უცხო სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვან სტუმართა ვიზიტის დროს მათი თანმხლები პირების მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის წესის შესახებ
მიღების თარიღი 09.03.2009
ძალის დაკარგვა 01.03.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №95
სარეგისტრაციო კოდი 480.610.000.08.
გამოქვეყნების წყარო სსმ, 26, 10/03/2009
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
დოკუმენტის ტექსტი
უცხო სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვან სტუმართა ვიზიტის დროს მათი თანმხლები პირების მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის წესის შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; font-size:14.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; }
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:595.45pt 841.7pt; margin:.9in .7in .9in .7in;}
div.Section1 {page:Section1;}
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №95
2009 წლის 9 მარტი
ქ. თბილისი
უცხო სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვან სტუმართა ვიზიტის დროს მათი თანმხლები პირების მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის წესის შესახებ
1. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად დამტკიცდეს თანდართული უცხო სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვან სტუმართა ვიზიტის დროს მათი თანმხლები პირების მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის წესი.
2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ძალადაკარგულად გამოცხადდეს „უცხო სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვან სტუმართა ვიზიტის დროს მათი თანმხლები პირების მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 30 ნოემბრის № 593 ბრძანებულება.
3. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უცხო სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვან სტუმართა ვიზიტის დროს მათი თანმხლები პირების მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის წესი
1. უცხო სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა, აგრეთვე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის აქტით განსაზღვრული რეესტრით გათვალისწინებული სხვა მნიშვნელოვანი პირების ვიზიტის დროს მათი თანმხლები პირების მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანა და საქართველოდან გატანა, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ხორციელდება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ნებართვით, რის შესახებაც ეცნობება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.
2. უცხო სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვან სტუმართა მოსალოდნელი ვიზიტების შესახებ, მათ თანმხლებ პირთა მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის ნებართვის გაცემის მიზნით, დაუყოვნებლივ ეცნობება სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს.
3. მოსალოდნელი ვიზიტის შესაბამისად, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური წერილობით შეტყობინებას იღებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან, საქართველოს პარლამენტიდან, საქართველოს მთავრობის კანცელარიიდან ან/და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან.
4. დოკუმენტში, რომლითაც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური უცხო სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვან სტუმართა მოსალოდნელი ვიზიტების შესახებ იღებს შეტყობინებას, აღინიშნება:
ა) იმ პირის (პირების) შესახებ (ვინაობა, თანამდებობა და/ან დიპლომატიური რანგი), რომელიც ვიზიტად უნდა ეწვიოს საქართველოს;
ბ) ვიზიტის შესაძლო ხანგრძლივობა;
გ) თანმხლებ შეიარაღებულ პირთა რაოდენობა და ვინაობა, მათზე განპიროვნებული იარაღის მონაცემების (სახეობა, სატაბელო-ინდივიდუალური ნომერი, კალიბრი და ვაზნების რაოდენობა) მითითებით;
დ) კავშირგაბმულობისა და სხვა სპეციალური საშუალებების ტექნიკური და საიდენტიფიკაციო მონაცემები, რომლითაც აღჭურვილი იქნებიან ვიზიტორთა თანმხლები პირები.
5. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური გაცემული ნებართვის შესახებ წერილობით შეტყობინებას ამ წესის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემებით აგზავნის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
6. უცხო სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვან სტუმართა ვიზიტებისას მათი თანმხლები პირების მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის ნებართვის გაცემის ფორმას განსაზღვრავს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი.
7. ვიზიტის შესახებ ინფორმაციის მიმწოდებელი უწყება უზრუნველყოფს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან მიღებული ნებართვის შესაბამისი პირისათვის (პირებისათვის) გადაცემას.
8. ამ წესის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინება არის იმის საფუძველი, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის უფლებამოსილმა სამსახურებმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ნებართვით გათვალისწინებულ პირს მისცენ მითითებული იარაღითა და საბრძოლო მასალით ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსვლის, დაუბრკოლებლად გადაადგილებისა და ქვეყნიდან გასვლის საშუალება.
9. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ნებართვას გასცემს მხოლოდ ვიზიტის ხანგრძლივობის ვადით. ნებართვა ძალადაკარგულად ითვლება საქართველოში ვიზიტად მყოფი პირის მიერ ქვეყნის ტერიტორიის დატოვებისთანავე.
10. ვიზიტის გაგრძელების შემთხვევაში, ნებართვის მოქმედება გრძელდება ვიზიტის დასრულებამდე.
11. უცხო სახელმწიფოთა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელების, აგრეთვე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის აქტით განსაზღვრული რეესტრით გათვალისწინებული სხვა მნიშვნელოვანი პირების ვიზიტის დროს მათ მიერ და მათი თანმხლები პირების მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალების გამოყენების შემთხვევებზე ვრცელდება იარაღის გამოყენების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.
12. ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების კონტროლს ახორციელებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური.