ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და არგენტინის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა, საერთაშორისო ვაჭრობის და კულტურის სამინისტროს შორის ორმხრივი კონსულტაციების შესახებ

მიღების თარიღი 21.09.2010
ძალაში შესვლა 21.09.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №0
სარეგისტრაციო კოდი 480260000.03.030.016003
გამოქვეყნების წყარო სსმ, 6, 08/12/2010
matsne.gov.ge 649 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.09.2010 მიღება
21.09.2010 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით (ხელმოწერილია) არგენტინის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა, საერთაშორისო ვაჭრობისა და კულტთა სამინისტროს სახელით (ხელმოწერილია)

დოკუმენტის ტექსტი

ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და არგენტინის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა, საერთაშორისო ვაჭრობის და კულტურის სამინისტროს შორის ორმხრივი კონსულტაციების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h2 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"Arial","sans-serif"; font-style:italic;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:1.0in 1.0in 1.0in 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და არგენტინის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა, საერთაშორისო ვაჭრობის და კულტთა სამინისტროს შორის ორმხრივი კონსულტაციების შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და არგენტინის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა, საერთაშორისო ვაჭრობის და კულტთა სამინისტრო, შემდგომში „მხარეებად“ წოდებულნი, დარწმუნებულნი არიან რა ორ სახელმწიფოს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის ხელშეწყობის მნიშვნელობაში, სურთ რა ორ ერს შორის მეგობრული ურთიერთობების განვითარება და გაძლიერება გაეროს ქარტიის შესაბამისად, მიიჩნევენ რა, რომ სასარგებლო იქნება ორივე მხარის ინტერესების შესაბამისად სხვადასხვა დონეებზე კონსულტაციების გამართვა და მოსაზრებების გაცვლა, თანხმდებიან შემდეგზე:     მუხლი 1🔗 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და არგენტინის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა, საერთაშორისო ვაჭრობის და კულტთა სამინისტრო, მუდმივად განავითარებენ კონტაქტებს საერთაშორისო არენაზე, ორ სახელმწიფოს შორის მეგობრული ურთიერთობების დამყარების, უნივერსალური მშვიდობის და უსაფრთხოების გაძლიერების და პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ და კულტურის სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით, გაეროს ქარტიის შესაბამისად.     მუხლი 2🔗 ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების მიზნით მხარეები რეგულარულად გამართავენ კონსულტაციებს სამინისტროების დონეზე ან სხვა დონეებზე, საერთაშორისო და ორმხრივ ინტერესებთან დაკავშირებულ საკითხებზე.     მუხლი 3🔗 მხარეები წინასწარ და ორმხრივი თანხმობით განსაზღვრავენ სულ ცოტა წელიწადში ერთხელ კონსულტაციების გამართვის დონეს, დღის წესრიგს, დროს და ადგილს.     მუხლი 4🔗 მხარეები საჭიროების შემთხვევაში გაცვლიან ინფორმაციას ქვეყნებს შორის დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებების განხორციელების საკითხებზე, ასევე, ამასთან დაკავშირებულ ახალ ინიციატივებზე. მხარეები, მათი კომპეტენციის ფარგლებში, გაცვლიან ინფორმაციას და მოსაზრებებს ორივე სახელმწიფოს საგარეო და საშინაო პოლიტიკის მთავარ საკითხებზე.     მუხლი 5🔗 მხარეები ხელს შეუწყობენ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ვაჭრობის, კულტურის, ჰუმანიტარულ, საერთაშორისო და სხვა სფეროებში ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობის გაფართოებას და გაღრმავებას.     მუხლი 6🔗 მხარეები შექმნიან პირობებს პირდაპირი კონტაქტების დასამყარებლად და გამოცდილების გასაზიარებლად, ტრენინგის მონაწილეების გაცვლით და ასევე კონსულტაციების და სემინარების გამართვით.     მუხლი 7🔗 ამ მემორანდუმის ინტერპრეტაციისა და განხორციელებისას მხარეებს შორის წარმოშობილი ნებისმიერი დავა გადაწყდება პირდაპირი დიპლომატიური მოლაპარაკებების გზით.     მუხლი 8🔗 მხარეებს შეუძლიათ, ორმხრივი თანხმობის საფუძველზე, შეიტანონ შესწორებები ამ მემორანდუმში, რომლებიც გაფორმდება ცალკე მემორანდუმების სახით და ძალაში შევა იმავე წესის შესაბამისად, რომელიც დადგენილია ამ მემორანდუმის ძალაში შესვლისათვის. ზევით განსაზღვრული წესით მიღებული მემორანდუმები იქნება ამ მემორანდუმის განუყოფელი ნაწილი.     მუხლი 9🔗 ეს მემორანდუმი ძალაში შევა მისი ხელმოწერის დღიდან და ძალაში დარჩება 5 (ხუთი) წლის განმავლობაში. ის ავტომატურად გაგრძელდება შემდგომი 5-წლიანი პერიოდებით, თუ ერთი მხარე დიპლომატიური არხებით წერილობით არ შეატყობინებს მეორე მხარეს 5-წლიანი პერიოდის ამოწურვამდე სულ ცოტა 6 (ექვსი) თვით ადრე, ამ მემორანდუმის შეწყვეტის განზრახვის შესახებ. მემორანდუმი მოქმედებას შეწყვეტს ასეთი შეტყობინების მიღებიდან 90-ე (ოთხმოცდამეათე) დღეს. შესრულებულია ქ. ნიუ-იორკში, 2010 წლის 21 სექტემბერს, ორ ორიგინალად, ქართულ, ესპანურ და ინგლისურ ენებზე, ორივე ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. შეუთანხმებლობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ინგლისურენოვან ტექსტს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით (ხელმოწერილია) არგენტინის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა, საერთაშორისო ვაჭრობისა და კულტთა სამინისტროს სახელით (ხელმოწერილია)