გაკოტრების საქმეზე კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/2828-06
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 76, 19/10/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

 საქართველოს სახელით

2010 წლის 13 ოქტომბერი            

ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ბესიკ სისვაძემ განიხილა სს „ქართული ჩაის“ მიმართ წარმოებულ გაკოტრების საქმეზე კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7, მე-8, 25-ე, 27-ე, 42-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „ქართული ჩაის“გაკოტრების საქმესთან დაკავშირებით მოწვეული იქნ ე ს კრედიტორთა კრება შემდეგი დღის წესრიგით: გაკოტრების ანგარიშის განხილვა.

2. სს „ქართული ჩაის“გაკოტრების მმართველს როინ მიგრიაულს დაევალოს,არა უგვიანეს 2010 წლის 22 ოქტომბრისა,სასამართლოს წარუდგინოს სს „ქართული ჩაის“გაკოტრების ანგარიში.

3. კრედიტორთა კრების ჩატარების დროდ და ადგილად განისაზღვროს 2010 წლის                    29 ოქტომბერი, 15 (თხუთმეტი) საათი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია, მდებარე ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის მე-12 კილომეტრი, №6, სასამართლო სხდომის დარბაზი №22.

4. განჩინების შესავალი და სარეზოლუციო ნაწილები გამოქვეყნდეს არა უგვიანეს 2010 წლის 22 ოქტომბრისა, გაზეთ„საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“. განჩინება გამოქვეყნდეს სასამართლო დაფაზეც. ბეჭდ ვ ით ორგანოში განჩინების გამოქვეყნების უზრუნველყოფა დაევალოს სს „ქართული ჩაის“გაკოტრების მმართველს როინ მიგრიაულს.

5. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს განჩინებაზე შეუძლიათ კერძო საჩივრის შეტანა განჩინების გადაცემიდან ან გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.

მოსამართლე                    ბ. სისვაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „გაკოტრების საქმეზე კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხის შესახებ“?
დიახ, განცხადება „გაკოტრების საქმეზე კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 13.10.2010.
როდის იქნა მიღებული „გაკოტრების საქმეზე კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხის შესახებ“?
„გაკოტრების საქმეზე კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხის შესახებ“ მიღებულია 13.10.2010. მიმღები ორგანო — თბილისის საქალაქო სასამართლო. დოკუმენტის ნომერი — №2/2828-06.
სად არის „გაკოტრების საქმეზე კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 13.10.2010 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

განცხადება „გაკოტრების საქმეზე კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხის შესახებ“, №2/2828-06, 13.10.2010 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.10.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1045936/