 8🔗 1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ვალდებულია შესაბამისი მოთხოვნის მიღებიდან 5 დღეში მიაწოდოს სააგენტოს ინფორმაცია მოქალაქის საგადასახადო დავალიანების არსებობის თაობაზე. 2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია შესაბამისი მოთხოვნის მიღებიდან 5 დღეში გასცეს შესაბამისი ინფორმაცია განმცხადებლის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის, აგრეთვე დასკვნა მოქალაქეობის მიღების ან აღდგენისათვის კანონით გათვალისწინებული დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობის თაობაზე. 3. სხვა სახელმწიფო დაწესებულება ვალდებულია შესაბამისი მოთხოვნის მიღებიდან 5 დღეში მიაწოდოს სააგენტოს მოქალაქეობის საკითხის განხილვისათვის საჭირო კანონმდებლობით გათვალისწინებული ინფორმაცია. 4. თუ ამ მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებში მითითებული ვადა საკმარისი არ არის საჭირო ინფორმაციის წარსადგენად, შესაბამისი ორგანო ვალდებულია ამის თაობაზე წერილობით აცნობოს სააგენტოს, რის შემდეგაც მას მიეცემა ორდღიანი დამატებითი ვადა. 5. ამ მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებში აღნიშნულმა დაწესებულებებმა საჭირო ინფორმაცია სააგენტოს შეიძლება წარუდგინონ როგორც წერილობითი, ისე ელექტრონული ფორმით. 6. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ფინანსთა და შინაგან საქმეთა სამინისტროები, ასევე სხვა სახელმწიფო დაწესებულებები დადგენილ ვადებში არ გასცემენ შესაბამის ინფორმაციას, ითვლება, რომ არ არსებობს, შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეობის მიღების, აღდგენის ან საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის დამაბრკოლებელი გარემოებები და სააგენტო ვალდებულია დაასრულოს საკითხის განხილვა ამ დებულებით განსაზღვრულ ვადაში.     მუხლი 9🔗 საქართველოს მოქალაქეობის მიღების, მოქალაქეობიდან გასვლის, მოქალაქეობის აღდგენისა და მოქალაქეობის დაკარგვის თაობაზე განცხადებისა და წარდგინების განმეორებითი განხილვა შეიძლება წინა გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი წლის შემდეგ.     მუხლი 10🔗 მოქალაქეობის საკითხებზე განცხადებათა და სხვა დოკუმენტაციის განხილვისათვის მომსახურების საფასურის გადახდა წარმოებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით. მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი დაერთვება შესაბამის საქმეს.     მუხლი 11🔗 1. განცხადებების, წარდგინებებისა და სხვა დოკუმენტაციის განხილვის პროცესში სააგენტოს ან/და ტერიტორიულ სამსახურს უფლება აქვს მოიწვიოს განმცხადებელი, წარდგინების შემტანი ორგანოს წარმომადგენელი, აგრეთვე პირი, რომლის მოწვევასაც შეიძლება მნიშვნელობა ჰქონდეს საქმის განხილვასთან დაკავშირებული გარემოებების შესასწავლად, მიიღოს მათგან საკითხის განსახილველად საჭირო დოკუმენტაცია და ახსნა-განმარტება, სახელმწიფო ორგანოებისა და იურიდიული პირებისაგან მიიღოს აუცილებელი საბუთები და წერილობითი დასკვნები განსახილველი საქმის ირგვლივ. 2. სააგენტო ვალდებულია მოქალაქეობის საკითხთა განხილვის პროცესში განმცხადებელს განუმარტოს კანონის მოთხოვნები საქართველოს მოქალაქეობის მიღებისას სხვა ქვეყნის მოქალაქეობაზე უარის თქმის აუცილებლობის შესახებ და მოქალაქეობის საკითხებზე მიღებულ გადაწყვეტილებათა გასაჩივრების წესი.     მუხლი 12🔗 1. კანონის 26-ე, 28-ე და 29-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლებით საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების მსურველი პირი საკითხის განხილვის პროცესში გაივლის ტესტირებას ქართული ან აფხაზური ენის, აგრეთვე, დადგენილ ფარგლებში, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის შესაფასებლად. 2. განმცხადებლები ტესტირებას გადიან მოქალაქეობის საკითხთა მუდმივმოქმედ კომისიაში (შემდეგში – კომისია), რომელიც დაკომპლექტებულია მეცნიერ-სპეციალისტთა და საზოგადოების წარმომადგენლებისაგან. 3. კომისიის დებულებასა და შემადგენლობას ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.     მუხლი 13🔗 1. მოქალაქეობის საკითხებზე (გარდა მოქალაქეობის დადგენის საკითხისა) სააგენტოს მიერ მომზადებული მოტივირებული დასკვნა საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით ეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს. 2. საქართველოს მოქალაქეობის მიღების, საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის, საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის, საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შესახებ გადაწყვეტილებას სააგენტოს მიერ წარდგენილი დასკვნის საფუძველზე იღებს საქართველოს პრეზიდენტი კანონმდებლობის შესაბამისად. 3. საქართველოს მოქალაქეობის მიღების, საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის, საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის, საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის თაობაზე განცხადებისა და წარდგინების დაკმაყოფილების შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტი გამოსცემს ბრძანებულებას, ხოლო უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში – განკარგულებას. 4. კანონის მე-3 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-11-22-ე მუხლებით გათვალისწინებულ საქართველოს მოქალაქეობის დადგენის საკითხებს განიხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს ტერიტორიული სამსახური, ხოლო სხვა სახელმწიფოში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა მიერ დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულებისათვის მიმართვის შემთხვევაში – შესაბამისი დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება.     მუხლი 14🔗 1. საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შემდგომი რეაგირებისათვის ეგზავნება სააგენტოს. 2. მოქალაქეობის საკითხებზე კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების კონტროლს დადგენილი წესით ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. თავი II. საქართველოს მოქალაქეობის დადგენის წესი     მუხლი 15🔗 1. კანონის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს მოქალაქეობის დადგენის საკითხის განსახილველად პირმა ტერიტორიულ სამსახურში, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა ან საკონსულო დაწესებულებაში უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები: ა) საქართველოში არანაკლებ ხუთი წლით მუდმივად ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი (პასპორტის, სამხედრო ბილეთის, შრომის წიგნაკის ასლი ან ცნობა სამუშაო ადგილიდან, ანდა იურიდიული ფაქტის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი); ბ) კანონის სამოქმედოდ შემოღების მომენტისათვის საქართველოში ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი (პასპორტის, სამხედრო ბილეთის, შრომის წიგნაკის ასლი ან ცნობა სამუშაო ადგილიდან, ანდა იურიდიული ფაქტის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი); გ) ფოტოსურათი, ზომით – 3 X 4. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული დოკუმენტაცია განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი მონაცემები არ მოიპოვება სააგენტოს საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა მონაცემების ერთიან რეესტრში (შემდეგში – ერთიანი რეესტრი) ან დიპლომატიურ წარმომადგენლობასა ან საკონსულო დაწესებულებაში. 3. მოქალაქეობის დადგენის საკითხის განხილვისას ტერიტორიული სამსახური, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება, თუ ეს შესაძლებელია, ერთიან რეესტრში ამოწმებს კანონით დადგენილ ვადაში განაცხადა თუ არა პირმა უარი საქართველოს მოქალაქეობაზე.     მუხლი 16🔗 1. კანონის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს მოქალაქეობის დადგენის საკითხის განსახილველად წარდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტები: ა) საქართველოში დაბადების დამადასტურებელი დოკუმენტის (დაბადების მოწმობა, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, პასპორტი, მშობლების საპასპორტო მონაცემები) ასლი; ბ) 1991 წლის 21 დეკემბრამდე საქართველოში ცხოვრების ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტების (პასპორტი, სამხედრო ბილეთი, შრომის წიგნაკი, ანდა იურიდიული ფაქტის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი) ასლები; გ) სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოების მიერ გაცემული ცნობა ამ ქვეყნის მოქალაქეობის არქონის შესახებ. ეს მოთხოვნა სავალდებულო არ არის იმ ქვეყნებთან მიმართებით, რომლებიც ანალოგიურ ცნობებს არ გასცემენ. ასეთ შემთხვევაში დაინტერესებულ პირს უნდა განემარტოს, რომ მის მიერ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, იგი დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; დ) ფოტოსურათი, ზომით – 3 X 4. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული დოკუმენტაცია განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი მონაცემები არ მოიპოვება ერთიან რეესტრში ან დიპლომატიურ წარმომადგენლობასა ან საკონსულო დაწესებულებაში.     მუხლი 17🔗 სათანადო დოკუმენტების წარმოდგენის შემდეგ დაინტერესებული პირი ავსებს დადგენილი ფორმის (დანართი №1) განცხადებას.     მუხლი 18🔗 თუ პირი დაბადებულია საქართველოში და არ გააჩნია საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი, აგრეთვე საქართველოს მოქალაქეობის დასადგენად საჭირო დოკუმენტაცია, სააგენტო ამ დებულების შესაბამისად განიხილავს ასეთი პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის დადგენის საკითხს და დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გასცემს პირადობის მოწმობას.     მუხლი 19🔗 1. ტერიტორიული სამსახური, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება უფლებამოსილია სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, ასევე იურიდიული პირებისაგან დამატებით გამოითხოვოს საქართველოს მოქალაქეობის დადგენის საკითხთა განხილვისათვის საჭირო დოკუმენტები, აგრეთვე მიიღოს თანამდებობის პირთა და მოქალაქეთა ახსნა-განმარტებები. 2. მოქალაქეობის დადგენის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება დასკვნის სახით, რომელიც ეგზავნება განმცხადებელს. დასკვნა შეიძლება იყოს დადებითი ან უარყოფითი. 3. დადებითი დასკვნა გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ მოიპოვება საკმაო საფუძველი კანონის მე-3 და მე-11-22-ე მუხლების შესაბამისად პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის დასადგენად, ხოლო უარყოფითი დასკვნა – იმ შემთხვევაში, თუ არსებული საბუთებით არ დასტურდება კანონის ამ მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად პირის საქართველოს მოქალაქეობა. 4. დასკვნას ხელს აწერს ტერიტორიული სამსახურის უფროსი, რაც მოწმდება ტერიტორიული სამსახურის ბეჭდით, ხოლო დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების მიერ მოქალაქეობის დადგენის საკითხის განხილვის შემთხვევაში – კონსული ან ამ უფლებამოსილების განმახორციელებელი სხვა პირი, რაც მოწმდება საკონსულო დაწესებულების ბეჭდით. 5. იმ შემთხვევაში, თუ პირი მიმართავს ტერიტორიულ სამსახურს, დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას მოქალაქეობის დადგენისა და პირადობის მოწმობის ან პასპორტის გაცემის მოთხოვნით, ტერიტორიული სამსახური, დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება ამ დებულების შესაბამისად განიხილავს მოქალაქეობის დადგენის საკითხს და დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, პირადობის მოწმობასა და პასპორტს გასცემს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დასკვნის შედგენის გარეშე.     მუხლი 20🔗 მოქალაქეობის დადგენის თაობაზე ტერიტორიული სამსახურის, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების დასკვნა შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.     მუხლი 21🔗 ტერიტორიულმა სამსახურმა, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ ან საკონსულო დაწესებულებამ კანონმდებლობით დადგენილ ვადებში უნდა განახორციელოს მოქალაქეობის დადგენის თაობაზე დასკვნის აღსასრულებლად საჭირო ღონისძიებები (პირის რეგისტრაცია, რომლის მიმართაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მოქალაქეობის დადგენის შესახებ და მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა). თავი III. საქართველოს მოქალაქეობის მიღების საკითხთა განხილვის წესი     მუხლი 22🔗 1. კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს მოქალაქეობის მიღების მსურველმა პირმა სააგენტოში, ტერიტორიულ სამსახურში, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა ან საკონსულო დაწესებულებაში უნდა წარადგინოს შემდეგი საბუთები: ა) პირადი განცხადება საქართველოს მოქალაქედ მიღების თაობაზე (განმცხადებელი ვალდებულია თან იქონიოს და მოთხოვნისთანავე წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები (პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, პასპორტი); ბ) დაბადების მოწმობის ასლი (თუ მოქალაქეობის მიღების მსურველი პირი დაბადებულია საზღვარგარეთ და აქვს აღნიშნული დოკუმენტი); გ) ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოში ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის და რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის) ასლი; დ) საქართველოში სამუშაო ადგილის ან უძრავი ქონების, ან საქართველოს ტერიტორიაზე სამეწარმეო საქმიანობის, ანდა საქართველოს საწარმოში წილის ან აქციების ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი; ე) 2 ფოტოსურათი, ზომით 3 X 4. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი მონაცემები არ მოიპოვება ერთიან რეესტრში. 3. კანონის 26-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლებით საქართველოს მოქალაქედ მიღების მსურველმა პირმა, კანონის 26-ე მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების მოთხოვნათა შესაბამისად, კომისიაზე დადგენილი წესით უნდა გაიაროს ტესტირება სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების დადგენილ ფარგლებში ცოდნის შესამოწმებლად. 4. კომისიის დასკვნა ტესტირების შედეგებთან ერთად დაერთვება განმცხადებლის პირად საქმეს. 5. დაინტერესებული პირი საქართველოს პრეზიდენტის სახელზე ავსებს დადგენილი ფორმის (დანართი №2) განცხადებას.     მუხლი 23🔗 1. კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს მოქალაქეობის მიღების მსურველმა პირმა სააგენტოში, ტერიტორიულ სამსახურში, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა ან საკონსულო დაწესებულებაში უნდა წარადგინოს: ა) პირადი განცხადება საქართველოს მოქალაქედ მიღების თაობაზე (განმცხადებელი ვალდებულია თან იქონიოს და მოთხოვნისთანავე წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები (პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, პასპორტი); ბ) დაბადების მოწმობის ასლი (თუ მოქალაქეობის მიღების მსურველი პირი დაბადებულია საზღვარგარეთ და აქვს აღნიშნული დოკუმენტი); გ) 2 ფოტოსურათი, ზომით 3 X 4; დ) კანონის 27-ე მუხლის მოთხოვნათა დამადასტურებელი დოკუმენტები (დიპლომი, სამეცნიერო ხარისხის, სამხედრო წოდების, კვალიფიკაციის, საერთაშორისო ორგანიზაციის წევრობის, ინვესტორის, ჯილდოს, პრემიის, საავტორო უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, პოლიტიკური პარტიის, სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და იურიდიული პირების ხელმძღვანელთა შუამდგომლობა ან სხვა შესაბამისი დოკუმენტი). 2. იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ვარაუდი საქართველოს მოქალაქედ მიღების მსურველი პირისათვის კანონის 26​1 მუხლით გათვალისწინებული დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობის შესახებ, შესაბამისი კომპეტენციის მქონე ყოველი ორგანო თუ თანამდებობის პირი ვალდებულია მოთხოვნისთანავე მიაწოდოს სააგენტოს სათანადო ინფორმაცია. 3. კანონის 27-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ საქართველოს მოქალაქედ მიღების მსურველი პირი მოკლებულია ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარმოდგენის შესაძლებლობას, მისი საქართველოს მოქალაქედ მიღების საკითხი განიხილება საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულად, აღნიშნული დოკუმენტაციის გარეშე. 4. დაინტერესებული პირი საქართველოს პრეზიდენტის სახელზე ავსებს დადგენილი ფორმის (დანართი №2) განცხადებას.     მუხლი 24🔗. 1. კანონის 28-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს მოქალაქეობის მიღების მსურველმა პირმა სააგენტოში, ტერიტორიულ სამსახურში, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა ან საკონსულო დაწესებულებაში უნდა წარადგინოს: ა) პირადი განცხადება საქართველოს მოქალაქედ მიღების თაობაზე (განმცხადებელი ვალდებულია თან იქონიოს და მოთხოვნისთანავე წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები (პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, პასპორტი); ბ) დაბადების მოწმობის ასლი (თუ მოქალაქეობის მიღების მსურველი პირი დაბადებულია საზღვარგარეთ და აქვს აღნიშნული დოკუმენტი); გ) საქართველოს მოქალაქესთან ქორწინების დამადასტურებელი დოკუმენტის (ქორწინების მოწმობა ან სასამართლოს გადაწყვეტილება შესაბამისი იურიდიული ფაქტის დადგენის შესახებ) ასლი; დ) მეუღლის საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ე) საქართველოს ტერიტორიაზე მეუღლესთან ერთად ბოლო 2 წლის განმავლობაში ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი (ცნობა ტერიტორიული სამსახურიდან); ვ) 2 ფოტოსურათი, ზომით 3 X 4. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“-„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი მონაცემები არ მოიპოვება ერთიან რეესტრში. 3. კანონის 28-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლით საქართველოს მოქალაქედ მიღების მსურველმა პირმა, კანონის 26-ე მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების მოთხოვნათა შესაბამისად, კომისიაზე დადგენილი წესით უნდა გაიაროს ტესტირება სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების დადგენილ ფარგლებში ცოდნის შესამოწმებლად. 4. კომისიის დასკვნა ტესტირების შედეგებთან ერთად დაერთვება განმცხადებლის პირად საქმეს. 5. დაინტერესებული პირი საქართველოს პრეზიდენტის სახელზე ავსებს დადგენილი ფორმის (დანართი №2) განცხადებას.     მუხლი 25🔗. პირი, რომელიც იღებს საქართველოს მოქალაქეობას, ხელს აწერს საქართველოსადმი ერთგულების ფიცის ტექსტს, რომელიც დაერთვება შესაბამისი საქმის მასალებს. თავი IV. საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის საკითხთა განხილვის წესი     მუხლი 26🔗 1. კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის საკითხის განსახილველად განმცხადებელმა სააგენტოში, ტერიტორიულ სამსახურში, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა ან საკონსულო დაწესებულებაში უნდა წარადგინოს შესაბამისად: ა) იმ დოკუმენტების ასლები, რომლითაც დასტურდება, რომ იგი კანონის შესაბამისად ითვლებოდა საქართველოს მოქალაქედ; ბ) კომპეტენტური ორგანოს ბრალით საქართველოს მოქალაქეობის არამართლზომიერად შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; დ) მშობლების არჩევანის შედეგად მოქალაქეობის შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ე) 2 ფოტოსურათი, ზომით 3 X 4. 2. კანონის 29-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მსურველმა პირმა სააგენტოში დამატებით უნდა წარადგინოს განცხადების შეტანის პერიოდისათვის საქართველოში მუდმივად ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი, აგრეთვე 26-ე მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების მოთხოვნათა შესაბამისად, კომისიაზე დადგენილი წესით უნდა გაიაროს ტესტირება სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების დადგენილ ფარგლებში ცოდნის შესამოწმებლად. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“– „დ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი მონაცემები არ მოიპოვება ერთიან რეესტრში. 4. საქართველოს მოქალაქეობის აღდგენაზე პირს შეიძლება უარი ექთვას, თუ დადგინდება, რომ არსებობს კანონის 26​1 მუხლში მითითებული საფუძვლები. 5. საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის დამაბრკოლებელი გარემოებების გამოსავლენად შესაბამისი კომპეტენციის მქონე ყველა სახელმწიფო ორგანო, ორგანიზაცია, თანამდებობის პირი ვალდებულია სააგენტოს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს სათანადო ინფორმაცია.     მუხლი 27🔗 საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მსურველი პირი საქართველოს პრეზიდენტის სახელზე ავსებს დადგენილი ფორმის (დანართი №3) განცხადებას. თავი V. საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის, საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საკითხთა განხილვის წესი     მუხლი 28🔗 1. საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის საკითხთა განსახილველად საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის მსურველმა პირმა სააგენტოში, ტერიტორიულ სამსახურში, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა ან საკონსულო დაწესებულებაში უნდა წარადგინოს შემდეგ დოკუმენტები: ა) საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, საქართველოს მოქალაქის პასპორტი, ყოფილი სსრკ-ის სიმბოლიკიანი პასპორტი, რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი) ასლი; ბ) ცნობა იმის თაობაზე, რომ იგი დადგენილი წესით არ არის გაწვეული სავალდებულო სამხედრო სამსახურის გასავლელად; გ) 2 ფოტოსურათი, ზომით 3 X 4; დ) გვარის გამოცვლის შემთხვევაში – გვარის გამოცვლის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ე) არასრულწლოვანი პირის საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის შემთხვევაში – პირის დაბადების მოწმობის ასლი, აგრეთვე მისი კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობა. 2. საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის მსურველი პირი საქართველოს პრეზიდენტის სახელზე ავსებს დადგენილი ფორმის განცხადებას (დანართი №4).     მუხლი 29🔗 1. საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის საკითხთა განხილვის პროცესში სააგენტო, საჭიროების შემთხვევაში, კომპეტენტური ორგანოებისაგან გამოითხოვს ცნობებს იმის შესახებ, არის თუ არა განმცხადებელი მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში და ხომ არ არსებობს მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენი, რომელიც აღსრულებას ექვემდებარება, აგრეთვე არსებობს თუ არა სახელმწიფოს წინაშე შეუსრულებელი მოვალეობა. 2. სახელმწიფო ორგანოებს, რომელთა მიმართაც საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის მსურველ პირს აქვს შეუსრულებელი ვალდებულებანი, უფლება აქვთ მიმართონ სააგენტოს და წარუდგინონ აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი (ხელშეკრულება, სასამართლოს გადაწყვეტილება, სააღსრულებო ფურცელი და სხვ.). 3. სააგენტოს უფლება აქვს შეაჩეროს საკითხის განხილვა მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებების შეწყვეტამდე.     მუხლი 30🔗 1. კანონის 32-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძვლების გამოვლენისას წარდგინება (დანართი №5) საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის თაობაზე სააგენტოში დაუყოვნებლივ შეაქვთ სასამართლოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს პროკურატურას, ხოლო სხვა სახელმწიფოში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა მიმართ – შესაბამის დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას. 2. წარდგინებას თან უნდა ერთოდეს: ა) საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, საქართველოს მოქალაქის პასპორტი, სარეგისტრაციო ბარათი და სხვ.) ასლი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პირს მიღებული არა აქვს აღნიშნული დოკუმენტები – ძველი საპასპორტო მონაცემები და სხვა საბუთები, რითა ც დასტურდება მისი საქართველოს მოქალაქეობა; ბ) კანონით გათვალისწინებული საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძვლების დამადასტურებელი დოკუმენტი (უცხო სახელმწიფოს სამხედრო სამსახურში, პოლიციაში, იუსტიციის ორგანოებში და მმართველობის სხვა ორგანოებში ან სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში საქართველოს კომპეტენტური ორგანოების უნებართვოდ შესვლის დამადასტურებელი დოკუმენტი; არასაპატიო მიზეზით ორი წლის განმავლობაში საკონსულო დაწესებულებაში რეგისტრაციის გარეშე სხვა სახელმწიფოში მუდმივად ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი; საქართველოს მოქალაქეობის ყალბი დოკუმენტების საფუძველზე მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტი ან სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი).     მუხლი 31🔗 თუ სააგენტოსათვის კანონის 35-ე მუხლში მითითებულ უწყებათა წარდგინების გარეშე ცნობილი გახდება პირის მიერ საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძვლების არსებობა, იგი დადგენილი წესით განიხილავს მოქალაქეობის დაკარგვის საკითხს და მასალებს წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს.     მუხლი 32🔗 მოქალაქეობის საკითხთა განსახილველად წარდგენილ საბუთებში გაყალბების ნიშნების (ხელმოწერების, ბეჭდების, შტამპების, ჩანაწერების გადაკეთება, ფოტოსურათის შეცვლა და სხვ.) აღმოჩენის, აგრეთვე განსახილველ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო მონაცემების უკმარისობის შემთხვევაში, სააგენტო უფლებამოსილია შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებისაგან დამატებით გამოითხოვოს საქმისათვის მნიშვნელოვანი ცნობები და საჭირო მონაცემები. თავი VII. მოქალაქეობის საკითხებზე საქართველოს პრეზიდენტისა და ტერიტორიული სამსახურის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა აღსრულება     მუხლი 33🔗 მოქალაქეობის საკითხებზე საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებები და განკარგულებები დაუყოვნებლივ ეგზავნება სააგენტოს.     მუხლი 34🔗 საქართველოს მოქალაქეობის მიღების, საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის, საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის, საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებები სააგენტოს მიერ მათი მიღებიდან 3 დღეში აღსასრულებლად ეგზავნება, შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები პირების შესახებ – ტერიტორიულ სამსახურებს, ხოლო საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ პირთა შესახებ – საქართველოს საკონსულო დაწესებულებებსა ან დიპლომატიურ წარმომადგენლობებს შესაბამის ქვეყნებში.     მუხლი 35🔗 ტერიტორიული სამსახური, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება ვალდებულია კანონით დადგენილი წესითა და ვადების დაცვით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად მოახდინოს განმცხადებელთა რეგისტრაცია, რეგისტრაციიდან მოხსნა და, შესაბამისად, მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემა ან გაუქმება, ხოლო აღნიშნულის თაობაზე დეტალური ინფორმაცია დაუყოვნებლივ წარუდგინოს სააგენტოს.     მუხლი 36🔗 1. სააგენტო უფლებამოსილია საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტების უსაფუძვლოდ გაცემის ან გაუქმების, საქართველოში მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირისა და უცხო ქვეყნის მოქალაქის საქართველოში არაკანონიერ საფუძველზე რეგისტრაციის ან რეგისტრაციიდან მოხსნის ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში მიიღოს ზომები აღნიშნულ ფაქტებზე სათანადო რეაგირებისათვის და მათ აღმოსაფხვრელად. ამ მიზნით მას უფლება აქვს გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია ტერიტორიული სამსახურის, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა ან საქართველოს საკონსულო დაწესებულებისაგან. 2. მოქალაქეობის საკითხებთან დაკავშირებით თანამდებობის პირთა ან მოქალაქეთა ქმედებაში დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, სააგენტო სათანადო მასალებს დაუყოვნებლივ უგზავნის შესაბამის ორგანოებს, ხოლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, მიმართავს კომპეტენტურ ორგანოებს პირის მიმართ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების შესახებ.     მუხლი 37🔗 მოქალაქეობის საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ სააგენტო ან ტერიტორიული სამსახური წერილობით აცნობებს განმცხადებელსა და დაინტერესებულ ორგანოებს. უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, აღნიშნულ პირებს/ორგანოებს ეგზავნებათ მოტივირებული პასუხი წერილობითი ფორმით.     მუხლი 38🔗 1. სააგენტო ტერიტორიული სამსახურიდან, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობიდან ან საკონსულო დაწესებულებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, საქართველოს პრეზიდენტს პერიოდულად, მაგრამ არანაკლებ წელიწადში ერთხელ, წარუდგენს ანგარიშს მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა აღსრულების მდგომარეობის შესახებ. 2. ანგარიშში უნდა აღინიშნოს მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების ვადები, გატარებულ ღონისძიებათა ამსახველი დეტალები, გადაწყვეტილებათა აღსრულების წესების დარღვევისას – დარღვევის შინაარსი, აღსრულების გაჭიანურების მიზეზები და სხვა.     მუხლი 39🔗 მოქალაქეობის საკითხთა განხილვის მასალები ინახება სააგენტოს არქივში კანონმდებლობით დადგენილი წესით. თავი VIII. მოქალაქეობის საკითხთა სტატისტიკის წარმოება     მუხლი 40🔗 1. საქართველოში მოქალაქეობის საკითხთა ერთიანი სისტემის უზრუნველყოფის მიზნით, სააგენტო აღნუსხავს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა, აგრეთვე საქართველოში მცხოვრებ სხვა ქვეყნის მოქალაქეთა, მოქალაქეობის არმქონე პირთა რაოდენობას, საქართველოს მოქალაქეობის მიღების, საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის, საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის დინამიკას. 2. საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება ვალდებულია სააგენტოს პერიოდულად, ყოველი წლის 1 თებერვლისათვის მიაწოდოს სრულყოფილი მონაცემები წინა წელს რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში კანონიერად მცხოვრებ სხვა ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა შესახებ, აგრეთვე სხვა ქვეყნებში ემიგრირებულ საქართველოს მოქალაქეთა რეგისტრაციის ან რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ. 3. სააგენტოში თავმოყრილი სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე, ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ინფორმაციის მიღებიდან 1 თვეში საქართველოს პრეზიდენტს წარედგინება ინფორმაცია საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში კანონიერად მცხოვრებ უცხოელთა მიგრაციული პროცესების დინამიკის შესახებ. 4. დაინტერესებულ პირებსა და სახელმწიფო ორგანოებს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეუძლიათ სააგენტოდან/ტერიტორიული სამსახურებიდან გამოითხოვონ მოქალაქეობასთან დაკავშირებული ინფორმაცია. დანართი №1 საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს/ტერიტორიულ სამსახურს /საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას/ /საქართველოს საკონსულო დაწესებულებას/ გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა  ფოტოსურათის  ადგილი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქარველოს ორგანული კანონის ------ მუხლის ---- პუნქტის შესაბამისად, გთხოვთ დამიდგინოთ საქართველოს მოქალაქეობა. ჩემ შესახებ გაცნობებთ შემდეგს: 1. სახელი, გვარი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (გვარის გამოცვლის შემთხვევაში, მიუთითეთ პირვანდელი გვარი, გვარის გამოცვლის თარიღი და შესაბამისი მოწმობის №) 2. დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი) ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 3. დაბადების ადგილი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 4. საქართველოში ცხოვრების ხანგრძლივობა –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––  5. საქართველოს ფარგლებს გარეთ ცხოვრების მიზეზი და ხანგრძლივობა ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 6. სამუშაო ადგილი, თანამდებობა ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 7. მისამართი, ტელეფონი (სამსახურის, სახლის) ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 8. საქართველოში დასახლების თარიღი და საფუძველი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 9. ვფლობ პასპორტს №––––––––––––              პირადი № –––––––––––––––––––––––  გაცემულს ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (თარიღი, ვის მიერ, რა ვადით) ბინადრობის მოწმობას სერია –––––––––– № –––––––––––––––––––––––––––– გაცემულს ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (თარიღი, ვის მიერ, რა ვადით) 10. ჩემთან ერთად, გთხოვთ, საქართველოს მოქალაქეობა დაუდგინოთ ჩემს არასრულწლოვან შვილებს: 1. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, დაბადების ადგილი) 2. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 3. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 11. განცხადებას თან ვურთავ შემდეგ დოკუმენტებს: 1. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 2. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 3. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 4. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 5. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 6. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 7. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 8. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 9. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 10. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––  (პირადი ხელმოწერა)  „-------“ „-----------------------“ 20 ----------- წ. განცხადება და თანდართული დოკუმენტები მივიღე ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (სახელმწიფო ორგანო, თანამდებობა, სახელი, გვარი) –––––––––––––––––––  (ხელმოწერა)  „--------“ „---------------“ 20 -------- წ. დანართი №2 საქართველოს პრეზიდენტს გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქარველოს ორგანული კანონის ------------ -- მუხლის შესაბამისად, გთხოვთ მიმიღოთ საქართველოს მოქალაქედ . ჩემ შესახებ გაცნობებთ შემდეგს: 1. სახელი, გვარი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (გვარის გამოცვლის შემთხვევაში მიუთითეთ პირვანდელი გვარი, გვარის გამოცვლის თარიღი და შესაბამისი მოწმობის №) 2. დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი) ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 3. დაბადების ადგილი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 4. მოქალაქეობა ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 5. ნასამართლობა ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 6. მისამართი,                                                 ტელეფონი (სამსახურის, სახლის) ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 7. საქართველოში დასახლების თარიღი და საფუძველი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 8. ვფლობ პასპორტს № ––––––––––––                 პირადი № –––––––––––––– გაცემულს ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (თარიღი, ვის მიერ, რა ვადით) ბინადრობის მოწმობას სერია –––––––––––––              №––––––––––––––––––––– გაცემულს ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (თარიღი, ვის მიერ, რა ვადით) 9. ჩემთან ერთად, გთხოვთ, საქართველოს მოქალაქედ მიიღოთ ჩემი არასრულწლოვანი შვილები: 1. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, დაბადების ადგილი) 2. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 3. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 10. განცხადებას თან ვურთავ შემდეგ დოკუმენტებს: 1. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 2. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 3. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 4. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 5. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 6. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 7. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 8. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 11. ჩემი თხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, თანახმა ვარ უარი განვაცხადო  ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– მოქალაქეობაზე. –––––––––––––––––––––––  (პირადი ხელმოწერა)  „---------“ „----------------“ 20 ------ წ. განცხადება და თანდართული დოკუმენტები მივიღე –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (სახელმწიფო ორგანო, თანამდებობა, სახელი, გვარი) –––––––––––––––––– (ხელმოწერა) საქართველოს მოქალაქის ფიცი მე  –––––––––––––––––––––––––––––– ვხდები რა საქართველოს მოქალაქე, ვფიცავ  (სახელი, გვარი) ერთგულად ვემსახურო საქართველოს, დავიცვა მისი კონსტიტუცია და ყველა კანონი, საქართველოს დამოუკიდებლობა, ტერიტორიული მთლიანობა, საქართველოს სახელმწიფო ენად ვაღიარებ ქართულ ენას, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, აგრეთვე – აფხაზურ ენას, ვალდებულებას ვიღებ პატივი ვცე საქართველოს კულტურასა და ეროვნულ ტრადიციებს. ––––––––––––––––––––––––  (პირადი ხელმოწერა)  „--------“ „-----------------“ 20 --------- წ. დანართი №3 საქართველოს პრეზიდენტს გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა ფოტოსურათის ადგილი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის ------- პუნქტის შესაბამისად, გთხოვთ აღმიდგინოთ საქართველოს მოქალაქეობა ჩემ შესახებ გაცნობებთ შემდეგს: 1. სახელი, გვარი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––  (გვარის გამოცვლის შემთხვევაში, მიუთითეთ პირვანდელი გვარი, გვარის გამოცვლის თარიღი და შესაბამისი მოწმობის №) 2. დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი) ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 3. დაბადების ადგილი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 4. მოქალაქეობა ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 5. ნასამართლობა ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 6. მისამართი, ტელეფონი (სამსახურის, სახლის) ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 7. საქართველოში დასახლების თარიღი და საფუძველი ––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 8. საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის მიზეზი –––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 9. ვფლობ პასპორტს № ––––––––––––             პირადი № –––––––––––––––––––––––––––––––––––  გაცემულს –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (თარიღი, ვის მიერ, რა ვადით) ბინადრობის მოწმობას სერია –––––––––––––––––––            № –––––––––––––––––––––––––––– გაცემულს –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (თარიღი, ვის მიერ, რა ვადით) 10. ჩემთან ერთად, გთხოვთ საქართველოს მოქალაქეობა აღუდგინოთ ჩემს არასრულწლოვან შვილებს: 11. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, დაბადების ადგილი) 12. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 13. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 14. განცხადებას თან ვურთავ შემდეგ დოკუმენტებს: 1. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 2. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 3. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 4. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 5. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 6. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 7. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 8. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 15. ჩემი თხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, თანახმა ვარ უარი განვაცხადო  ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– მოქალაქეობაზე.  ––––––––––––––––––––– (პირადი ხელმოწერა)   „------“ „-----------“ 20 ---- წ. განცხადება და თანდართული დოკუმენტები მივიღე ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (სახელმწიფო ორგანო, თანამდებობა, სახელი, გვარი) –––––––––––––––––– (ხელმოწერა)  „-------“ „-------------“ 20---- წ. დანართი №4 საქართველოს პრეზიდენტს გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა ფოტოსურათის  ადგილი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის შესაბამისად, გთხოვთ გადაწყვიტოთ საქართველოს მოქალაქეობიდან ჩემი გასვლის საკითხი. ჩემ შესახებ გაცნობებთ შემდეგს: 1. სახელი, გვარი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (გვარის გამოცვლის შემთხვევაში, მიუთითეთ პირვანდელი გვარი, გვარის გამოცვლის თარიღი და შესაბამისი მოწმობის №) 2. დაბადების თარიღი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (რიცხვი, თვე, წელი) 3. დაბადების ადგილი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 4. სამუშაო ადგილი, თანამდებობა ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 5. მისამართი, ტელეფონი (სამსახურის, სახლის) ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 6. ვფლობ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობას ––––––––––––––––––––––––––––––– პირადი № –––––––––––––––––––––––––––––––––––––––   გაცემულს (თარიღი, ვის მიერ, რა ვადით) ვფლობ პასპორტს № ----------------            პირადი № –––––––––––––––––––––––––––––– გაცემულს ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (თარიღი, ვის მიერ, რა ვადით) 7. გთხოვთ, ჩემთან ერთად გადაწყვიტოთ ჩემი არასრულწლოვანი შვილების საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის საკითხი: 8. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, დაბადების ადგილი) თანახმა ვარ, საქართველოს წინაშე ჩემ მიერ არსებული საგადასახადო დავალიანების შესახებ ინფორმაცია გადამოწმებულ იქნეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროში. 9. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 10. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 11. განცხადებას თან ვურთავ შემდეგ დოკუმენტებს: 1. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 2. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 3. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 4. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 5. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 6. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 7. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 8. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 9. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 10. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––  (პირადი ხელმოწერა)  „--------“ „------------“ 20 ----- წ. განცხადება და თანდართული დოკუმენტები მივიღე –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (სახელმწიფო ორგანო, თანამდებობა, სახელი, გვარი) –––––––––––––––––––  (ხელმოწერა) დანართი №5 საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს წ ა რ დ გ ი ნ ე ბ ა ფოტოსურათის ადგილი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 32-ე მუხლის ------ პუნქტისა და 35-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, წარმოგიდგენთ მასალებს მოქ. –––––––––––––– საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შესახებ. წარდგინებას თან ვურთავ შემდეგ დოკუმენტებს: 1. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 2. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 3. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 4. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 5. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––– სახელმწიფო ორგანოს დასახელება ––––––––––––––––––––––––––––––––– თანამდებობის პირის ხელმოწერა  „------------“ „----------------------“ 20 ------ წ.