,,მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №57
2009 წლის 13 თებერვალი
ქ. თბილისი
,,მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე
1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ,,მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის № 231 ბრძანებულებით (სსმ III, 2005 წ., №48, მუხ. 488) დამტკიცებული წესის 31 და 32 პუნქტებში სიტყვები: ,,გარდა პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრისა“ შეიცვალოს სიტყვებით: ,,გარდა პრემიერ-მინისტრისა, ვიცე-პრემიერებისა და საგარეო საქმეთა მინისტრისა“ და 31 და 32 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,31. საქართველოს მთავრობის წევრი (გარდა პრემიერ-მინისტრისა, ვიცე-პრემიერებისა და საგარეო საქმეთა მინისტრისა) ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამგზავრებასთან დაკავშირებით წინასწარ წერილობითი ფორმით მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს. მიმართვაში უნდა აღინიშნოს ვიზიტის მიზანი და ხანგრძლივობა.
32. საქართველოს მთავრობის წევრი (გარდა პრემიერ-მინისტრისა, ვიცე-პრემიერებისა და საგარეო საქმეთა მინისტრისა) ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიემგზავრება საქართველოს პრეზიდენტის წინასწარი თანხმობით.“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე““?
- დიახ, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „,,მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე““ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 13.02.2009.
- როდის იქნა მიღებული „,,მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე““?
- „,,მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე““ მიღებულია 13.02.2009. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №57. სარეგისტრაციო კოდი — 010.340.000.08.
- სად არის „,,მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე““-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 13.02.2009 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „,,მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე““, №57, 13.02.2009, სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.08 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.02.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/104524/