„სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების წესის დამტკიცების თაობაზე“

მიღების თარიღი 11.10.2010
ძალის დაკარგვა 11.12.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ნომერი №124/01
სარეგისტრაციო კოდი 290010000.18.011.016004
გამოქვეყნების წყარო სსმ, 132, 13/10/2010
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 998 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
11.10.2010 მიღება
11.12.2015 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

„სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების წესის დამტკიცების თაობაზე“ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-weight:bold;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; } p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } span.HeaderChar { } span.FooterChar { } span.BodyTextChar { } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; } p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; } span.muxlixmlChar { font-weight:bold;} span.abzacixmlChar { } @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:.75in .75in 45.0pt 63.0pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება № 124/01 2010 წლის 11 ოქტომბერი ქ. თბილისი სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების წესის დამტკიცების თაობაზე „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 51-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტისა და „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის „ა“ და „ს“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს „სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების წესი“ თანდართულ დანართთან ერთად. 2. ამ წესის მიღებამდე არსებულმა (მოქმედმა) სადაზღვევო ბროკერებმა 2010 წლის 1 ნოემბრამდე რეგისტრაცია გაიარონ საქართველოს ეროვნულ ბანკში. 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. გ. ქადაგიძე სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების წესი            მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი ეს წესი განსაზღვრავს სადაზღვევო ბროკერის საქართველოს ეროვნულ ბანკში (შემდგომში – ეროვნული ბანკი) რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების პროცედურებსა და პირობებს.     მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება 1. ამ წესის მიზნებისათვის ტექსტში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) სადაზღვევო ბროკერი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რეგისტრირებულია ეროვნულ ბანკში და დამოუკიდებლად ახორციელებს დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობას, როგორც თავისი სამეწარმეო საქმიანობის სახეობას. ბ) დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობა – საქმიანობა, რომელიც მოიცავს: ბ.ა) შეთავაზებების გაკეთებას დაზღვევისა და გადაზღვევის ხელშეკრულებების დასადებად; ბ.ბ) მოსამზადებელი სამუშაოს გაწევას დაზღვევისა და გადაზღვევის ხელშეკრულებების დასადებად; ბ.გ) დაზღვევისა და გადაზღვევის ხელშეკრულებების დადებას მზღვეველისა და გადამზღვეველი კომპანიის სახელით; ბ.დ) სადაზღვევო/გადაზღვევის ზარალის შეფასებისა და ანაზღაურების პროცედურის ადმინისტრირებასა და დაზღვევის სფეროში კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა საქმიანობას. 2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობები.     მუხლი 3🔗. რეგისტრაციის პირობები 1. სადაზღვევო ბროკერი ვალდებულია ამ წესის დანართ № 1-ში მოცემული სარეგისტრაციო ფორმა წარადგინოს ეროვნულ ბანკში და დაურთოს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) იურიდიული პირის შემთხვევაში სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები და ამონაწერი მ ეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ; ბ) ფიზიკური პირის შემთხვევაში პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (პირადი რეზიუმე); გ) წერილობითი დასტური იმის თაობაზე, რომ საშუამავლო საქმიანობის განხორციელების მიზნით განცალკევებულად აწარმოებს საკუთარ და კლიენტების ანგარიშებს; დ) სადაზღვევო ბროკერის ხელმძღვანელი პირის კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (პირადი რეზიუმე); ე) იურიდიული პირის შემთხვევაში – ინფორმაცია საკუთარი კაპიტალის ოდენობის შესახებ; ვ) ცნობა, რომ პირი არ არის ნასამართლევი ეკონომიკური დანაშაულისათვის ან/და სამეწარმეო ან სხვა ეკონომიკური საქმიანობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის. 2. უცხოეთის სადაზღვევო ბროკერის ფილიალის/წარმომადგენლობის შემთხვევაში, დამატებით წარმოდგენილ უნდა იქნეს უცხოეთის სადაზღვევო ბროკერის სადამფუძნებლო დოკუმენტაციის აპოსტილით დამოწმებული ან ლეგალიზებული ასლები. 3. თუ სადაზღვევო ბროკერის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია არ შეესაბამება ამ წესის მოთხოვნებს, ეროვნულ ბანკს უფლება აქვს ხარვეზის შესავსებად განუსაზღვროს ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 15 კალენდარულ დღეს. 4. ეროვნული ბანკი სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაციის თაობაზე გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელშიც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულ რეკვიზიტებთან ერთად აღინიშნება სადაზღვევო ბროკერის სახელწოდება, რეგისტრაციის ნომერი და თარიღი. 5. ეროვნული ბანკი სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაციას ახორციელებს სარეგისტრაციო ფორმის წარდგენის თარიღიდან 15 კალენდარული დღის ვადაში. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირობების არსებობის შემთხვევაში აღნიშნული ვადა შეიძლება 15 კალენდარული დღით გაიზარდოს. 6. ეროვნული ბანკი აწარმოებს სადაზღვევო ბროკერების სარეგისტრაციო რეესტრს და სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაციის განხორციელებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში შეაქვს ინფორმაცია სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაციის თაობაზე. 7. სადაზღვევო ბროკერი ვალდებულია სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტაციაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, ცვლილებიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში წერილობით შეატყობინოს და წარუდგინოს შესაბამისი ინფორმაცია ეროვნულ ბანკს.     მუხლი 4🔗. რეგისტრაციის გაუქმება 1. რეგისტრაციის გაუქმების საფუძვლებია: ა) სარეგისტრაციო პირობების დარღვევა; ბ) სადაზღვევო ბროკერის წერილობითი განცხადება; გ) ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება, თუ რეგისტრაციის შემდეგ აღმოჩნდა, რომ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტაცია და ინფორმაცია არასწორია; დ) სადაზღვევო ბროკერის გარდაცვალება (იურიდიული პირის შემთხვევაში – მისი ლიკვიდაცია), ან ეროვნულ ბანკში რეგისტრაციიდან ზედიზედ ექვსი თვის განმავლობაში დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობის განუხორციელებლობა; ე)  სადაზღვევო ბროკერის მიმართ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი. 2. სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაციის გაუქმებისა და სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების განხორციელების თაობაზე ეროვნული ბანკი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლის შესახებაც ინფორმაცია 2 სამუშაო დღის ვადაში შედის შესაბამის სარეგისტრაციო რეესტრში.     მუხლი 5🔗. სარეგისტრაციო რეესტრი 1. ეროვნული ბანკი უზრუნველყოფს სადაზღვევო ბროკერთა მონაცემების სარეგისტრაციო რეესტრში შეტანას. 2. სარეგისტრაციო რეესტრში შეიტანება: ა) მონაცემები, რომელთა წარმოდგენაც სავალდებულოა სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაციისათვის; ბ) სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაციის ნომერი და თარიღი; გ) მონაცემები სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაციის გაუქმებისა და სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების განხორციელების თაობაზე. დანართი № 1 სადაზღვევო ბროკერის სარეგისტრაციო ფორმა 1. სადაზღვევო ბროკერის სახელი (იურიდიული პირის შემთხვევაში საფირმო სახელწოდება) –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 2. სადაზღვევო ბროკერის მისამართი: 3. საკონტაქტო ტელეფონი: 4. ფაქსის ნომერი: 5. ელექტრონული ფოსტა: 6. ვებ–გვერდი: 7. ფილიალის/წარმომადგენლობის მისამართი (ასეთის არსებობის შემთხვევაში): 8. სადაზღვევო ბროკერის სამართლებრივი ფორმა (იურიდიული პირის შემთხვევაში)–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 9. დაზღვევის რა სახეობებზე იქნება ორიენტირებული სადაზღვევო ბროკერის საქმიანობა––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 10. იურიდიული პირის შემთხვევაში სადაზღვევო ბროკერის ხელმძღვანელი პირები (სახელი, გვარი)––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 11. სადაზღვევო ბროკერის მნიშვნელოვანი წილის მფლობელების თაობაზე ინფორმაცია (იურიდიული პირის შემთხვევაში): 12. მომსახურე ბანკის რეკვიზიტები: 13. სარეგისტრაციო ფორმას თან ერთვის შემდეგი დოკუმენტაცია: უფლებამოსილი პირის ხელმოწერა: თარიღი: