გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/11161-2010
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 76, 19/10/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

შპს ,,ბონუსის“ მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების

წარმოებაში მიღების თაობაზე

2010 წლის 6 ოქტომბერი

ქ. ქუთაისი

 

  ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით:

1. შპს ,,ბონუსის“ დირექტორის ირაკლი მუსკას განცხადება გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ მიღებული იქნ ე ს სასამართლოს წარმოებაში და შპს ,,ბონუსის“ მიმართ გაიხსნას გაკოტრების საქმე.

2. შპს ,,ბონუსის“ მეურვედ დაინიშნოს ჯუმბერ ქართველიშვილი – უმაღლესი იურიდიული განათლებით, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი საერთო სპეციალიზაციით (პ/ნ 61006012500; მცხოვრები ხელვაჩაური, სოფელი კაპანდიები).

3. აეკრძალოს შპს ,,ბონუსს“ ნებისმიერი გარიგების დადება ან/და დადებული გარიგების შეწყვეტა.

4. შეჩერდეს იძულებითი აღსრულება შპს ,,ბონუსის“ მიმართ.

5. აიკრძალოს გაკოტრების საქმის წარმოების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანამდე აღებული ვალების უზრუნველყოფა, შეჩერდეს ვალების გადახდა და პროცენტების, პირგასამტეხლოს, საურავების (მათ შორის, საგადასახადო /საბაჟო) დარიცხვა/გადახდა.

6. განემარტოს კრედიტორებს, რომ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 30 დღის განმავლობაში მოვალის მიმართ არსებული თავიანთი მოთხოვნები უნდა წარუდგინონ მეურვესა და სასამართლოს, ასევე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებიდან 30 დღის განმავლობაში სასამართლოს უნდა წარმოუდგინონ გაკოტრების მმართველის კანდიდატურები და მათ შორის დადებული ხელშეკრულება, რომლითაც განსაზღვრულია გაკოტრების მმართველის უფლებამოსილების ფარგლები.

7. მოწვეული იქნეს შპს ,,ბონუსის“ კრედიტორთა კრება 2010 წლის 10 ნოემბერს, 12:00 საათზე.

8. კრედიტორთა კრება შედგება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (ქალაქი ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11, მესამე სართული, სხდომის დარბაზი №5).

  კრებაზე განხილული იქნ ე ს შემდეგი საკითხები:

   ა) მეურვის ანგარიშის მოსმენა მოვალის ქონების, ფინანსური მდგომარეობის და ვალ დ ებულებების, ასევე უზრუნველყოფილი კრედიტორების შესახებ;

   ბ) კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმება და კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრის შედგენა;

   გ) გაკოტრების მმართველის დანიშვნა.

9. განჩინება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში’’ და სასამართლო დაფაზე.

10. კრედიტორს ან მოვალეს უფლება აქვს სასამართლოს მიმართოს მოტივირებული და არგუმენტირებული შუამდგომლობით მეურვის აცილების შესახებ.

11. განჩინებაზე დაიშვება კერძო საჩივრის შეტანა განჩინების გადაცემის მომენტიდან 5 დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11).

 

         მოსამართლე                                 გოჩა აბუსერიძე