„2010–2011 სასწავლო წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის სპეციალური სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“

მიღების თარიღი 13.10.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №107/ნ
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.016022
გამოქვეყნების წყარო სსმ, 134, 19/10/2010
matsne.gov.ge 1,360 სიტყვა · ~7 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

„2010–2011 სასწავლო წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის სპეციალური სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; text-autospace:none; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText {mso-style-link:"Comment Text Char"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; text-autospace:none; font-size:10.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {mso-style-link:"Plain Text Char"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; text-autospace:none; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject {mso-style-link:"Comment Subject Char"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; text-autospace:none; font-size:10.0pt; font-family:"Calibri","sans-serif"; font-weight:bold;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {mso-style-link:"Balloon Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; text-autospace:none; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} span.BalloonTextChar {mso-style-name:"Balloon Text Char"; mso-style-link:"Balloon Text"; font-family:"Tahoma","sans-serif";} span.CommentTextChar {mso-style-name:"Comment Text Char"; mso-style-link:"Comment Text"; font-family:"Calibri","sans-serif";} span.CommentSubjectChar {mso-style-name:"Comment Subject Char"; mso-style-link:"Comment Subject"; font-family:"Calibri","sans-serif"; font-weight:bold;} span.CharChar2 {mso-style-name:"Char Char2"; font-family:"Tahoma","sans-serif";} span.CharChar1 {mso-style-name:"Char Char1";} span.CharChar {mso-style-name:"Char Char"; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} span.PlainTextChar {mso-style-name:"Plain Text Char"; mso-style-link:"Plain Text"; font-family:"Courier New";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} .MsoChpDefault {font-size:11.0pt;} .MsoPapDefault {margin-bottom:10.0pt; line-height:115%;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:42.55pt 42.55pt 49.65pt 49.65pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №107/ნ 2010 წლის 13 ოქტომბერი ქ. თბილისი 2010-2011 სასწავლო წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის სპეციალური სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-80 მუხლის მე-2 პუნქტის, „საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლის (ორგანიზაციული კოდი – 32 12 02), „2010-2011 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული და ნაწილობრივი ოდენობების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 5 მაისის №130 დადგენილების პირველი მუხლის მე-11 პუნქტისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს „2010–2011 სასწავლო წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის სპეციალური სახელმწიფო პროგრამა“ დანართის შესაბამისად. 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. დ. შაშკინი დანართი 2010-2011 სასწავლო წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის სპეციალური სახელმწიფო პროგრამა     მუხლი 1🔗. პროგრამის დაფინანსება 1. 2010–2011 სასწავლო წელს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 89-ე მუხლის მე-20 პუნქტით განსაზღვრულ აკრედიტებულ ან 2010 წლის 1 სექტემბრამდე მოქმედი ამავე კანონის 66​1 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ახალდაფუძნებულ ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (შემდგომში – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება) ჩარიცხულ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა დაფინანსება შეადგენს 195 000 (ას ოთხმოცდათხუთმეტი ათასი) ლარს. 2. 2010-2011 სასწავლო წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის სპეციალური სახელმწიფო პროგრამის (შემდგომში – პროგრამა) ფარგლებში აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო დაფინანსება გაიცემა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავლის საფასურის შესაბამისად საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობის მაქსიმალური ოდენობის ფარგლებში. 3. პროგრამის ფარგლებში პროფესიულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო დაფინანსება გაიცემა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავლის საფასურის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობის მაქსიმალური ოდენობის ფარგლებში.     მუხლი 2🔗. პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მიღების უფლების მქონე პირი პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო დაფინანსების მოპოვების უფლება აქვთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 2010-2011 სასწავლო წელს ჩარიცხულ შემდეგი კატეგორიის სტუდენტებს: ა) ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხულ უცხო ქვეყნის 76 მოქალაქეს; ა.ა) აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე – 56 სტუდენტს; ა.ბ) პროფესიულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე – 20 სტუდენტს; ბ) უცხო ქვეყნის 10 მოქალაქეს, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩაირიცხნენ ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე, კერძოდ: ბ.ა) იმ ქვეყნების მოქალაქეებს, რომელთა წინაშე საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით აღებული აქვს ვალდებულება შესაბამისი ქვეყნის მოქალაქეების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დაფინანსებასთან დაკავშირებით; ბ.ბ) იმ ქვეყნების მოქალაქეებს, სადაც საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ შესაბამისი ქვეყნის სახელმწიფო დაფინანსებით მიიღონ უმაღლესი განათლება; ბ.გ) უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც ირჩევენ სწავლას ქართველოლოგიური მიმართულებებით.     მუხლი 3🔗. დაფინანსების პრინციპები 1. თუ ამ ბრძანების მე-2 მუხლის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დასაფინანსებელ სტუდენტთა რაოდენობა აღემატება ამ კატეგორიისათვის გამოყოფილი ადგილების რაოდენობას, თანხა გაიცემა ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების აბსოლუტური ქულების ჯამით რანჟირების დოკუმენტის საფუძველზე. 2. თუ ამ ბრძანების მე-2 მუხლის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული სტუდენტებისათვის გამოყოფილი ადგილების ფარგლებში ბოლო ადგილზე/ადგილებზე ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების აბსოლუტური ქულით/ქულებით რანჟირების დოკუმენტის საფუძველზე, დაფინანსების მიღების თანაბარი უფლება აქვს ორ ან მეტ სტუდენტს, დაფინანსება ბოლო ადგილზე/ადგილებზე არ გაიცემა.     მუხლი 4🔗. დარჩენილი ადგილების გადანაწილება 1. თუ აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ამ ბრძანების მე-2 მუხლის „ა.ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული კატეგორიის დასაფინანსებელ სტუდენტთა რაოდენობა ნაკლებია ადგილთა რაოდენობაზე, დარჩენილი რაოდენობა, „ა.ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პროფესიულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე კონკურსის შემთხვევაში დაემატება ამ პროგრამაზე ადგილთა რაოდენობას დასაფინანსებელ სტუდენტთა რაოდენობის პროპორციულად და გადანაწილდება ამ ბრძანების მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პრინციპით. 2. თუ პროფესიულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ამ ბრძანების მე-2 მუხლის „ა.ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული კატეგორიის დასაფინანსებელ სტუდენტთა რაოდენობა ნაკლებია ადგილთა რაოდენობაზე, დარჩენილი რაოდენობა, „ა.ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე კონკურსის შემთხვევაში დაემატება ამ პროგრამაზე ადგილთა რაოდენობას დასაფინანსებელ სტუდენტთა რაოდენობის პროპორციულად და გადანაწილდება ამ ბრძანების მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პრინციპით.     მუხლი 5🔗. დარჩენილი თანხის გადანაწილება 1. თუ ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხა სრულად არ გაიცა ამ ბრძანების მე-2 მუხლით გათვალისწინებული კატეგორიების მიხედვით, დარჩენილი თანხა გადაუნაწილდება ამავე მუხლით განსაზღვრულ იმ კატეგორიის სტუდენტებს, სადაც დაფინანსების მსურველთა რაოდენობა აღემატება დასაფინანსებელ სტუდენტთა რაოდენობას შემდეგი პროპორციით: 20% გადაუნაწილდებათ პროფესიულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტებს, ხოლო 80% – აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტებს. დარჩენილი თანხის გადანაწილება ხორციელდება ამ ბრძანების მე-3 მუხლით განსაზღვრული პრინციპით. 2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქმედებების შემდეგ რომელიმე საგანმანათლებლო პროგრამაზე დარჩება გაუხარჯავი თანხა, იგი გადანაწილდება მეორე საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტებზე, ამ ბრძანების მე-3 მუხლით განსაზღვრული პრინციპის შესაბამისად. 3. თუ ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალიწინებული გადანაწილების შემდეგ ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხა სრულად არ გაიცა, დარჩენილი თანხა ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების აბსოლუტური ქულით/ქულებით რანჟირების დოკუმენტის საფუძველზე გადაუნაწილდებათ იმ სტუდენტებს, რომლებიც განეკუთვნებიან „2010-2011 სასწავლო წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე ან პროფესიული უმაღლესი განათლების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 აგვისტოს №227 დადგენილების მე-3 მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ კატეგორიას და აღნიშნული დადგენილების ფარგლებში ვერ მოიპოვეს დაფინანსება.     მუხლი 6🔗. განცხადების წარდგენა პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოსაპოვებლად ამ ბრძანების მე-2 მუხლით გათვალისწინებული სტუდენტი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში (შემდგომში – სამინისტრო) არა უგვიანეს 2010 წლის 1 ნოემბრისა წარადგენს განცხადებას, რომლის ფორმა და წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა მტკიცდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.     მუხლი 7🔗. განცხადების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება 1. ამ ბრძანების მე-6 მუხლით გათვალისწინებული განცხადებების შესწავლისა და მინისტრისთვის რეკომენდაციების მომზადების მიზნით, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იქმნება კომისია. 2. კომისიის შექმნის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება კომისიის თავმჯდომარე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე და კომისიის მდივანი. 3. კომისიის სხდომებს უძღვება კომისიის თავმჯდომარე. კომისიის თავმჯდომარის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მის ფუნქციებს ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. 4. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობა. სახელმწიფო დაფინანსების მინიჭების შესახებ კომისიის მიერ მინისტრისათვის მომზადებული რეკომენდაციები მიიღება დამსწრეთა უმრავლესობით. ხმების გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა. 5. კომისიის სხდომების შედეგად იწარმოება ოქმი, რომელიც ფორმდება კომისიის სხდომის დასრულებიდან 3 დღის ვადაში და მას ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე და მდივანი. 6. პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო დაფინანსების მინიჭების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით.     მუხლი 8🔗. პროგრამის გავრცელება და ხელმისაწვდომობა პროგრამის ფარგლებში სტუდენტთა დაფინანსების შესაძლებლობის შესახებ დაინტერესებული პირების ინფორმირების მიზნით, სამინისტრო უზრუნველყოფს ამ ბრძანების მიწოდებას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის, ასევე ინფორმაციის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებას.