გაკოტრების საქმეზე კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
2010 წლის 13 ოქტომბერი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ბესიკ სისვაძემ განიხილა სს „ქართული ჩაის“ მიმართ წარმოებულ გაკოტრების საქმეზე კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7, მე-8, 25-ე, 27-ე, 42-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „ქართული ჩაის“გაკოტრების საქმესთან დაკავშირებით მოწვეული იქნ ე ს კრედიტორთა კრება შემდეგი დღის წესრიგით: გაკოტრების ანგარიშის განხილვა.
2. სს „ქართული ჩაის“გაკოტრების მმართველს როინ მიგრიაულს დაევალოს,არა უგვიანეს 2010 წლის 22 ოქტომბრისა,სასამართლოს წარუდგინოს სს „ქართული ჩაის“გაკოტრების ანგარიში.
3. კრედიტორთა კრების ჩატარების დროდ და ადგილად განისაზღვროს 2010 წლის 29 ოქტომბერი, 15 (თხუთმეტი) საათი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია, მდებარე ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის მე-12 კილომეტრი, №6, სასამართლო სხდომის დარბაზი №22.
4. განჩინების შესავალი და სარეზოლუციო ნაწილები გამოქვეყნდეს არა უგვიანეს 2010 წლის 22 ოქტომბრისა, გაზეთ„საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“. განჩინება გამოქვეყნდეს სასამართლო დაფაზეც. ბეჭდ ვ ით ორგანოში განჩინების გამოქვეყნების უზრუნველყოფა დაევალოს სს „ქართული ჩაის“გაკოტრების მმართველს როინ მიგრიაულს.
5. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს განჩინებაზე შეუძლიათ კერძო საჩივრის შეტანა განჩინების გადაცემიდან ან გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.
მოსამართლე ბ. სისვაძე