,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 ნოემბრის №541 ბრძანებულებაში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №62
2009 წლის 18 თებერვალი
ქ. თბილისი
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 ნოემბრის №541 ბრძანებულებაში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 ნოემბრის №541 ბრძანებულებით (სსმ III, 2008 წ., №161, მუხ. 1623) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილება:
1. მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ ქვეპუნქტი:
„ნ) საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი.“.
2. მე-14 მუხლის „ი“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
3. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 251 მუხლი:
„მუხლი 251
საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სამინისტროს საქმიანობაში თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვა, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების საშუალებით სამინისტროს გამართული ფუნქციონირების ხელშეწყობა;
ბ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და მის სისტემაში შემავალი დაწესებულებების საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში;
გ) სამინისტროს სისტემის კომპიუტერული და ტელესაკომუნიკაციო ქსელების ფორმირება-სრულყოფა;
დ) სამინისტროს სისტემაში ლოკალური კომპიუტერული ქსელის ფუნქციონირების ხელშეწყობა და სამინისტროს ინტერნეტთან კავშირის უზრუნველყოფა.“.
მუხლი 2
ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2009 წლის 23 თებერვლიდან.
მ. სააკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 ნოემბრის №541 ბრძანებულებაში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე““?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 18.02.2009.
- როდის იქნა მიღებული „,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 ნოემბრის №541 ბრძანებულებაში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე““?
- „,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 ნოემბრის №541 ბრძანებულებაში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე““ მიღებულია 18.02.2009. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №62. სარეგისტრაციო კოდი — 010.240.030.08..
- სად არის „,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 ნოემბრის №541 ბრძანებულებაში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე““-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 18.02.2009 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 ნოემბრის №541 ბრძანებულებაში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე““, №62, 18.02.2009, სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.08. (კონსოლიდირებული რედაქცია 18.02.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/104548/